“იუვენტუსის” ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებებში
მორიგი მატჩები გაიმართა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე.ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა გასვლაზე ბელარუსის ეროვნული გუნდი დაამარცხა მინიმალური სხვაობით, ფურია როხას შემადგენლობაში სრული 90 წუთი ითამაშა ალვარო მორატამ, თუმცა გოლი არ გაუტანია.პირენეელებს 15 ქულა აქვთ და C ჯგუფში მეორე პოზიციას იკავებენ.”სასტვენიდან სასტვენამდე” ითამაშა შტეფან ლიხტშტაინერმაც, რომლის შვეიცარიამაც ლიტვის დამარცხება შეძლო სტუმრად, 1-2.დასავლეთ ევროპელები 12 ქულით E ჯგუფში მეორე ადგილზე იმყოფებიან.გუშინწინ ამხანაგური მატჩი გამართა საფრანგეთის ეროვნულმა გუნდმა, რომელიც სენსაციურად ალბანეთთან დამარცხდა 1-0.დიდიე დეშამმა ერთი ტაიმი დაუთმო პოლ პოგბას, ვეტერანმა პატრის ევრამ კი მატჩი სრულად ჩაატარა.
d a v i d
დავით გაიხარე, ზაფხულია და ამ შუადღეს სახლიდან გარეთ არ გავდივარ, თავისუფალი დრო გამოჩნდება თუ არა ვწერ, ბოლო დღეებში სერიოზული პროგრესი აქვს საიტს და იმედი მაქვს ეგრე გაგრძელდება )) კომენტარები, გაზიარებები ჩვენთვის მნიშვნელოვანია
Gამახარე და დაწერე რო იუვენტუსმა ოსკარი შეიძინა
მოკლედ დარჯა არ გვასვენებს ერთი წამითაც, ყოველ 10-20 წუთში შემოვდივარ ახალი სტატია ეძრობა
შენ გაიხარე მეგობარო ესე რო გვანებივრებ სტატიებით!!! 
ალვარო ალბათ უალტერნატივოა ესპანეთში. კოშტასნაირი მოღალატეები ნაკრებში ვერ გაქაჩავენ…