ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ძაძა დიახ, ბერარდის საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია..

tuttosport-ის ინფორმაციით სასუოლოს და იუვენტუსის პირველი პირების შეხვედრამ სასურველი შედეგი გამოიღო. მხარეებს უნდა გადაეწყვიტათ სიმონე ძაძას და დომენიკო ბერარდის მომავალი. ცენტრ ფორვარდთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია და ძაძა მომავალ სეზონს ტურინში გაატარებს. რაც შეეხება ბერარდის.. მაროტა გამოისყიდის ფეხბურთელს, რომელიც აწი უკვე სრულად იქნება ბიანკონერის საკუთრებაში, თუმცა მომავალ სეზონს ისევ მოკრძალებულ კლუბში გაატარებს. კომრომისი ორ მეგობრულად განწყობილ მხარეს შორის სწორედ ზემოთხსენებულმა სვლამ განაპირობა. საუბრობენ ასევე იმ ფაქტზე, რომ სასუოლო თავდაპირველად მოთხოვნილ 30 მილიონ ევროს გარკვეულ თანხას დააკლებდა. ოფიციალურ განცხადებას უნდა ველოდოთ უახლოეს პერიოდში.

პ.ს. უახლესი ინფორმაციის თანახმად, მაროტა მაინც ცდილობს ბერარდის გადმობირებას ტურინში უკვე მოახლოებული სეზონისთვის. გენერალური მენეჯერი მთავარი მწვრთნელის დაჟინებული თხოვნიდან გამომდინარე მაქსიმუმს იღებს დომენიკოს შეძენისთვის.

წყარო: tuttosport

3 thoughts on “ძაძა დიახ, ბერარდის საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.