ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ბოკას” წარმომადგენლებს იტალიაში ელიან

კვირას იტალიაში “ბოკა ხუნიორსის” წარმომადგენლებს ელიან, რომლებიც მოლაპარაკებებს გამართავენ ტურინის “იუვენტუსთან” კარლოს ტევესის ტრანსფერთან დაკავშირებით.არგენტინელ ფორვარდს სამშობლოში დაბრუნება სურს და როგორც სჩანს, ფეხბურთელის სურვილის წინააღმდეგ წასვლას არც ბიანკონერები აპირებენ, საქმე იმაშია, რა ფასად დათმობს ჯუზეპე მაროტა აპაჩეს.მანჩესტერ “სიტის” ყოფილ კაპიტანს ბებერ ქალბატონთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით კი, “იუვენტუსი” ტევესს 5 მილიონ ევროდ აფასებს.”ბოკას” მთავარი ამოცანაა ის, რომ 31 წლის შემტევი საკონტრაქტო ვალდებულებებისგან გათავისუფლდეს, თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღოს და უსასყიდლოს შეუერთდეს ხენეიზესებს.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vifrinot juvestan ertad

ერთი რამ ვერ გამიგია, 5 მილიონზე მეტი რატომ არ უნდა ღირდეს სერია ა-ს ერთერთი საუკეთესო ბომბარდირი და იუვენტუსის ლიდერი, 31 წელი არც ისე ბევრია, დარწმუნებული ვარ კარლიტო 3-4 წელს ისევ ისე ითამაშებს, ჩემი აზრით მინიმუმ 10 მილიონი მაინც ღირს

A.DP
9 years ago

მადლობა ყველაფრისთვის კარლოს :juvee: წარმატებებს გისურვებ.

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x