ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მანჯუკიჩი:”ყველაფერს გავიღებ “იუვენტუსის” წარმატებისთვის”

მაროტამ მორიგი შენაძენი წარუდგინა ტურინულ ტიფოზერიას. გუნდი ხორვატმა ფორვარდმა მარიო მანჯუკიჩმა გააძლიერა, რომელიც მომავალ სეზონში კლუბს უმაღლესი მიზნების მიღწევაში დაეხმარება. პრესის წარმომადგენლები ბუნებრივია დიდ ინტერესს იჩენენ თავდამსხმელის მიმართ და პირველი ვრცელი ინტერვიუც ჩაწერეს..

კარიერა იუვეს მაისურის ფერებით დაიწყეთ, როდესაც მარსონიას ღირსებას იცავდით. 10 წლის შემდეგ კი თქვენ უკვე ბიანკონერის სრულუფლებიანი წევრი ხართ..

“კარგად მახსოვს ის პერიოდი. მარსონიას ზუსტად ისეთივე ფერებში ჰქონდა მაისური, როგორც იუვეს. უფრო მეტსაც გეტყვით.. ორიგინალ იუვენტუსის მაისურით ვთამაშობდი, რომელსაც ემბლემა ჰქონდა მხოლოდ შეცვლილი. ბედნიერი ვარ ისეთ დიდ გუნდში თამაშით როგორიც ბიანკონერია”.

თქვენი მახასიათებლები დიდ სარგებელს მოუტანს ალეგრის სქემას..

“ვიმედოვნებ მწვრთნელს კარგად მოეხსენება ჩემი შესაძლებლობების შესახებ და იგი მას მაქსიმალურად გამოიყენებს წარმატებისთვის. აბსოლიტურად ყველაფრისთვის ვარ მზად რათა თანაგუნდელებს დავეხმარო”.

რამ გაგაოცათ იუვეს თამაში, როდესაც შეხვდით საერთაშორისო დონეზე?

“ყოველთვის რთულის ისეთ ხისტ კლუბთან ასპარეზობა როგორიც იუვეა. მათი ფეხბურთელები ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევენ და თითოეულ მილიმეტრზე გზღუდავენ. ამასთანავე უნდა აღვნიშნო, რომ ტურინების და საერთოდ იტალიის ნაკრების წინააღმდეგ არაერთხელ მომიწია ასპარეზობა. მესმის მათი ძლიერი მხარეები და ამიტომ მოხარული ვარ, რადგან დიდი პროექტის ნაწილი გავხდი. აპენინებზე ასპარეზობენ საუკეთესო გუნდები და მუშაობენ საუკეთესო სპეციალისტები”.

უამრავი გოლი გაქვთ გატანილი ხორვატიაში, ბუნდესლიგაში, ლა ლიგაში.. რა დაგეხმარებათ იმაში, რომ კალჩოშიც გამოამჟღავნოთ ბომბარდირული თვისება?

“როგორც უკვე გითხრით იტალიურ ფეხბურთს კარგად ვიცნობ და ფეხბურთელებსაც. მათ წინააღმდეგ ხშირად გავსულვარ მინდორზე. ამიტომ ადაპტაციის მხრივ პრობლემა არ უნდა იდგეს. რაც შეეხება მომავალს, მერწმუნეთ ყველაფერს გავიღებ გამარჯვებისთვის. ვიმედოვნებ სერია ა-ში ბევრჯერ გამოვიჩენ თავს და დავეხმარები თანაგუნდელებს. მთავარი არა ჩემი გოლები არამედ იუვენტუსის გამარჯვებაა”.

გუშინ ჩამოფრინდით ტურინში, ხოლო დღეს უკვე ოფიციალურად გააფორმეთ ხელშეკრულება.. რას ნიშნავს ეს ყოველივე თქვენთვის?

“თურმე, ადრეული ასაკიდანვე მივდიოდი ამ მიმართულებით, როდესაც მარსონიას ღირსებას ვიცავდი შავ-თეთრი მაისურით. ამიტომ ეს ყოველივე ჯერ კიდევ მაშინ შევიყვარე. კარგად ვხედავ თუ რაოდენ დიდი და ტრადიციულია იუვენტუსი. მას მსოფლიოს ყველა წერტილში ქომაგობენ. ამიტომ ბედნიერი ვარ გადაწყვეტილებით და საბრძოლველად ვარ განწყობილი. ბრწყინვალე პარტნიორები და მწვრთნელი მყავს, ჩემი მხრივ კი არაფერს დავიშურებ საერთო წარმატებისთვის”.

წყარო: tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

12 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
roben
9 years ago

მანძუკიჩი მაგარია გამოადგება მაგრად იუვეს.არ მინდოდა რომ წამოსულიყო ბაიერნიდან

Vega
9 years ago

ბერარდი მოიყვანეთ რა და დასვით ლიხტა ზამენაზე.

davit zivzivadze
9 years ago

არ დამიწყოტ მაროტა აწი ცუდიაოო ტიპი განვადებების მეფეაა ან თავისუფალ აგენტებს თრეულობს რომლებიც მერე 100 მილიონს ურტყამს ან განვადებებს ტიპმა დიბალა გნვადებით იყიდა მანჟუც მასე რა კაციაა.. ნახეთ მოჯის ააძრობს მალე სახეს.. ახლა კრაინებზე გადაერთე მორატა კი ჭირს დღეს ეგ მხარე ბეხბურთში მარა… დასვი ეს უკლასო ლიხშტაინერი სკამზე დამღალა მაგს ტროოლეიბუსის თამაშმა

lasha naxucrishvili
9 years ago

ისე სალახი ხო იჯარით იყო ფიორეში ავახიოთ რა ძაან მაგარია ტიპს ბურთი აქ მიკრული ფეხზე გეგონება ისე დარბის ხოლმე ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია მაგრამ არც ფერეირა კარასკოზე ვიტყოდი უარს ამაზეც ჩალიჩობენ.ოსკარზე რაღაც აღარ საუბრობენ მგონი ამას ვერ ვითრევთ.

nino gvimradze
9 years ago

უნდა გაიღო ყველაფერი აბა რა….წარმატებები მანჯუს და :juvee: იუვეს

valeri elisabedashvili

ადმინისტრაციის საყურადღებოდდ თქვენს ფბ ს გვერდზე პოსტებზე რატო ვერ ვწერ კომენტარს არ მიჩვენებს სხვები წერენნნ :loool: :loool:

valeri elisabedashvili
Reply to  Dutch

საქმეეეც ეგააა როო ვერ ვტოვებ ტქოო

Kva Shi
9 years ago

გადახდა 3 ეტაპს მოიცავს: 7 მილიონი ევრო 2015 წლის 1 აგვისტომდე, 6 მილიონი – 2016 წლის 10 აგვისტომდე, 6 მილიონი – 2017 წლის 10 აგვისტომდე.
იმენნა სუფთა ვაჭარია ჩვენი მელა :lool:

valeri elisabedashvili

:forza: :forza: :forza: :forza: მგელიააა მაგრად გამიხარდა ამის მოსვლააა

Kva Shi
9 years ago

ა ბიო=ჯო კაცი სად იყვნე აქამდე, შავ-თეთრი სისხლი უდუღს ჩემს მეგრელ ბიჭს :lool: :lool:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

შენ გენაცვალე ჯიგარში ა კაცი :chuvak: :yeah: :vashaa: :love: :forza: :juventus:

| Newsphere by AF themes.
12
0
Would love your thoughts, please comment.x