ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბიანკონერებმა ეროვნულ ნაკრებებში იასპარეზეს

ტურინის “იუვენტუსიდან” ეროვნულ ნაკრებებში გამოძახებულმა ფეხბურთელებმა მეგობრულ და ოფიციალურ მატჩებში მიიღეს მონაწილეობა.არტურო ვიდალისა და მაურისიო ისლას წარმატებაზე ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით უკვე შეიტყობდით, ახლა ევროპისკენ გადმოვინაცვლოთ.10 ივნისს შვეიცარიის ნაკრებმა ლიხტენშტეინი დაამარცხა დამაჯერებლად, 3-0, წითლების რიგებში ერთი ტაიმი ითამაშა შტეფან ლიხტშტაინერმა, მატჩის მეორე ნახევრის დასაწყისში გელსონ ფერნანდესმა შეცვალა.45 ითამაშა სამი ხედირამაც, თუმცა მისი ნაკრები აშშ – თან 1-2 დამარცხდა.გერმანელები კი იგებდნენ, მაგრამ ამერიკელებმა თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხეს და საბოლოოდ, იმარჯვეს კიდეც.დღეს სკუადრა აძურას შემადგენლობაში მოთამაშე იუვენტინოებს ხორვატიის ნაკრებთან მოუწევთ დაპირისპირება, ხვალ გერმანია გიბრალტარს დაუპირისპირდება, 14 ივნისს კი კოპა ამერიკაზე პირველ მატჩს არგენტინის ეროვნული გუნდი ჩაატარებს, რომელშიც რობერტო პერეირა და კარლოს ტევესი ასპარეზობენ.

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x