ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინი გააქტიურდა იოვეტიჩის ტრანსფერზე..

Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით ტურინელებსა და ინგლისელებს შორის მომავალ კვირაში შედგება შეხვედრა, რომელიც სტეფან იოვეტიჩის ტრანსფერს ეხება. სიტი არ არის წინააღმდეგი გაასხვისოს ჩერნოგორიელი ფეხბურთელი, რომელმაც ვერაფრით მოიკიდა ფეხი ნისლიან ალბიონზე. თავის მხრივ იუვენტუსი უკვე დიდი ხანია, რაც სტეფანისადმი სერიოზულ ინტერესს იჩენს, მაგრამ ფლორენციულ კლუბთან დაძაბული ურთიერთობის გამო ვერაფრით მოახერხა ტრანსფერის განხორციელება. დღეისათვის კი, როგორც ჩანს მაროტამ იგრძნო გარიგების რეალურობა და მაქსიმალურად ეცდება საქმის ბოლომდე მიყვანას. მოარული ხმების თანახმად იუვესა და სიტის შორის უკვე არსებობს პრინციპული შეთანხმება. ჯერი თავად ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის შეთანხმებაა. მაროტა ჩერნოგორიელს შესთავაზებს წლიურად 3.5 მილიონ ევროს და პლიუს ბონუსებს.

წყარო: tuttojuve

17 thoughts on “ტურინი გააქტიურდა იოვეტიჩის ტრანსფერზე..

  1. ეს ინდაური მოაშორონ იტალიის საზღვრებს…. არასოდეს მევასებოდა ეგ.

    ბერარდი მატიელო კარასკო ფაბინიო იფ იფ ფორცა იუვეეეე

  2. ინტერში რატო გადავიდა კონდოგბია არ მესმის ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო :blin: თავისი კარიერისთვის და იუვესთვის :lool:

  3. ისთი პირი უჩნს ამას მოიყვანენ ოსკარში ძვის ითხოვენ თან ამათ წუწურაქობის ამბავი ხო ვიცით. არენდით მოიყვანენ გამოსყიდვის პერსპექტიბით.მარა აგარ მჯრეა რაგაც ამ ფეხბურთელის,თან ტრანვებშია სულ.არადა ბერარდი მოგორ მინდოდა მარა იო ან ოსკარი თუ მოვა გამორიცხულია. მარჯვენა შემტევი გვინდა ძინავ მაროტს დარმიანი ან ის ფაბიანო შვენეიერია.უყურე ლიხკოდ ფაფხურ კიდე

  4. ისე იუვეში სიამოვნებით ვიხილავდი ნიუკასლის სისოკოს, ძალიან კარგი ფეხბურთელია, ახალაგზრდაცაა და 20 მილიონამდე ღირს სადღაც

  5. როცა დრო იყო მაშინ სიტი არჩია ეხლა კი ეს იუვეში მართლა არ მინდა
    ისე კი ლორენტე + 10 ლიმონი და ლაზარ მარკოვიჩი მოიყვანონ მე მაგრად მომწონდა ბენფიკაში და ლივერპულმა როგორ გააფუჭა.

  6. ეს ფულის მონაა, პელეგრინმა დროზე შეატყო რაცაა და ლიგის განაცხადში არ შეიყვანა :lool: მერე იქაც დაბოღმილმა ილაპარაკა, სიტიში ლიგაზე სათამაშოდ გადმოვედიო და განაცხადში არ შემიყვანესო :lool: მოკლედ თუ დაჭირდა ყველაფრის მკადრებელია :lool:

      1. მე დავწერე,კი,აგდებულად ილაპარაკა,სიტი რო გამოჩნდა იუვეში რა მინდაო,დაახლოებით ეგრე თქვა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.