ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ოფიციალურად : “სასოულომ” ბერარდი სრულად შეისყიდა

ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა “სასოულოს” მიერ დომენიკო ბერარდის უფლებათა პაკეტის სრულად შესყიდვის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, ახლა ემილიური კლუბი სრულად ფლობს მოთამაშეზე უფლებებს.განცხადებაში არაფერია ნათქვამი უკან გამოსყიდვის შესაძლებლობაზე, მაგრამ როგორც პრესა იუწყება, საუბარია დაახლოებით ათ მილიონ ევროზე, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში იქნება გადახდილი.სკაი სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, ბიანკონერებს 2016 წელს ბერარდის გამოსყიდვა 18 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

წყარო : Juventus.com

20 thoughts on “ოფიციალურად : “სასოულომ” ბერარდი სრულად შეისყიდა

  1. ზაზა რო მოიყვანეს და ბერარდი არა ეს იმას არ ნიშნავს რო ზაზა ურჩევნიათ..

    მე ვფიქრობ ბერარდის იმედი ჯერ კიდევ აქვთ რო მოუმატებს და მერე გამოისყიდიან 18 მილიონად, თუ არადა დარჩება სასუოლოში

    აი რაც სეეხება ზაზას, უკვე 24 წლისაა.. აგერ გადმოიყვანეს, თუ ქნა რამე კი ბატონო, თუ არადა ამის პროგრესი უკვე არარეალურია და იჯდეს ზამენაზე

  2. აი სკაიმაც ეგ ინფორმაცია გაავრცელა რო 18 მილიონად შეეძლებაო გამოსყიდვა, მაროტა ეგრე ადვილად არ დათმობს ფეხბურთელს

    1. თვითონ ბერარდის აგენტმა თქვა იუვეს დიდად ეიმედება დომენიკოსიო და შენი აზრით ეგრე დაკარგავდნენ ? ერთია შენ რისი გჯერა და მეორე რა ხდება რეალურად, მაროტამ უკეთ იცის ეს საქმე და ზუსტად იგივე მოხდა შარშან ძაძას თაობაზეც, მაგრამ 15 მილიონა დავდეთ უპრობლემოდ, 40 მოითხოვს არა ტოროლა

  3. Ra tanxebs idziebs dzma berardishi am wels 2.5 milions vigebt mets ki ara. Damamcirebelia tan roca aqet 15-s gtxoven da shen 10 adzlev isic uprocento ganvadebit. Xo vici zazas chaacmeven 10 nomers:-( magas mirchevia markizios chaacvan:-@ iqita wels sasuolo 40 milions daadebs agernaxet.

  4. ნუ ეგ კი მარა ბერარდის მაინც უფრთხილდებიან პრაქტიკა უნდა და 1 წელი სასუოლოში იქნება კიდე ისე რა სურვილიც არ უნდა იყოს მესის მაინც ვერ ვიყიდით :lool: :chuvak: ბერარდის არ მოყვანა ნიშნავს იმას რო გუნდი 10 იანის პოზიციის გასაძლიერებლად თანხებს იძიებს :chuvak: :forza:

  5. 25 ივნისამდე უეჭველი უნდა გადაწყვეტილიყო ბერარდის საკითხი, იუვენტუსი 15 მილიონის დახარჯვის მომხრე არ იყო ამ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ეტყობა სხვა ტრანსფერისთვის სჭირდებათ ფული, ამიტო სასოულოს მიჰყიდეს იაფად ))

    აღსანიშნავია, რო წინა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ასე გაყიდეს ძაძაც, მაგრამ ეხლა უპრობლემოდ დაიბრუნეს, ეტყობა, მხარეებს შორის პრინციპული შეთანხმება არსებობს..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.