ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ-ცხელება ( 17 ივნისი )

სკაი სპორტი ტურინის “იუვენტუსის” სატრანსფერო სვლების შესახებ ახალ ცნობებს ავრცელებს.უპირველეს ყოვლისა, გასარკვევია კარლოს ტევესის საკითხი, რომლის გადაწყვეტილების შესახებაც კვირის ბოლოსკენ უნდა გახდეს ცნობილი.აპაჩეს აბარგების შემთვვევაში, მისი პირველი ალტერნატივა მარიო მანძუკიჩია, რომელთანაც ფაბიო პარატიჩის პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული აქვს და დარჩენილია მხოლოდ მოლაპარაკებები მადრიდელებთან.დიდი ალბათობით, “იუვეში” დარჩებიან ანდრეა პირლო და პოლ პოგბა, მაესტრო კიდევ ერთი წლის განმავლობაში მოირგებს შავ-თეთრ მაისურს, ფრანგის გასხვისება კი ჯუზეპე მაროტას არ სურს და სავარაუდოდ, არც ფრანგი მოისურვებს ტურინის დატოვებას.დაახლოებით 27 მილიონ ევროდ ბებერი ქალბატონი გამოისყიდის დომენიკო ბერარდის და სიმონე ძაძას, 23 წლის ფორვარდი მომავალ სეზონს მასიმილიანო ალეგრის გუნდში დაიწყებს, 21 წლის ვინგერი შესაძლოა კვლავ “სასოულოში” დაბრუნდეს არენდის წესით, თუმცა ეს უფრო მოგვიანებით უნდა გადაწყდეს.ანჯელო ოგბონასა და ლუკა მარონეს შემდეგ “ბოლონია” მარკო სტორარითაც ინტერესდება, სერია ა – ში დაწინაურებული კლუბი 38 წლის იტალიელს ძირითად შემადგენლობაში თამაშს პირდება.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giorgi nefaridz
9 years ago

ტევესის წასვლა და მანძუკიჩის მოსვლა დაასუსტებს შეტევას, ტევესი ხშირად ჩადიოდა უკან და გამთამაშებლობასაც ითვისებდა :forza:

A.DP
9 years ago

+1 მან მანძუკიჩის იმედი არც მე არ მაქვს.

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Vნახოთ მონაკოსთან ლორენტესთან დაკავშირებით მიდის მოლაპარაკებები და ბრუციანს მარტიალი ფაბიანო სურს პოგბა თუ მართლა დარჩა და დიდი მადლობა მას თუ წავიდა მაშინაც ვუქომაგებ :forza: :love:

besiki777
9 years ago

სად ტევესი და სად მანჯუკიჩი როგორ შეცვლის ვერ ვხვდები. ეს ბერარდი და ძაძა რათ გვინდა. ოსკარი კარგი იქნება.

A.DP
9 years ago

ჩემი აზრით პირველ რიგში დარმიანი უნდა მოვიყვანოთ. ოსკარს და ისკოს შორის პირველი უფრო რეალურია. რაც შეეხება ბერარდის და ძაძას სავარუდოდ ორივეს მოიყვანენ. მე ბერარდი უფრო მომწონს. :juvee:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x