ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოჯიმ მიმოიხილა იტალიური კლუბების სატრანსფერო პოლიტიკა

ლუჩიანო მოჯიმ ჟურნალისტებთან საუბრისას, მიმოიხილა იტალიური კლუბების სატრანსფერო პოლიტიკა:“ვალდიფიორი კარგი მოთამაშეა, მაგრამ რამდენად ეყოფა იგი ნაპოლის? რეინაზე კი რა უნდა ითქვას. ასაკში მყოფი კარგი მეკარე. მთავარია მათ იგუაინის გაყიდვა არ მოუწიოთ. დარმიანისთან ერთად აშკარად უფრო მეტად იტალიურები გახდებიან, მაგრამ მიზნები არ ექნებათ მაღალი. აი იუვე კი ყიდულობს და ყიდულობს ახალგაზრდა იტალიელებს, როგორებიც არიან სტურარო, ძაძა, რუგანი, ბერარდი.. ფაქტია, რომ მომავალ სეზონში ტევესი მნიშვნელოვნად დააკლდებათ, მიუხედავად იმისა, რომ მანჯუკიჩი მაღალი კლასის ფორვარდია. მათ შორის განსხვავება არის 7-8 ბურთი. კონდოგბია? კარგია, თუმცა იმდენი არ ღირს რამდენიც გადაიხადეს. არაფრის დიდებით არ შეიძლებოდა იმ აუქციონში ჩაბმა რაც მონაკომ მოაწყო ნახევარმცველზე. იბრა? კავანიზეა დამოკიდებული, რადგან ფრანგები არ შეელევიან ორივე მათგანს. კარგად მახსოვს ჯირაუდოს სიტყვები.. ჩვენ გავდივართ და საქმეში ბანდიტები რჩებიან. შეხედეთ რა ხდება კატანიაში და ამ სიტყვების სისწორეს თავადაც მიხვდებით”.

წყარო: tuttojuve

4 thoughts on “მოჯიმ მიმოიხილა იტალიური კლუბების სატრანსფერო პოლიტიკა

  1. შენც კაი ბანდიტი ხარ ჩვენში რომ დარჩეს :lool: :lool: :lool:

    აი რა ვქნა და ასე მგონია რომ ეს კულისებიდან ისევ მართავს :))) ბოლო 4 წელია ერთი ცუდი არ დაცდენია იუვეს სატრანსფერო პოლიტიკაზე არადა ამას ნებისმიერის გაკრიტიკება შეუძლია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.