ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მანჯუკიჩის ტრანსფერი ტევესის მოლოდინშია..

იტალიური მასმედიის მტკიცებით ბიანკონერიმ ფაქტიურად გაიფორმა მარიო მანჯუკიჩი. გარიგებას აფერხებს, მხოლოდ კარლოს ტევესის ფაქტორი. სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი ვერა და ვერ ჩამოყალიბდა საკუთარი მომავლის თაობაზე. მიუხედავად ამისა ტურინელებმა მიაღწიეს შეთანხმებას ჯერ ხორვატ ფეხბურთელთან, რომელსაც 4 წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ, ხოლო წლიურად 3.5 მილიონ ევროს გადაუხდიან. რაც შეეხება უშუალოდ მადრიდულ კლუბს, როგორც აპენინელი ჟურნალისტები იუწყებიან მაროტამ მათთანაც მოახერხა საერთო ენის გამონახვა. ტურინელებს ხორვატი ფორვარდი 15 მილიონი ევრო დაუჯდება.

წყარო: TuttoJuve

3 thoughts on “მანჯუკიჩის ტრანსფერი ტევესის მოლოდინშია..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.