ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარადონა: “კეთილი იყოს შენი დაბრუნება, კარლიტოს “

კარლოს ტევესის “ბოკა ხუნიორსში” ტრანსფერი არგენტინაში უკვე გადაწყვეტილად მიაჩნიათ. ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტიურად იწერება, რომ ეს საქმე წინ-წინ მიიწევს და უახლოეს დღეებში ოფიციალურადაც დადასტურდება. “იუვენტუსის” ფორვარდის სატრანსფერო პერიპეტიებს დიეგო მარადონაც ეხმიანება და საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს: ” კეთილი იყოს შენი დაბრუნება, კარლიტოს“. არადა, სულ ცოტა ხნის წინ მარადონამ განაცხადა “ტევესი ნამდვილი არგენტინელი არ არის, ნამდვილი არგენტინელები ტურინში არ თამაშობენო”. დიეგოს ფავორიტი “ნაპოლის” არჩევის გამო, ალბათ, გონსალო იგუაინი უფროა. ასეა თუ ისე, უკვე თქმული აღარ გადაითქმება და ალბათ (მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოში დაბრუნება თავად ტევესსაც სურს) მის ამჟამინდელ პოსტს აღარც კარლიტოსი შეხვედრია აღფრთოვანებით.

წყარო: tuttojuve.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juve-10
9 years ago

რა შუაშია ეხლა ის რო 10-იანი ვერ გაამართლა კარგით რაა)) კაცი კარიერის დასასრულს მოვიდა გუნდში და რამხელა შედეგი ქონდა და როგორ დაეხმარა გუნდს ტო! და ეხლა 2 წელიწადში ლეგენდა ვერ გახდებოდა)) საჭიროა ამის შემცვლელი აუცილებლად! ოღონდ მანჯუკიჩი არ ითვლება სხვა ვინმე ტექნიკური და სწრაფი გვინდა

lasha naxucrishvili
9 years ago
Reply to  juve-10

შენ ეგა თქვი რა.ტევესის პირდაპირი შემცვლელი დიბალაა (ნუ მის პოზიციაზე ეგ თამაშობს) მართალია ჯერ ისეთი ბრწყინვალე არაა მაგრამ ნიჭიერი ბიჭი ჩანს ვნახე მაგის თამაშები ბევრჯერ ტექნიკა და სისწრაფე ნამდვილად აქვს :) გარანტირებული ძირითადი რა თქმა უნდა არავის აქვს :)))

lasha naxucrishvili
9 years ago

ვინც ამის შრომა ვერ დააფასა მთელი ამ მხნის განმავლობაში ნიშნავს რომ იუვეს თამაშებს სულ ტყუილად უყურა.დიდი მადლობა მას რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა.

DRUGHI
9 years ago

ufasod rato ushveben ????

vaxjuve
9 years ago

წავიდეს წავიდეს მადლობა მაგრამ 10 ნომერი მაინც ვერ დაიმსახურა და მიხვდა ალბათ…………მიხვდა რო მარტო რაღაც გოლების გატანას არ ნიშნავს იუვეს 10 ნომერი…ის გაცილებით მეტია………ბევრი იტყვის ფეხბურთში გოლებზე მეტი რაღააო მაგრამ ან იუვე არ იცის იმან და ან კიდევ ფეხბურთი

Kva Shi
9 years ago

მარადონა წადი შენი რაა, გადააბით შენ და ნაპოლი ერთმანეთს
რაც შეეხება ტევეზ მადლობა ყველაფრისთვის ჯიმა, კაი კი იქნებდა 1 წელი რომ დარჩენილიყავიი მაგრამ რას ვიზამთ

lexo doreuli
9 years ago

გასაგებია, რომ დიდი წვლილი შეიტანა გუნდის წარმატებაში და ძალიან დაეხმარა იუვეს, მაგრამ უფასოდ რატომ უნდა გაუშვან, არ მესმის

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ნახვამდის და მადლობა ვინც შენ ღვაწლს ვერ აფასებს ფეხბურთში ვერ ერკვევა ბოლობოლო სერია Aს საუკეთესო მოთამაშე გახდი თავის დროზე პრემიერლიგისიც საკლუბო დონეზე ყველაფერი მოიგე აპაჩე სანაკრებო დაგრჩა :chuvak:

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x