ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნედვედი:”ტევესის შეცვლა შეუძლებელია”

პაველ ნედვედი კმაყოფილია გუნდის მიერ მიღწეული პროგრესით და ასევე დადებითად აფასებს სატრანსფერო პოლიტიკას:“მაროტა/პარატიჩის დუეტი მშვენივრად უძღვებიან საქმეს. მათ მიერ გაწეული შრომა აუცილებლად იმსახურებს გამორჩეულ აპლოდისმენტებს. მინიმალური დანახარჯებით იუვენტუსმა დიდ მიზნებს მიაღწია და კიდევ ერთხელ დაარწმუნა ყველა იმ უტყუარ ფაქტში, რომ მხოლოდ ფულით გამარჯვებებს ვერ შეიძენ. რაც შეეხება სამომავლო პოლიტიკას, გამოსარჩევია ის კურსი რაც გუნდის გაახალგაზრდავებისკენ მივყავართ. ნიჭიერი ტალანტები გამოცდილებას მიიღებენ ჩვენი ჩემპიონებისგან, რაც ბუნებრივია კლუბზე საუკეთესო კუთხით აისახება. ბერარდი? მისი შედეგები ყველაფერზე თავადვე მეტყველებს. მაღალი დონის ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, რომელსაც ფენომენალური სტატისტიკური მონაცემები აქვს”.

“სტურაროს ინციდენტი? ახალგაზრდობაში თავადაც ბევრი შეცდომა დამიშვია. მინდორზე ატმოსფერო უაღრესად არის დაძაბული და როდესაც გამოცდილების ნაკლებობა გაქვს ასეთი ფაქტები სამწუხაროდ პერიოდულად იჩენს ხოლმე თავს. თუმცა, ჩვენ ნამდვილად კარგ ადამიანზე და ფეხბურთელზე ვლაპარაკობთ, რომელიც დაძლევს სირთულეებს და გახდება მნიშვნელოვანი მოთამაშე როგორც გუნდისთვის ასევე ნაკრებისთვისაც”.

“ვიდალი? ექსტრა კლასის ჩემპიონი. განუმეორებელია მისი ყურება მინდორზე. მისი საბრძოლო სულისკვეთება აღფრთოვანებას იწვევს ნებისმიერ ადამიანში. ის რაც ჩილეში მოხდა ბუნებრივია არასასიამოვნოა და იმედი ვიქონიოთ მომავალში მსგავს ინციდენტებს ადგილი აღარ ექნება”.

“ტევესი? მისი შეცვლა შეუძლებელია. უკანასკნელი ორი წლის მანძილზე არგენტინელი ჩვენი ლიდერი იყო და ეს დიდი დანაკლისია. მან გადაწყვეტილება ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო”.

წყარო: TuttoJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Bრუცოს ულტიმატუმი ბოკას თქვენ გინდათ ჩემი ტევესი ხოდა ბენტანკური დაგვითმეთო :chuvak: :yeah:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

თურინელთა რადარზე ახალი გვარებია სალაჰი ჰამშიკი კუადრადო ნეაპოლიტანების ახალი დამრიგებელი თუ არ ვცდები მზადაა შეელიოს სლოვაკ მოჰიკანს ტრანსფერში შეიძლება რუგანიც ჩართონ :lool:

Gio Darja
9 years ago

100 პროცენტიანი ხარ პაველ, ტევესი იყო ბოლო წლების იუვეს გოლების მანქანა, სერიოზულად დაგვაკლდება )

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Iუვე ოსკარის შესაძენად სახსრებს ეძებს ბოლო ინფოთი ოსკარის ფასი 40 ლიმონ ევროს არტყავს.სავარაუდოდ იუვემ სახსრები შესაძლოა ლორენტესა და ოგბონას სარფიანი გაყიდვით მოიძიოს კლუბი ესპანელ მძინარა ნანდოს 20 ად აფასებს მაგრამ რეალური მყიდველი თუ გამოჩნდება რომელიც უმალვ შეიძენს ესპანელს კლუბი მზადაა 15 ლიმონად შეელიოს შავტუხა იტალიელი მცველის ფასი კი 10 ლიმად მერყეობს მისით ასტონ ვილაა დაინტერესებული :forza: :chuvak: :juvee: :yeah:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Eჰ კარლიტოსის შეცვლა ისევ არგენტინელ კუნ აგუეროს შეუძლია მაგრამ მაგ კაცს უყვარს პრემიერლიგა და ვერც გაამტყუვნებ ახლახან რეალიც გაისტუმრა უარით :chuvak:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x