ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მონაკოს ლორენტეს შეძენა სურს

ჯუზეპე მაროტა აქტიურად მართავს მოლაპარაკებებს ფრანგულ “მონაკოსთან” ფერნანდო ლორენტეს გასხვისების თაობაზე. ბასკი ფორვარდი, როგორც ჩანს აღარ შედის მასიმილიანო ალეგრის სამომავლო გეგმებში და ამიტომაც კლუბი მაქსიმალურად ეცდება რაც შეიძლება სარფიანად გაყიდოს ტანმაღალი მოთამაშე. უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, მაროტა/პარატიჩის დუეტმა თავდაპირველად 20 მილიონ ევროდ შეაფასეს ნანდო, თუმცა ფრანგები მხოლოდ 15-ზე არიან თანახმანი. პლიუს ამასთან მონაკო მზად არის ლორენტესთვის წლიურად 4.5 მილიონი ევრო გაიღოს ანაზღაურების სახით. თავად ბასკი დიდად აღფროთვანებული არ იქნება საფრანგეთში გადაბარგებით, რადგან მეტად სევილიას ვარიანტი ესამპატიურება. მაგრამ მათ არ ძალუძთ ისეთივე მიმზიდველი წინადადების შეთავაზება რა რესურსიც არის მონაკოს ხელთ. თუ ფეხბურთელი დაიყოლიეს გადასვლაზე, მაშინ გარიგება შედგება უახლოეს პერიოდში.

წყარო: tuttosport

27 thoughts on “მონაკოს ლორენტეს შეძენა სურს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.