ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ-ცხელება ( Live )

გაზეტა დელო სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსის” შემდეგი ტრანსფერი ბრაზილიელი ნეტო იქნება.”ფიორენტინას” ყოფილ მეკარეს ბიანკონერებთან კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული აქვს და იგი ბებერ ქალბატონს თავისუფალი აგენტის სტატუსით, სრულიად უფასოდ შეუერთდება.არაა გამორიცხული, იუვე დატოვოს მარკო სტორარიმ, რომელსაც კონტრაქტს სერია ა-ს რამდენიმე კლუბი სთავაზობს თუ ძირითად შემადგენლობაში თამაში თავად ვეტერანმა მეკარემაც მოისურვა, არაა გამორიცხული ტრანსფერი შედგეს.სიმონე ძაძასა და დომენიკო ბერარდის საკითხი კი მომავალ კვირაში უნდა დაიხუროს, გაზეტას მტკიცებით, ჯუზეპე მაროტა ნეროვერდის ხელმძღვანელობას სამშაბათს შეხვდება და 27 მილიონ ევროდ ორივე ფორვარდს გამოისყიდის.23 წლის ძაძა მომავალ სეზონს აუცილებლად შავ-თეთრი მაისურით დაიწყებს, იტალიის ახალგაზრდული ნაკრების წევრის მომავალი ოდნავ მოგვიანებით გადაწყდება.

ტუტოსპორტის ინფორმაციით კი, მაროტა/პარატიჩის დუეტი დაცვის ფლანგებზე მოთამაშე ფეხბურთელებზე გადავიდნენ და სიმე ვრსალკოს დაუმიზნეს.1992 წელს დაბადებულმა მოთამაშემ გასული სეზონი “სასოულოს” რიგებში გაატარა და საკმაოდ წარმატებულადაც, სერია ა-ში მის ანგარიშზე 21 ჩატარებული შეხვედრაა.როგორც სჩანს, ნეროვერდის ხელმძღვანელობასთან ტურინელებს მხოლოდ ბერარდი&ძაძას დუეტზე არ აქვთ სასაუბრო და გასაკვირი არ იქნება, თუ მალე ვრსალკოც მოირგებს შავ-თეთრ მაისურს.მისი სისწრაფისა და ტექნიკურობის წყალობით ხორვატიის ეროვნული ნაკრების მცველს ორივე ფლანგზე შეუძლია ასპარეზობა, გამომდინარე იქედან, რომ შტეფან ლიხტშტაინერს ფაქტობრივად შემცვლელი არ ჰყავს, ვრსალკოსადმი ბებერი ქალბატონის ინტერესი ლოგიკურია.

ახლა ორიოდე სიტყვა გუნდიდან წამსვლელებზეც ვთქვათ : “ბოლონია” სერიოზულად აპირებს ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელებით გაძლიერებას.ტუტოსპორტის მტკიცებით, სერია ა – ში დაწინაურებული გუნდი უკვე დაუკავშირდა ბებერ ქალბატონს ლუკა მარონეს, პაოლო დე ჩელიესა და მარკო სტორარის თაობაზე.ბიანკონერები პირველი ორი მათგანის გასხვისების წინააღმდეგნი არ არიან, რაც შეეხება 38 წლის მეკარეს, შავ-თეთრებს მასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ და დიდი ალბათობით, ყველაფერი თავად ფეხბურთელის სურვილმა უნდა გადაწყვიტოს.

სულ მალე “იუვენტუსმა” გოდფრედ დონსას ტრანსფერი უნდა გააოფიციალუროს.19 წლის განელი ნახევარმცველი ამჟამად “კალიარის” შემადგენლობაში ირიცხება, თუმცა ბიანკონერებმა მის შესაძენად ყველანაირი დეტალი მოაგვარეს, შესაბამისად, იგი ბებერი ქალბატონის საკუთრება გახდება.მომავალ სეზონს განელი ან ისევ “კალიარიში”, ან “სასოულოში”, ანაც “ატალანტაში” დაიწყებს არენდით.

