ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ-ცხელება ( Live )

გაზეტა დელო სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსის” შემდეგი ტრანსფერი ბრაზილიელი ნეტო იქნება.”ფიორენტინას” ყოფილ მეკარეს ბიანკონერებთან კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული აქვს და იგი ბებერ ქალბატონს თავისუფალი აგენტის სტატუსით, სრულიად უფასოდ შეუერთდება.არაა გამორიცხული, იუვე დატოვოს მარკო სტორარიმ, რომელსაც კონტრაქტს სერია ა-ს რამდენიმე კლუბი სთავაზობს თუ ძირითად შემადგენლობაში თამაში თავად ვეტერანმა მეკარემაც მოისურვა, არაა გამორიცხული ტრანსფერი შედგეს.სიმონე ძაძასა და დომენიკო ბერარდის საკითხი კი მომავალ კვირაში უნდა დაიხუროს, გაზეტას მტკიცებით, ჯუზეპე მაროტა ნეროვერდის ხელმძღვანელობას სამშაბათს შეხვდება და 27 მილიონ ევროდ ორივე ფორვარდს გამოისყიდის.23 წლის ძაძა მომავალ სეზონს აუცილებლად შავ-თეთრი მაისურით დაიწყებს, იტალიის ახალგაზრდული ნაკრების წევრის მომავალი ოდნავ მოგვიანებით გადაწყდება.

ტუტოსპორტის ინფორმაციით კი, მაროტა/პარატიჩის დუეტი დაცვის ფლანგებზე მოთამაშე ფეხბურთელებზე გადავიდნენ და სიმე ვრსალკოს დაუმიზნეს.1992 წელს დაბადებულმა მოთამაშემ გასული სეზონი “სასოულოს” რიგებში გაატარა და საკმაოდ წარმატებულადაც, სერია ა-ში მის ანგარიშზე 21 ჩატარებული შეხვედრაა.როგორც სჩანს, ნეროვერდის ხელმძღვანელობასთან ტურინელებს მხოლოდ ბერარდი&ძაძას დუეტზე არ აქვთ სასაუბრო და გასაკვირი არ იქნება, თუ მალე ვრსალკოც მოირგებს შავ-თეთრ მაისურს.მისი სისწრაფისა და ტექნიკურობის წყალობით ხორვატიის ეროვნული ნაკრების მცველს ორივე ფლანგზე შეუძლია ასპარეზობა, გამომდინარე იქედან, რომ შტეფან ლიხტშტაინერს ფაქტობრივად შემცვლელი არ ჰყავს, ვრსალკოსადმი ბებერი ქალბატონის ინტერესი ლოგიკურია.

ახლა ორიოდე სიტყვა გუნდიდან წამსვლელებზეც ვთქვათ : “ბოლონია” სერიოზულად აპირებს ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელებით გაძლიერებას.ტუტოსპორტის მტკიცებით, სერია ა – ში დაწინაურებული გუნდი უკვე დაუკავშირდა ბებერ ქალბატონს ლუკა მარონეს, პაოლო დე ჩელიესა და მარკო სტორარის თაობაზე.ბიანკონერები პირველი ორი მათგანის გასხვისების წინააღმდეგნი არ არიან, რაც შეეხება 38 წლის მეკარეს, შავ-თეთრებს მასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ და დიდი ალბათობით, ყველაფერი თავად ფეხბურთელის სურვილმა უნდა გადაწყვიტოს.

სულ მალე “იუვენტუსმა” გოდფრედ დონსას ტრანსფერი უნდა გააოფიციალუროს.19 წლის განელი ნახევარმცველი ამჟამად “კალიარის” შემადგენლობაში ირიცხება, თუმცა ბიანკონერებმა მის შესაძენად ყველანაირი დეტალი მოაგვარეს, შესაბამისად, იგი ბებერი ქალბატონის საკუთრება გახდება.მომავალ სეზონს განელი ან ისევ “კალიარიში”, ან “სასოულოში”, ანაც “ატალანტაში” დაიწყებს არენდით.

