ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Gazzetta : პირლომ ამერიკაში წასვლა გადაწყვიტა

გაზეტა დელო სპორტის მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანდრეა პირლომ ტურინის “იუვენტუსის” დატოვება და “ნიუ-იორკ სიტიში” გადასვლა გადაწყვიტა.იტალიელი ნახევარმცველი საზაფხულო არდადეგებს ოჯახთან ერთად სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში ატარებს და როგორც პრესა იუწყება, მოლაპარაკებები ფეხბურთელსა და კლუბს შორის სწორედ იქ შედგა.ვრცლდებოდა ინფორმაცია, თითქოს მაესტრო იანვრის ბოლომდე დარჩებოდა იტალიაში და შემდეგ გადაბარგდებოდა ოკეანეთსმიღმა, თუმცა როგორც სჩანს, 36 წლის ფეხბურთელმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო.შეგახსენებთ, რომ პირლოს ბიანკონერებთან კონტრაქტი სულ რამდენიმე დღეში, 30 ივნისს ეწურება, ტურინში დარჩენის შემთხვევაში კი ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივებაა მოსალოდნელი.

წყარო : Football Italia

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.