გუნდიდან წასვლასთან ახლოს არიან ფერნანდო ლიორენტე და კინგსლი კომანი.ესპანელი ფორვარდი დიდი ალბათობით, “მონაკოში” გადაბარგდება, ფრანგები მზად არიან ბასკის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადონ.კომანი კი “სასოულოში” არენდასთანაა ძალიან ახლოს, ნეროვერდისთან ბიანკონერებს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ და გასაკვირი არ იქნება, თუ ბერარდი-ძაძას ტურინში ტრანსფერის სანაცვლოდ ემილია-რომანიაში ახალგაზრდა ფრანგი გადაბარგდება.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

55 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Dutch
ადმინისტრატორი
9 years ago

ოსკარი არა მაგრამ გამთამაშებელზე ალეგრიმ თუ თავი გაიგიჟა საპონარას მოიყვანენ :chuvak:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Vrალსიკო ნაპოლისაც მოუნდა წაიყვანეთ :lool: :lool:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

თQVENI არ ვიცი და სუ არ მინდა ვერატი ჩემი ოცნების ტრანსფერია დავიდ სილვა იუვეში ჩემი ფავორიტი იგროკია :yeah: :chuvak: :love:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

თU Aღჩ მოვა, რა კაი Bიჭია მარა შეუცვლელი არა ისე პირლო თუ წავიდა 1 მაგარ ტრანსფერს დადებენ ცენტრში :chuvak: :yeah:

Kva Shi
9 years ago

აუ მაგის სიბერე და მაგას მივაცენზურე მეე, აი სიბერის დროს არცერთმა იტალიურმა კლუბმა არ უნდა მიიღოს და მერე მიხვდება რას ნიშნავს საკუტარი ქვეყანა, ეგ პიჯონი ეგააა

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Vერატიმ თქვა იტალიაში სიბერეში დავბრუნდებ მარტო არ მომწონს სერია აო ან ბარსა ან რეალში მინდა თამაშიო და მშვიდობაში გაცვითონ :lool: :lool:

forza bianconeri
9 years ago

ვერატის ნამდვილი ფეხბურთი და სამშობლო რო უყვარდეს პსჟ-ში საერთოდ არ გადავიდოდა ფული ევასება სამაგიეროდ

forza bianconeri
9 years ago

მიდი კომაან უნდა გაქაჩო მომავალი ხარ იუვესი :forza: :forza:

Kva Shi
9 years ago

რარაც ვერატიიზე მიდის საუბარი და იუვეც არის ნახსენებიიიი და აი ეგ თუ მოიყვანეს, ჩემდათავად ბეპე მოჯიზე წინ თუ არ დავაყწნო მე ვიყო კუ :lool:
ისე ჩვენმა ალექსამ ისკოზე იბაზრა მაგრად მომწონსოოოოო და რა იცი რა ხდებაა

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Pატორეზე იჩალიჩონ არ იქნება მაგის დათრევა არც ძვირი და არც რთული :yeah:

Kva Shi
9 years ago

კანიჯას დაიმახსოვრებ მაინც მარა ამას სანსი არა ეხა ისევ წავიკითხე და ისე ვწერ თორემ ვერ დავიმახსოვრე ვრალსკო :lool: :lool:

Dutch
ადმინისტრატორი
9 years ago

Live :modee:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Kანიჯა :lool:

Kva Shi
9 years ago

ხო რა დიდი ფეხბურთი არცერთ დამახინჯებულ გვარის პატრონს არ უთამაშია და რაღა ეს ითამაშებს მაინცდამაინც :lool: :lool:
პ.ს ნუ ჩვენთან ჯღეს ესე თორე მის ქვეყანაში იქნება დიდგვაროვანი გვარის შთამომავალი :lool: :lool:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Dიმა ობოლაძე და ვრალსკო :lool: :lool:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Dონსაჰა მოდის რაღა მოგვკლავს აწი :chuvak:

giorgi nefaridz
9 years ago

ეგ ხორვატი არ მინდა ვინმე უფრო ადვილი სათქმელი გვარით იყიდონ :forza: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

Kva Shi
9 years ago

როგორც ვიცი იუვე სტაბია იუვეს დუბლებია ხოომ? სერია B ში რომ თამაშოიბს იმ გუნდზე მაქვს საუბარიი

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Vრალსკო ენის სავარჯიშებლად :lool:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Gამთამაშებელს ვერ თრეულობენ მგონი :chuvak:

giorgi nefaridz
9 years ago

ადრე უდინეზე გვყავდა ეხლა სასუოლო :lool: :lool:

Kva Shi
9 years ago

სასუოლო იუვეს დუბლებია მგონიი :lool:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Mემგონი ინტერი ახევს მილანს კონდოგბიას მურულო იმბულა მირანდა უკვე ითრიეს მერდები მერდაობენ :lool: :lool: კაი სერია A გველოდება იმედია რომას ლიგის ზონაში ვეღარ ნახავს ჩემი თვალები :chuvak:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Aრ არი ცუდი ბიჭი მარა რა მიახტნენ ამ სასუოლოს :lool:

| Newsphere by AF themes.
55
0
Would love your thoughts, please comment.x