“იუვენტუსი” და “ბოკა” საბოლოოდ შეთანხმდნენ
“ბოკა ხუნიორსის” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, სეზარ მარტუჩიმ გამოცემა კლარინთან საუბრისას კარლოს ტევესთან მიღწეული შეთანხმება დაადასტურა და ხაზი გაუსვა, რომ ტრანსფერი სულ მალე ოფიციალურად დადასტურდება.მოლაპარაკებები მხარეებს შორის რამდენიმე დღეა გრძელდება, საბოლოოდ კი გადაწყდა, რომ ბიანკონერები აპაჩეს სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს, არენდის წესით გუიდო ვადალასა და კიდევ ორ ფეხბურთელს მიიღებენ, კრისტიან პავონსა და ფრანკო კრისტალდოს.შეგახსენებთ, რომ ტევესს ბებერ ქალბატონთან კონტრაქტი მომავალ წელს ეწურებოდა და მისი უფასოდ გაშვება ჯუზეპე მაროტამ არ მოინდომა, სანამ სასურველი შემოთავაზება არ მიიღო ბოკას მხრიდან, მანამ არ აუნთო მწვანე შუქი ფეხბურთელის სამშობლოში დაბრუნებას.31 წლის შემტევის პრეზენტაცია მშობლიურ ქალაქში შვიდ ივლისს შედგება.
რა დარტყმა აქ პავონს, პატარა ბატიგოლი იქნება იუვეში <3
მაგარია მაროტა, ისე ეს კარგი ბიჭი ჩანს კრისტიან პავონი დააკლიკეთ>>