ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მონაკოს ლორენტეს შეძენა სურს

ჯუზეპე მაროტა აქტიურად მართავს მოლაპარაკებებს ფრანგულ “მონაკოსთან” ფერნანდო ლორენტეს გასხვისების თაობაზე. ბასკი ფორვარდი, როგორც ჩანს აღარ შედის მასიმილიანო ალეგრის სამომავლო გეგმებში და ამიტომაც კლუბი მაქსიმალურად ეცდება რაც შეიძლება სარფიანად გაყიდოს ტანმაღალი მოთამაშე. უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, მაროტა/პარატიჩის დუეტმა თავდაპირველად 20 მილიონ ევროდ შეაფასეს ნანდო, თუმცა ფრანგები მხოლოდ 15-ზე არიან თანახმანი. პლიუს ამასთან მონაკო მზად არის ლორენტესთვის წლიურად 4.5 მილიონი ევრო გაიღოს ანაზღაურების სახით. თავად ბასკი დიდად აღფროთვანებული არ იქნება საფრანგეთში გადაბარგებით, რადგან მეტად სევილიას ვარიანტი ესამპატიურება. მაგრამ მათ არ ძალუძთ ისეთივე მიმზიდველი წინადადების შეთავაზება რა რესურსიც არის მონაკოს ხელთ. თუ ფეხბურთელი დაიყოლიეს გადასვლაზე, მაშინ გარიგება შედგება უახლოეს პერიოდში.

წყარო: tuttosport

27 thoughts on “მონაკოს ლორენტეს შეძენა სურს

  1. არა ძმაო მანძუკია 10 თავით ჯობია ლორენტეს, დარტყმა გინდა სისწრაფე გინდა და გახსნა გინდა სამივე კომპონენტში 10 თავით ჯობია ძმაო, თან ცივსისხლიანია ვიდრე ის დონდლო ლორენტე, ტიპი დაუღალავია ტო და კაი ტრანსფერია ეს ბიჭებო, გრძელი სეზონისთვის შესანიშნავია შენაძენიააა :forza: :forza: :forza:

  2. აუუუ ადრე რო ვამბობდი 15 მაინც თავისუფლად გავყიდით თქო და არავის ჯეროდა აი :lool: :lool: რა 20 მაროტ გაუშვი 15-ად და მორჩება

  3. ვა ეგ ძალიან კარგი აბა არც არაფერი გვაქვს სანერვიულო, მხოლოდ პოგბა ვიდალი არ გაუშვან ესაა მთავარი ეხლაა

  4. მაროტამ არც კი განვიხილავ რუგანიზე წინადადებებსო )) დაიწყებს 99%-ით ჩვენთან სეზონს. თან ოგბონას წყალი აქვს შემდგარი და სავარაუდოდ დაემშვიდობებიან მალე

  5. ისე ევრას და ლიხშტას შემცვლელებს რატომ არ ეძებეენ? ან ვინ უნდა შეცვალონ ლიხტა მთელ სეზონს წელს ვერ ითამაშებს ტიპი გამოფიტული იქნებაა

  6. ისე ერთი რეალის პიჯონებს დაერეოდეს ვინმე :lool: მაქედან ერთი რამოსი გაიწევს სხვა იმენნა ჩაიფსამს :lool: აუ რა იგუაინი ღადაოობ, საიდან მოგაქვს გოალ.გე ვერ არიან კარტგად ეგენი ისეთებს წერენ როო :lool:

  7. Kონტეს 1 ისეთი – აქ რო როგორც მწვრთნელი არ მომწონს კონტეს მოგებული ტაქტიკური დუელი მე ჯერ ვერ წარმომიდგენია არადა მოკლე ტურნირებზე სწორედ ასე ხდება :chuvak:

  8. yamanaka says:
    ყველაფერს ემთხვევა ჩვენი აზრები იუვესთან მიმართებაში ერთის გარდა :lool: არა ძმაო კონტემ რაც გააკეთა მაგას ყველა ვერ შეძლებდა, დიდი ტაქტიკოსი ვერაა ეგეც ვიცი მარა აი რარაცა აქვს აი ჯილკა რა , მაგის გამო თამაშობდნენ ფეხბურთელები, აი მოედანზე რომ არის მწვრთნელი მაგრად მევასება რაა

  9. აბა რა ფეხბურთელებს ტენის ხალხს ტოო, :lool:
    ისე მარიოს ისეთი გვარი აქვს მეგრელი უნდა გავხადო და იყოს მანძუკია, ნუ ესეც დიდი არაფერია მარა იმას კი ჯობიაა :lool:

  10. Vინც ბრუცოს არ აფასებს იმას იუვეს წარმატება არ უხარიარა ეს გუნდი სწორედ ბრუცომ შეკრა მიზერული ფინანსებით და მან ააშენა მადლობა კონტეს მაგრამ ბრუცოს დროს ჩემი ღრმა რწმენით დელ ნერიც დადებდა ამ შედეგს ამ იუვეს მამოძრავებელი ტვინი სწორედ ჩვენი ბებერი მელა ბეპიტოა :chuvak: :yeah: :forza: :vashaa: :love: :oldman: :juventus: :juventus:

  11. და მატრის გასაღება არ გახსოვთ? )) 10 თუ 13 მილიონი )) არენდით რომ გვყავდა კიდევ ისევ მილანი უხდიდა ხელფას ))

    მაროტა ჩუვაკია :chuvak:

  12. ეს თუ 15 მილიონად გაყიდა იმ მელამ საღოლ რაა, არადა ტიპი იმენნა მართლა ტრანსფერების მამად ყალიბდება და აქ ზოგს მაგრად არ ევასება და გინებაში ყავთ. დააცადეთ ერთი 3 წელი და მოჯი მიმიქარავს ისეთ ტრანსფერებს გააკეთებს, საღოლ ბრუციანოოო :forza: :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.