ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ლივერპული” ლიორენტეს აკვირდება

ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდს, ფერნანდო ლიორენტეს მსურველების რიგი დაუდგა.ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით “მონაკოს”, “ვოლსბურგისა” და “მიუნხენგლადბახის” ინტერესის შესახებ უკვე შეიტყობდით, დეილი მეილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თამახმად კი, ბასკის შეძენა ახლა ინგლისის “ლივერპულსაც” მოუნდა.მერსესაიდელები 30 წლის ესპანელს კრისტიან ბენტეკეს ალტერნატივად მიიჩნევენ, ამ უკანასკნელის გასხვისებას “ასტონ ვილა” 32,5 მილიონ ფუნტ სტერლინგზე ნაკლებად არ აპირებენ.მარიო მანძუკიჩისა და პაულო დიბალას ბებერ ქალბატონში ტრანსფერის შემდეგ ლიორენტეს გუნდიდან წასვლა 99 პროცენტით გადაწყვეტილია, გასარკვევია მხოლოდ ის, თუ სად განაგრძობს კარიერას “ბილბაოს” ყოფილი თავდამსხმელი.რაც შეეხება სიმონე პეპეს, მას “იუვენტუსის” ფეხბურთელის რიგებში ბოლო დღეები უდგას.31 ფეხბურთელი თვის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს და ნებისმიერ მსურველ გუნდს უსასყიდლოდ შეუერთდება.

წყარო : Football Italia; Tuttojuve

13 thoughts on ““ლივერპული” ლიორენტეს აკვირდება

    1. კუადრადო 3 წლის წინ მინდოდა იუვეში ახლა ჩაგდებული სეზონის მერე როგორ დაბრუნდება არავინ იცის ამიტომ იყოს სადაცაა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.