ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი ეძებს ტრეკუარტისტას

მასიმილიანო ალეგრისთან ახალი კონტრაქტის გაფორმება ფაქტიურად გადაწყვეტილია. სპეციალისტი წარმატებული სეზონის შემდეგ ხელმძღვანელობას შეხვდა და სხვა საკითხებთან ერთად სატრანსფერო პოლიტიკაზეც ისაუბრა. საგულისხმოა ის გარემოება, რომ მაქსი მაქსიმალურად ცდილობს გუნდში ფანტაზისტას მოყვანას, რომელიც უფრო მეტად მრავალფერონავს გახდის ბიანკონერის ასპარეზობას. ჟურნალისტების მტკიცებით ნომერ პირველ კანდიდატად ჩელსის ბრაზილიელი ლეგიონერი ოსკარი სახელდება.. მის მიმართ ინტერესი უკვე დიდი ხანია რაც მაროტას და კომპანიას გააჩნიათ, მაგრამ რამდენად შეელევა ოპტიმალურ ფასად ტრეკუარტისტას ლონდონური კლუბი რთული სათქმელია. დღეს, ესპანურმა AS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც იტალიის მოქმედი ჩემპიონი ისკოთი დაინტერესდა. როგორც ადგილობრივი ჟურნალისტები ამტკიცებენ არც თავად მოთამაშეა წინააღმდეგი კარიერა აპენინებზე განაგრძოს.

წყარო: tuttosport

14 thoughts on “ალეგრი ეძებს ტრეკუარტისტას

  1. ამასაც და ისკოსაც სულ გაშლილი ხელებით შევხვდები მარა , ბერარდი სულ დაივიწყეთ ხალხოო??? იუვე იმითაა გამოურჩეული რო მასეთი იუვენტინოებით გადიოდა ფონს….ამის პოზოციაზე ბერარდის მშვენივრად შეუძლია თამაში და ერთი შანსი უნდ ამიეცეს აუცილებლად

  2. აუ როგორი კაი ბიჭია ეს.ეს თუ მოვიდა როგორც მორატამ შეგვაყვარა თავი ისე იქნება ესეც.თუ არადა გვყავს ფერეირა ცოდოა ზამენაზე ჩემი აზრით კარგად ეხერხება ფეხბურთელებში ძვრომიალი გამთამაშებელს პასების გარდა ეგ თვისებაც უნდა ქონდეს.

  3. Bენიტეს ცენტრ ფორვარდზე სკამისთვის ლორენტე უნდაო :lool: :lool: ხოდა მივცეთ ლორენტე არტურო და უნიჭიერესი ისკო წამოვიყვანოთ ისკო მორატა დიბალა სასტიკ ტრიოს შეკრავენ სამომავლოდ მაგრამ ეს თუ არ მოხერხდა ოსკარიც დიდებული ვარიანტია :forza:

  4. ისე პოგბას შენარჩუნება თუ ვერ ხერხდება და ვერატისაც რეალი უნდა ცუდი არ იქნება პოგბა გაიცვალოს ისკო კოენტრაოში + მორატას კონტრაქტიდან ამოიგონ ის პუნქტი პერეს უყვარს ხმაურიანი ტრანსფრეი :chuvak:

  5. Mაროტამ ვიდალი შესთავაზას პონტში რეალს ხედირა იყიდეს ჩამშლელად დღეს ვიდალიც ჩამშლელი გახდა ჩნდება კითხვა რო იუვეს ვიდალის გაყიდვ უნდა ამავე დროს ბრუციანი ამბობს რო ბენიტესი კარგად იცნობს არტუროს და პარალეროლად მართალია მარკაში მარა იუვეს უკავშირებენ ისკოს ვითომ მოხდება გაცვლა? Vიდალი/ისკო თუ არადა ოსკარიც იდეაური ვარიანტია :forza:

  6. ისკოს ვინ გამოუშვებს, ეგრე ადვილად ვინ შეელევა მაგას )) ოსკარი კარგი ვარიანტია თუ გამოუშვებენ, ძაან ნიჭიერია

  7. ისკო ჯობია მე მგონი ისე ოსკარაც არ იქნება ცუდი ამ ორიდან ერთ ერთი რო დაითრიონ მართლა უძლიერესი ნახევარდაცვა გვეყოლება და როგორც კი შეთამაშდებიან ძნელი გასაჩერებელი და ძნელი გასავლელიც იქნება იუვეს ნახევარდაცვა :up: :forza: :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.