ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტამ შეათანხმა მანჯუკიჩის ტრანსფერი..

იტალიური პრესის ინფორმაციით ჯუზეპე მაროტამ უკვე გამართა მოლაპარაკებები მადრიდულ მხარესთან მარიო მანჯუკიჩის ტრანსფერის თაობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ კარლიტოს ტევესის საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია და იგი ბოკა ხუნიორსში დაბრუნდება, ტურინელებმა სწრაფი სვლები გააკეთეს სატრანსფერო ბაზარზე სამხრეთ ამერიკელის ჩასანაცვლებლად. გარიგების თანახმად იტალიის მოქმედ ჩემპიონს ხორვატი ფორვარდის სანაცვლოდ 18 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. საუბარი ეხება ასევე გარკვეულ ბონუსებს, რომლებიც დაიფარება იმ შემთხვევაში თუ კი ტურინელები გარკვეულ წარმატებას მიაღწევენ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. თავად ფეხბურთელთან 2019 წლამდე გაფორმდება ხელშეკრულება და წლიურად 4 მილიონი ევროთი შეივსებს ბიუჯეტს. პაულო დიბალას, სემი ხედირას და როგორც აპენინელი ჟურნალისტები გვიმტკიცებენ სიმონე ძაძას შემდეგ ეს იქნება ტურინელთა მორიგი შენაძენი.

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Bერარდის დატოვებენ მგონი კიდე ევროპაზე უნდა წასვლა და თვითონაც არ გარისკავს მგონი

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Fორვარდი რაღათ გვინდა მომავლისთვის კაი იქნება მარტიალი ლორენტეს ტრანსფერში ჩართონ და 1 წელი ისევ მონაკოში დატოვონ აი ფლანგის მცველი გვინდა :forza:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Mარად და ყველგან ფორცა იუვე უახლოეს დღეებში ფაბინიოს გაოფიციალურებას ველოდები და პასტორე ოსკარიდან ერთს მაინც ჯოზემ 30 ლიონად მვანე აანთო ბრუციკომ 27დიო ამ მომენტისთვოს ისე კი მონაკოდან მარტიალიც მინდა და ლორენტე მივცეთ :chuvak:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Mადლობა მწერლებს ამ შუა ღამითაც რო მუშაობთ ზოგიერთი იუზერის უაზრო უსაფუძვლო უკმაყოფილების უბრალოდ არ მესმის აქ იდება ყველაფერი და რაც მთავარია ხარისხიანად!!! :forza:

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x