ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ-ცხელება ( Live )

გაზეტა დელო სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსის” შემდეგი ტრანსფერი ბრაზილიელი ნეტო იქნება.”ფიორენტინას” ყოფილ მეკარეს ბიანკონერებთან კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული აქვს და იგი ბებერ ქალბატონს თავისუფალი აგენტის სტატუსით, სრულიად უფასოდ შეუერთდება.არაა გამორიცხული, იუვე დატოვოს მარკო სტორარიმ, რომელსაც კონტრაქტს სერია ა-ს რამდენიმე კლუბი სთავაზობს თუ ძირითად შემადგენლობაში თამაში თავად ვეტერანმა მეკარემაც მოისურვა, არაა გამორიცხული ტრანსფერი შედგეს.სიმონე ძაძასა და დომენიკო ბერარდის საკითხი კი მომავალ კვირაში უნდა დაიხუროს, გაზეტას მტკიცებით, ჯუზეპე მაროტა ნეროვერდის ხელმძღვანელობას სამშაბათს შეხვდება და 27 მილიონ ევროდ ორივე ფორვარდს გამოისყიდის.23 წლის ძაძა მომავალ სეზონს აუცილებლად შავ-თეთრი მაისურით დაიწყებს, იტალიის ახალგაზრდული ნაკრების წევრის მომავალი ოდნავ მოგვიანებით გადაწყდება.

ტუტოსპორტის ინფორმაციით კი, მაროტა/პარატიჩის დუეტი დაცვის ფლანგებზე მოთამაშე ფეხბურთელებზე გადავიდნენ და სიმე ვრსალკოს დაუმიზნეს.1992 წელს დაბადებულმა მოთამაშემ გასული სეზონი “სასოულოს” რიგებში გაატარა და საკმაოდ წარმატებულადაც, სერია ა-ში მის ანგარიშზე 21 ჩატარებული შეხვედრაა.როგორც სჩანს, ნეროვერდის ხელმძღვანელობასთან ტურინელებს მხოლოდ ბერარდი&ძაძას დუეტზე არ აქვთ სასაუბრო და გასაკვირი არ იქნება, თუ მალე ვრსალკოც მოირგებს შავ-თეთრ მაისურს.მისი სისწრაფისა და ტექნიკურობის წყალობით ხორვატიის ეროვნული ნაკრების მცველს ორივე ფლანგზე შეუძლია ასპარეზობა, გამომდინარე იქედან, რომ შტეფან ლიხტშტაინერს ფაქტობრივად შემცვლელი არ ჰყავს, ვრსალკოსადმი ბებერი ქალბატონის ინტერესი ლოგიკურია.

ახლა ორიოდე სიტყვა გუნდიდან წამსვლელებზეც ვთქვათ : “ბოლონია” სერიოზულად აპირებს ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელებით გაძლიერებას.ტუტოსპორტის მტკიცებით, სერია ა – ში დაწინაურებული გუნდი უკვე დაუკავშირდა ბებერ ქალბატონს ლუკა მარონეს, პაოლო დე ჩელიესა და მარკო სტორარის თაობაზე.ბიანკონერები პირველი ორი მათგანის გასხვისების წინააღმდეგნი არ არიან, რაც შეეხება 38 წლის მეკარეს, შავ-თეთრებს მასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ და დიდი ალბათობით, ყველაფერი თავად ფეხბურთელის სურვილმა უნდა გადაწყვიტოს.

სულ მალე “იუვენტუსმა” გოდფრედ დონსას ტრანსფერი უნდა გააოფიციალუროს.19 წლის განელი ნახევარმცველი ამჟამად “კალიარის” შემადგენლობაში ირიცხება, თუმცა ბიანკონერებმა მის შესაძენად ყველანაირი დეტალი მოაგვარეს, შესაბამისად, იგი ბებერი ქალბატონის საკუთრება გახდება.მომავალ სეზონს განელი ან ისევ “კალიარიში”, ან “სასოულოში”, ანაც “ატალანტაში” დაიწყებს არენდით.

გუნდიდან წასვლასთან ახლოს არიან ფერნანდო ლიორენტე და კინგსლი კომანი.ესპანელი ფორვარდი დიდი ალბათობით, “მონაკოში” გადაბარგდება, ფრანგები მზად არიან ბასკის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადონ.კომანი კი “სასოულოში” არენდასთანაა ძალიან ახლოს, ნეროვერდისთან ბიანკონერებს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ და გასაკვირი არ იქნება, თუ ბერარდი-ძაძას ტურინში ტრანსფერის სანაცვლოდ ემილია-რომანიაში ახალგაზრდა ფრანგი გადაბარგდება.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

55 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
nino gvimradze
9 years ago

მოკლედ დარმიანის ხსენაბა არსად არაა…არადა არ იქნებოდა ცუდი..ალბათ ძალიან ძვირი დააფასეს…

vaxjuve
9 years ago
Reply to  nino gvimradze

აბაა არა და დარმიანი კარგი იქნებოდა…………თან მაგარ პროგრესს განიცდიდა……..სად მექსესი და რამი და სად ჩვენი მცველები……..თავის დროზე მილანში მალდინი და ნესტა რომ არ ყოფილიყო კალაძე რას ისწავლიდა? ვერაფერს

| Newsphere by AF themes.
55
0
Would love your thoughts, please comment.x