ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “მანჯუკიჩი მისი ხასიათის გამო შევარჩიეთ”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი მარიო მანჯუკიჩს მიესალმება და გასულ სეზონს აჯამებს : “მნიშვნელოვანი სეზონი იყო, გული დამწყდა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე, სხვა საწუწუნო არაფერი გვაქვს, სამწუხაროდ, ბარსელონა ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდა.პირველი გოლის ეპიზოდში მეტი ყურადღებით უნდა გვეთამაშა დაცვაში, პირველ ტაიმში კი მეორე გოლი რომ არ გავუშვით, ჯიჯი ბუფონის დამსახურებაა.ტრანსფერები ? – ნებისმიერ ახალწვეულს შეუძლია კარგად იასპარეზოს, გუნდში ადგილი ყველასთვის გვაქვს.რამდენიმე ტურნირზე ვასპარეზობთ და ბევრი ფეხბურთელი დამჭირდება.ტევესის ადგილი უნდა შევავსოთ, მანძუკიჩის ტრანსფერი მალე დადასტურდება, ჩვენ გვყავს სიმონე ძაძა, კინგსლი კომანი, ალვარო მორატა და პაულო დიბალა – ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები.ვფიქრობ, სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს “იუვეში” იქნება 10 მოთამაშე, რომლის დაბადების წელი 1990 ან მეტი იქნება.”

“მანჯუკიჩი ? – ყველა ჩემპიონატში, სადაც მან ითამაშა, გოლების გატანა შეძლო, განსაკუთრებით გამოვრჩევდი მის მებრძოლ ხასიათს.მარიო გავიფორმეთ იმიტომ, რომ მისნაირი მოთამაშეები გვჭირდება, მაღალი დონის ფეხბურთელია და ძალიან მოხარული ვარ.შეძლებისდაგვარად ვაკომპლექტებთ შემადგენლობა, შეიძლება გვქონდეს ფული, მაგრამ კლუბმა არ მოისურვოს გაყიდვა, ასეთ შემთხვევაში ერთი მილიარდიც კი უსუსურია.ვინგერი 4-3-3 ტაქტიკისთვის ? – ვაკვირდებით ისეთ მოთამაშეებს, რომელთა გამორჩეული თვისებები გვიზიდავს.პირლო თავად გადაწყვეტს, დარჩება კლუბში თუ კარიერას საზღვარგარეთ განაგრძობს, მომავალ სეზონშიც იგი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება.იუვენტუსს პოგბას გაყიდვა არ სურს, დიდ როლს ითამაშებს მოთამაშის სურვილი.პოლთან ვისაუბრე და როგორც მითხრა, ჩვენთან დარჩენა სურს.პოგბა ახალგაზრდაა და იუვენტუსი მისი განვითარებისთვის ყველაფერს გააკეთებს.”

წყარო : Football Italia

11 thoughts on “ალეგრი : “მანჯუკიჩი მისი ხასიათის გამო შევარჩიეთ”

  1. მატრი არ გამოისყიდა იუვენტუსმა და მილანში ბრუნდება, როსონერის საკუთრებაა და არენდით იყო ჯერ ჯენოაში, მერე ჩვენთან ) ტევესის დაბრუნება 99 პროცენტით გადაწყვეტილია ბოკაში, ლიორენტეს უშვებენ, ან ვალენსიაში ან მონაკოში, შეიძლება სევილიაშიც ) კომანი დარჩება თუ არენდით წავა რომელიმე გუნდში ეგაა გადასაწყვეტი

    ძაძა გყვავსო რადგან თქვა ალეგრიმ ე.ი სიმონეს დაბრუნება გადაწყვეტილია )) ბერარდიზე ჯერ კიდევ მიდის საუბრები, თუ ტრეკვარტისტას არ მოიყვანენ ალბათ ბერარდის დაიტოვებენ ეგრე მგონია, თუ არადა მომავალ სეზონშიც ალბათ ითამაშებს სასოულოში დომენიკო

  2. რა ჯანდაბად გვინდა ამდენი თავდამსხმელი, სკამზე უნდა დავალპოთ? მანძუკიჩი, მორატა, დიბალა, კომანი, მატრი, ძაძა, ლორენტე (ბოლო ორი ალბათ წავა, მაგრამ მაინც ბევრი გამოდის). ამას ჯობდა ლიხშტაინერის და ევრას პოზიციაზე გვეყიდა ვინმე

  3. მორატა,დიბალა,მანძუკიჩი, კომანი და ძაძა 5 შემეტევი გამოდის. ეხლა დროა დაცვის ფლანგებს მივხედოთ. :juvee:

  4. პოლ კაცური კაცი ხარ :forza: :forza: :vashaa: ვნახოთ ძაძა რასს იზავს თუ გაამართლა ხო კაი ეტყობა რო ბერარდს აღარ მოიყვანენ წელს თუ რატო არ ახსენა საერთოდ? ოსკარი პასტორე რომელიმეს იმედს ბ ოლომდე არ დავკარგავ მაინც :yeah: :chuvak:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.