ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“სიტი” პოგბაში 80 მილიონს იხდის

გავრცელებული იფნორმაციის თანახმად, “მანჩესტერ სიტი” “იუვენტუსის” ნახევარმცველ პოლ პოგბაში 80 მილიონ ევროს იხდის. ნიჭიერი ფრანგის სახელს “სიტისთან” ერთად, დიდი ხანია უკავშირებენ მადრიდის “რეალის”, “ბარსელონას” და “პარის სენტ ჟერმენის” სახელსაც. იანვარში იუწყებოდნენ, რომ პარიზული გუნდი 70 მილიონ ევროს იხდიდა ნახევარმცველში, ახლა კი მისთვის “სიტი” 10 მილიონით მეტს ჩამოდის. 22 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღრებულება მისი აგენტის, მინო რაიოლას აზრით 100 მილიონი ევროა, “იუვენტუსი” კი, როგორც La Gazzetta იუწყება, პოგბაში 85 მილიონს ითხოვს.

წყარო: football italia

4 thoughts on ““სიტი” პოგბაში 80 მილიონს იხდის

  1. იმედი მაქ როცა წავა ბარსელონაში არ წავა კატასტროფულად მოძლიერდება ასე ბარსელონა თუ წასვლა იქნება მერე წავიდეს პესეჟეში ან თუნდაც სიტიში მაგრამ კიდე მინიმუმ 2 წელი შევინარჩუნოთ უნდა ეს ბიჭი :forza: :forza:

  2. იმისთვის რო შენში 100 მილიონი გადაიხადონ ბევრად მეტი უნდა დაამტკიცო მე თუ მკითხავ, ჯერ-ჯერობით პოგბა ასი მილიონი არ ღირს, მაგრამ შეიხებისთვის ეს თანხა არაფერია და სწორედ ეგ აფუჭებს დღევანდელ ფეხბურთს )) არც ბეილი ღირდა მაგდენი, ყველაზე რეალური რონალდუში გადახდილი თანხაა, იმსახურებდა ის კაცი და გაამართლა კიდეც..უნდა დარჩეს პოგბა, თუ ჭკუა აქვს უნდა დარჩეს და იუვეში დადგეს უფროდ დიდ ფეხბურთელად, სიტიში როგორ უნდა გადახვიდე გუნდს რომელსაც ფული აქვს თავზესაყრელად და რეალურ გეგმას ვერ იმუშავებენ განვითარების, იგივე ზუსტად პსჟ ))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.