ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სტურარო : “ბოდიშს ვიხდი მომხდარის გამო”

იტალიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა შვედეთთან ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი წააგო, სტეფანო სტურარომ კი არასპორტული საქციელისთვის წითელი ბარათი მიიღო.ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა პრესსკონფერენციაზე საჯაროდ მოიხადა ბოდიში : “აქ მოვედი იმიტომ, რომ საჯაროდ მოვიხადო ბოდიში, თანაგუნდელებს უკვე ვთხოვე პატიება და იმედი მაქვს, ისინი გამიგებენ.ჩემი საქციელი მიუღებელი იყო, მითუმეტეს, მე იტალიის ნაკრების მაისურს ვატარებდი.პირველ მატჩში მარცხი ძალიან განვიცადე, სამი ქულის მოპოვების შესანიშნავი შანსი გავუშვით ხელიდან.ძალიან გამიხარდა, როცა იუვეს სპორტული დირექტორისგან მივიღე მესიჯი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი შეცდომა თავად გამოვასწორო.”

წყარო : Football Italia

4 thoughts on “სტურარო : “ბოდიშს ვიხდი მომხდარის გამო”

  1. ჯერ ისე ხო ვერ ითამაშა, მერე იდიოტური საქციელი.. ეხლა იდექი და იხადე ბოდიშები ორი წლის ბავშვივით ))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.