ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რუგანის აგენტი: ” “იუვენტუსს” არ უნდა რუგანის ხელიდან გაშვება “

დანიელე რუგანიმ, “იუვენტუსის” მფლობელობაში მყოფმა და ამჟამად “ემპოლიში” განათხოვრებულმა ცენტრალურმა მცველმა გასული სეზონი შესანიშნავად ჩაატარა, ითამაშა რა ყველა მატჩი, არ მიუღია არცერთი გაფრთხილება და შეიტანა უდიდესი წვლილი მისი გუნდის წარმატებაში. დღეს ეს მცველი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა და უკვე იწვევს კონტინენტის საუკეთესო კლუბების ინტერესს. ასეა თუ ისე, მისი უფლებათა პაკეტი “იუვენტუსის” მფლობელობაშია და, როგორც მისი აგენტი, დავიდე ტორკია ამბობს, მასთან შელევას არც მომავალში აპირებენ: ” “იუვენტუსს” უნდა რუგანიზე კონტროლი შეინარჩუნოს. “ბიანკონერი” არ განიხილავს არცერთ წინადადებას მისი გაყიდვის ან არენდით გასხვისების თაობაზეც კი. ინტერესი გამოიჩნა “ნაპოლიმაც”, მაგრამ ტურინელთა პოზიციის გამო, ნაკლებ სავარაუდოა 20 წლის ფეხბურთელმა ნეაპოლში განაგრძოს ასპარეზობა. ” -აცხადებს ტორკია.

წყარო: tuttojuve.com

4 thoughts on “რუგანის აგენტი: ” “იუვენტუსს” არ უნდა რუგანის ხელიდან გაშვება “

  1. ეს არის იუვეს ყველაზე მაგარი ახალგაზრდა )) არა ბერარდი და ზაზა )) რუგანი უძლიერესი მცველი იქნება )) და გააგძელებს კანავარო ნესტა მალდინისს ) გზას )

    1. მეც მეგის იმედი მაქვს.. უნდა დააბრუნონ და ძირიტადში ათამაშონ, იტალიის მომავალია ეს ბიჭი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.