ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბერარდის აგენტი:”იუვენტუსი აკონტროლებს სიტუაციას”

დომენიკო ბერარდის ხილვა ტურინში ბევრს სურდა. თავად ალეგრისაც და რა თქმა უნდა ტიფოზებსაც, თუმცა ხელმძღვანელობამ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო. ეს ძირითადათ იმ დიდი კონკურენციის გამო მოხდა, რაც ეხლა სუფევს იუვეს წინა ხაზში. ახალგაზრდა ფეხბურთელს კი განვითარებისთვის რაც შეიძლება დიდი სათამაშო დრო ესაჭიროება. ბევრი კრიტიკა მოჰყვა მაროტას მისამართით ბერარდის საბოლოოდ გასხვისებას სასუოლოში, თუმცა სიტუაცია სხვაგვარად დგას. იუვეს, მომავალ სეზონში ისევე შეეძლება დომენიკოს დაბრუნება, როგორც ეს ძაძას შემთხვევაში მოხდა. ანუ, ბიანკონერიმ კი დათმო ამ ეტაპზე უფლებათა პაკეტი, მაგრამ მომავალ სეზონში მის გარეშე ვერაფერი მოხდება. პირველი უფლება სწორედ მაროტას მხარეს არის და თან კონკრეტულ თანხად. სახელდება 15-20 მილიონი ევრო.. რაც შეეხება თავად ბერარდისადმი დამოკიდებულებას, ამაზე თავად საფეხბურთო აგენტი ისაუბრებს..

დომენიკო მომავალ სეზონსაც მოკრძალებულ სასუოლოში გაატარებს.. რამდენად იყო სწორი ეს ნაბიჯი?

“დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა მსჯელობა თუ როგორ უნდა გადაწყვეტილიყო დომენიკოს მომავალი. თითოეული მხარე იყო დაინტერესებული, რომ ფეხბურთელისთვის ეს ნაბიჯი ყოფილიყო იდეალური და ვფიქრობ, მხარეებმა მიაღწიეს საწადელს. ბერარდის ეხლა სათამაშო დრო ესაჭიროება, რადგან წინ ევროპის ჩემპიონატია..”

და აკვირდება კი საერთოდ იუვენტუსი ბერარდის?

“ორი აზრი არაა! გუნდს ეს არაერთხელ დაუფიქსირებია საჯაროდ და პირად საუბრებშიც. იუვე ძალიან დიდ იმედებს ამყარებს დომენიკოზე. სიმართლე გითხრათ ტრანსფერის ასეთი სახე არაფერს არ ცვლის. ბიანკონერი კვლავინდებურად აკონტროლებენ სიტუაციას”.

პაველ ნედვედმა საკმაოდ დადებით კონტექსტში მოიხსენია იგი..

“ჩეხის მოსმენა დომენიკოსთვის იყო ძალიან სასიამოვნო. რადგან ეს იყო სიტყვები იმ ადამიანის მხრიდან, რომელსაც უმაღლეს დონეზე აქვს ნათამაშები და ჯილდოთ ოქროს ბურთიც კი ერგო. გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ მას ამ კომლიმენტებისთვის”.

რა უნდა გააუმჯობესის მიმდინარე სეზონში დომენიკომ?

“ზრდის დიდი პოტენციალი აქვს. ფეხბურთელი არ აპირებს მიღწეულზე შეჩერებას და მუხლჩაუხრელად იშრომებს მოახლოებულ სეზონში. ვფიქრობ, დომენიკო დი ფრანჩესკო მას გაუკეთებს სწორ მოტივირებას”.

ევროპული თავგადასავალი დასრულდა საკმაოდ სწრაფად..

“დასანანია, რადგან ბერარდის და მის პარტნიორებს აშკარად მეტის მიღწევა შეეძლოთ. ამაში სამწუხაროდ სხვადასხვა ასპექტმა ითამაშა ცუდი როლი. თავად დომენიკომ მთელი გული ჩადო მატჩებში და ყველაფერი გაიღო რაც შეეძლო. მისი ასპარეზობით ნამდვილად ვარ კმაყოფილი”.

წყარო: TuttoJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakli28
9 years ago

მაგარი მიქრა მაროტა ამის მაგივრად ძაძა რპ დააბრუნდა, იმედია ვცდები

mamuka iosava
9 years ago
Reply to  irakli28

სამწუხაროდ არ ცდები

ALLENATORE
9 years ago

არაფერი არა ბერარდი ) მე არ მჯერა ეგ რო დიდი ფეხბურთელი იქნება ) ძაძა ნამდვილი ტარანიაა )) ცენტრ ფორვარდი ნამდვილი ) და საინტერესი იქნება რას იზავს )
https://www.youtube.com/watch?v=In8tHL0PnN4

9 years ago

მე ხომ ვთქვი ბერარდის უფრთხილდებიან და იმიტო არ მოიყვანეს მეთქი )) აი ზაზას წელსვე მოუწევს დამტკიცება რა შეუძლია, იმედია მაგრად ითამასებს… ვნახოთ ვნახოთ :forza:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

კაია ბერარდი და რაღაც დოზით შეიძლება სწორადაც მოიქცნენ კიდე უნდა გაიზარდოს და მომდევნო წელს მოვა :forza:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x