ტევესის მომავალი ისევ გაურკვეველია
არგენტინული პრესის ინფორმაციით კარლიტოს ტევესი ბოკა ხუნიორსში კოპა ამერიკის დასრულებისთანავე გადაბარგდება. ხმები სამხრეთ ამერიკელი ფორვარდის სამშობლოში დაბრუნებაზე ჯერ კიდევ გასული სეზონის დასაწყისში ვრცელდებოდა, როდესაც ტურინული კლუბი ანტონიო კონტემ დატოვა და მის ნაცვლად მთავარ მწვრთნელად მასიმილიანო ალეგრი დაინიშნა. როგორც ჩანს ამ პერიოდში აგორებული ჭორები რეალობას მოკლებული არ ჰყოფილა. ჩემპიონთა ლიგაში განცდილი მარცხის შემდეგ ტევესის გარემოცვამ ახალ გამოწვევებზე დაიწყო საუბარი. ბოკას გარდა მისით პსჟ და ატლეტიკოც ინტერესდებიან. თავად კარლიტოსი კი მოკრძალებულ კომენტარს აკეთებს:“კონცენტრირებული ვარ მხოლოდ სანაკრებო ბატალიებზე. ჩემთვის ამ ეტაპზე მთავარია მაქსიმალურად დავეხმარო საკუთარი ქვეყნის გუნდს წარმატების მიღწევაში. მესი? ჩვენ კარგი მეგობრები ვართ”.
წყარო: tuttosport
აქ ხარ შენ აქ ვარ მეც ჯოვინკო 2 ის ბედს ერთად ვუყურებთ ნუ მე ამის ღრმად მწამს ძაძასთვის ჯობია ლაციოში წავიდეს შეიძლება რამე მაინც ითამაშოს როგორც ჯოვინკო ეგდო პარმაში არცერთ ევრიოპულ გუნდმა არ იყიდა და გდია ახლა ამერიკაში
აპაჩე დაგვაყენე საშველი ბოლობოლო თქვი შენი სიტყვა