გუნდიდან წასვლასთან ახლოს არიან ფერნანდო ლიორენტე და კინგსლი კომანი.ესპანელი ფორვარდი დიდი ალბათობით, “მონაკოში” გადაბარგდება, ფრანგები მზად არიან ბასკის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადონ.კომანი კი “სასოულოში” არენდასთანაა ძალიან ახლოს, ნეროვერდისთან ბიანკონერებს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ და გასაკვირი არ იქნება, თუ ბერარდი-ძაძას ტურინში ტრანსფერის სანაცვლოდ ემილია-რომანიაში ახალგაზრდა ფრანგი გადაბარგდება.

წყარო : Tuttojuve

55 thoughts on “სატრანსფერო ციებ-ცხელება ( Live )

  1. 1 თვეა ექიმები წავიდნენ მარა სამედიცინო შემოწმება კიდე არ გაუვლია :lool: თან ეხა ანრიმ არსენალში წადიო ჯეკსონამაც ადიდა ანრი და ჩემ მომავალზე მალე გაიგებთო რავი :lool:

  2. Eხა ჯეკსონ მარტინესიც რო არსენალმა აახიოს მილანს :lool: :lool: 34 წლის იბრას რო დასდევენ და წლიურად 8/9 ლიმონს თავაზობენ მანდ ჩანს რო მილანის პროექტი სრული აგონიაა და მიჰაელოვიჩზე დიდი ავტორიტეტიც მანჩინია მაგიტომაც გადადის ინტერში კონდოგბია :lool:

  3. ხო რა ძაძას მეც ისე უყურებ მაგრამ თუ ჩვენი ფეხბურთელია უნდა უბალეშიკო, იმედია გაამართლებს :forza:

  4. არადა კონდოგბია მილანში და კონდოგბია ინტერში სხვადასხვა პლანეტაა. მოიკლა საკუთარი ხელით ტიპმა კარიერა.. ნერაძურისტებში ეგ დაიკარგება მანდ ისეთი ქაოსია მამაზეციერი ვერ დაალაგებს.

  5. Mილანის ფანი ინტერის საიტზე ქართველს აგინებს ფუი.. მარო ამიტომ გამიხარდა კონდოგბიას ინტერში გადასვლა… ამაზრზენი საქციელი ნუ ინტერისტებიც არ არიან ნაკლები მარა მაინც უყურონ მუნტარის :lool:

  6. და იცი რატომ ალბათ პატარა ასაკის გულშემატკივრები არ გვყავს და ვიცით ვის რა შეუძლია და წინასწარ არ ვაგინებთ არავიის :forza:

  7. აუ მილანის ფანები გაგიჯდნენ ისეთ ამბავში არიან :))) არადა მეცოდებიან ტოო ინტერი რომ აგახევს ფეხბურთელს, 40 მილიონი უნდა გადაეხადა თურმე გალიანის და უარი თქვა, ის ემართლა 40 რა ამბავია ჩემი კაი ტოო :lool: :lool:
    გაძლიერებულ მერდებს უნდა ჩაუდოთ მე მაგათი

  8. არადა წყხელ მიანის ფანებს მიულოცე კონის გაფორმებაა :lool: :lool: :lool: :lool: ჩემი კაი როგორ აახია გალიანის მიკვირს ვიღაც ჩლუნგმაა, საპონერა ახალგაზრდაა ხოო

  9. ვაი ჩემი კაი ტოო ინტერი რომ აგახევს ფეხბურთელს მის მერე ტრანსფერები არც უნდა გააკეთოს კაცმა :blin:
    არადა მილანის ფანებს რომ კითხო გალიანი არის პირველი ტრანსფერების ამბავში მარა ამის მერე თავი აღარც უნდა გამოყონ და თქვან რამე გალიანიზე, ეგ როგორ აახია ინტერმა ტოოო :blin:

  10. ეგეც კაია მარა ისკო მაგარია რაა, თან ისეთი სტილი აქვს ალევე აუღებს ალღოს სერია A ს და კაი კი იქნება ისე, მარა აი რეალის ფანი არის და ეგეც არ მინდა თან, ერთ გუნდში თამაშობდე და მეორეს ბალეშიკობდე ცოტა ტეხავს

  11. რავი მე პირლოს სტილს და პოტენციალს მხოლოდ ვერატიში ვხედავ მარა თუ არ უნდა სულ კარგად იყოს ჩვენ მაროტას წყალობით ახალგაზრდა ფეხბურთელები ისედაც არ გველევა და დადებს ვინმეს ბრუციანი :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.