ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” იოვეტიჩისთვის იბრძოლებს

ტურინის “იუვენტუსი” სტეფან იოვტიჩისთვის ბრძოლაში ჩაერთო.იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მასიმილიანო ალეგრის 25 წლის ჩერნოგორიელი ტრეკვარტისტას პოზიციაზე მოსწონს და ჯუზეპე მაროტა მის დამატებას ყველანაირად ეცდება.შეხვედრა ბებერი ქალბატონისა და მანჩესტერ “სიტის” ხელმძღვანელებს შორის მომავალ კვირაშია ჩანიშნული, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს მხარეები მოლაპარაკებებს ოფიციალურად წამოიწყებენ.შეგახსენებთ, რომ ბიანკონერები იო-იოს ხელში ჩაგდებას მანამაც ცდილობდა, სანამ ფეხბურთელი ნისლიან ალბიონზე გადაბარგდებოდა, თუმცა მაშინ “ფიორენტინამ” “იუვენტუსთან” საქმის დაჭერა არ მოინდომა.სტეფან იოვეტიჩის გუნდში მოსვლის შემთხვევაში ფაქტობრივად გამოირიცხება დომენიკო ბერარდის ტურინში დარჩენა, იგი სავარაუდოდ მომავალ სეზონსაც “სასოულოში” გაატარებს.

წყარო : La Gazzetta Dello Sport

11 thoughts on ““იუვენტუსი” იოვეტიჩისთვის იბრძოლებს

  1. არც ოსკარია ქვა და რკინა და არც ისკო იუცეს 10……….მე ამათ ისევ იო მირჩევნია თან დიდი შეგუება არ დასჭირდება იტალიურ ფეხბურთთან

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.