ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ძაძასთან ერთად იუვეს ბერარდიც სურს

ბოლო პერიოდში ბევრი რამ დაიწერა დომენიკო ბერარდის და სიმონე ძაძას თაობაზე. როგორც ჩანს მაროტა და კომპანია ლაპარაკის ნაცვლად მოქმედებებზე გადავიდნენ. გუშინ, მილანში შედგა შეხვდრა სადაც ერთმანეთს იუვეს და სასუოლოს პირველი პირები ესწრებოდნენ. საქმე მოკრძალებული კლუბის ორ წარმატებულ ფორვარდს ეხება, რომლებმაც მიმდინარე სეზონში 26-ჯერ მოახერხეს თავის გამოჩენა.

ამ საქმეში მთავარი არის კლუბის სურვილი. როგორც ჩანს მაროტა თავდაპირველად ძაძას ტრანსფერს განიხილავდა, მაგრამ ალეგრის დაჟინებულმა მოთხოვნამ ბიანკონერის გენერალურ დირექტორს ბერარდის საკითხის განხილვაც აიძულა. მასთან დაკავშირებით სიტუაცია ასევე არ არის პრობლემატური.. იტალიის მოქმედ ჩემპიონს ნიჭიერი შემტევის კონტრაქტის 50%-ს ფლობს. თუ გავითვალისწინებთ ამ ორ კლუბს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას მაშინ კომპრომისის მონახვა არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას..

საორიენტაციო სატრანსფერო ღირებულებად 30 მილიონი ევრო სახელდება.. ეს ეხება ორივე ფორვარდის სანაცვლოდ გადახდილ თანხას. თუმცა, მაროტას იმედი აქვს, რომ სასუოლო მათი რამდენიმე ნიჭიერი ახალგაზრდით დაინტერესდება რითაც ღირებულება შემცირდება მცირედით. ერთ-ერთ ასეთ ფეხბურთელად სახელდება კინგსლი კომანი..

მხარეები ერთმანეთს მომავალ კვირაში შეხვდებიან და უკვე მას შემდეგ გახდება ცნობილი თუ როგორი სცენარით წარმართავენ მოლაპარაკებებს კლუბები..

წყარო: TuttoSport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
9 years ago

ძაძა თუ იუვეს დონის არაა მაშინ დიაბალა პრო ვერჩელეს დონისაც არ ყოფილა

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ნუ ლუჩიანო მოჯის გარეშეც ვიცოდი მარა მაგ კაცმაც თქვა რო დიბალა საუკეთესო ახალგაზრდაა და არც გახსენებია შენი ძაძა შენ ვისზეც თქვი კაიაო 90 % ჭაობია ჯოვინკო დე ჩელიე მარონე იმობილე ყველა ერთი სანაგვეა რო შეკრა და 90 % ვარ დარწმუნებული რო ძაძაც მათ შეუერთდება მაგრამ იმედი ვიქონიოთ ვცდები აი ბერარდის კიდე მჯერა :forza:

9 years ago

ძაძა უკვე ისეთ ასაკშია უნდა ბრდღვნიდეს ყველაფერს.. მაგრამ ვერ გაიხსნა ბოლომდე, აქა-იქ კი გაიბრწყინებს ხოლმე მაგრამ მეც ვფიქრობ რო იუვენტუსის დონის არ არის

mamuka iosava
9 years ago

შანსს ალბათ ორივე იმსახურებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი ძაძა არ არის იუვეს დონის…ჩემ იაზრით ყველაზე ოპტიმალურ იიქნება ძაძას 50% დათმონ და ბერარდის მიიღონ…ფულის დამათებაც არ დაჭირდებათ…ეჰ წავედი ოცნებებში :))))))

A.DP
9 years ago

ბერარდის იმედი უფრო მაქვს. დარმიანიც მინდა მაგრად. იმედია მოიყვანენ. :juvee:

Gio Darja
9 years ago

აუცილებლად ორივე იმსახურებს შანსს იუვეში, ამათმა ერთად ( ნუ კიდევ რამდენიმე მოთამაშის გამოყოფა შეიძლება ) აქციეს სასოულო საშუალო დონის გუნდად და იმდენი გააკეთეს, რო ერთი სეზონი მაინც უნდა ენდოს ალეგრი და მისცეს თავის გამოჩენის საშუალება ))

forza bianconeri
9 years ago
Reply to  Gio Darja

:up: გეთანხმები ორივე იმსახურებს შანსს როგორც როგორც მორატა გამოდიოდა შეცვლაზე და რა ფეხბურთელი დადგა 1 სეზონში. იმედი მაქვს ერთ-ერთი მაინც გაამართლებს :forza:

პიერო 10
9 years ago

zaza ar minda :blin:

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x