ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პეპე : “სულსა და გულს გავიღებ იუვენტუსისთვის”

ტურინის “იუვენტუსში” გატარებული ხუთი წლის შემდეგ სიმონე პეპე ბიანკონერებს ტოვებს.31 წლის ფეხბურთელი ბოლო ორი წლის განმავლობაში მუდმივად ტრავმირებული იყო და მწყობრში დაბრუნება მხოლოდ რამდენიმე თვის წინ მოახერხა, 30 ივნისს იგი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს : “როცა ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე ბოლოჯერ ვისარგებლე ჩემი კარადით, გული დამწყდა.ტრავმებს თუ არ ჩავთვლით, იუვეში შესანიშნავი წლები გავატარე.მზად ვიყავი შავ-თეთრი მაისურისთვის გული, სული და ორივე ფეხი გამეღო.გულშემატკივრებისგან ყოველთვის დიდ სიყვარულს ვგრძნობდი, ისინი გვერდში მედგნენ და მათ, როგორც ერთგულ ქომაგებს, არასოდეს დავივიწყებ.მომავალი ? – იტალიაში დავრჩები და აქაურ ვარიანტებს განვიხილავ, ფეხბურთმა სამი სახლში მაჩუქა – ტერამო, უდინეზე და იუვენტუსი.ჩემპიონთა ლიგის ფინალი არასოდეს დამავიწყდება, ბიჭებს მატჩის შემდეგ ვუთხარი, რომ დროის გასვლასთან ერთად ტკივილი უფრო იმატებდა, ასეც ხდება.მთელი ღამე ვერ დავიძინე და თითოეული მოთამაშე ასე იყო, დილის შვიდი საათისთვის Whatsapp – ის ჩატში ყველა ფეხბურთელმა მოიყარა თავი, ძილი ვერავინ შეძლო.ლიგის თასი ასე ახლოს იყო, ჩვენ კი გამარჯვება ვერ შევძელით.კლუბში საოცარი ატმოსფერო იყო და იმედი მაქვს, ახალი ფეხბურთელების მოსვლის შემდეგ ეს გრძნობა არ განელდება, იუვეს მთავარი პლიუსი ესაა : მწვრთნელები და ფეხბურთელები იცვლებიან, მაგრამ უცვლელია გუნდის მენტალიტეტი : გამარჯვება და სიდიადე.”

“იუვენტუსმა” კარლოს ტევესი გაუშვა, სამაგიეროდ მარიო მანჯუკიჩი და პაულო დიბალა დაიმატა : “სიმართლე გითხრათ, ვიცოდი რომ კარლიტო მოისურვებდა სამშობლოში დაბრუნებას, გამიხარდა რომ იუვენტუსი პატივისცემით მოეკიდა მის გადაწყვეტილებას.ტევესი ყოველთვის მემახსოვრება როგორც შესანიშნავი მოთამაშე და საოცარი ადამიანი, ბოკაში მასთან ერთად სიამოვნებით წავიდოდი.დიბალა ? – ვფიქრობ, სწორედ ის აიღებს ჩემს შვიდიანს, პაულო შესანიშნავი ახალგაზრდაა, რაღაცით ვინჩენცო მონტელას მაგონებს.მართალია, იუვენტუსი სულ სხვა დონეა, ვიდრე პალერმო, თუმცა არგენტინელს შეუძლია დიდი მიზნებისთვის იბრძოლოს.ტევესი მანჯუკიჩისგან განსხვავდება, მათ შორის საერთოა ბრძოლისუნარიანობა, დაუღალავად, ბოლო წამამდე.გადახედეთ ისტორიას, რამდენი ორთაბრძოლა ჰქონდა მარიოს ჯორჯო კიელინისთან, ხორვატი იმ უიშვიათეს ფეხბურთელთა რიგში შედის, რომელთაც შეუძლიათ ორ წუთში დაბრუნდნენ მოედანზე თავის გატეხვის შემდეგ.მორატა ? – ალვარო ფენომენია.მისი ტექნიკა, ფიზიკური სიძლიერე და პასის ტექნიკა აღმაფრთოვანებს.მას შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო 5-6 ფეხბურთელში მოხვდეს.როცა იგი იუვეში მოვიდა, პირველივე ვარჯიშზე ვასწავლა იტალიურად დაფიცება, რათა თამაშის დროს გამოეყენებინა.იგივე გაკვეთილები პოლ პოგბასაც ჩავუტარე, თუმცა ფრანგმა უკვე იცოდა, მას ფედერიკო მაკედასგან უსწავლია, იუნაიტედში ასპარეზობისას.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

99 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Datuna Datuna
9 years ago

sad sheileba brazilias vukurooo damexmaret kai linkit :):)

lasha naxucrishvili
9 years ago
Reply to  Datuna Datuna

http://footballhd.ru/onlinevideo/102757-braziliya-paragvay-pryamaya-video-translyaciya-onlayn-v-0030-msk.html
ACESTREAM პროგრამა ჩაწერე და უყურე ძაან გიჟი ჩვენება აქ უპროგრამოდაც შეგიძლია ნახო აქ

jek17
9 years ago

წელს რა ყველას წასვლა მოუნდა,ვითომ პოგბაც წავა,ეგ უკვე დიდი დანაკლისი იქნება და ალბათ ვერც აანაზღაურობენ,პირლო,ტევესი პოგბა სამი წამყვანი ფეხბურთელი მარა პოგბა თუ წავიდა რადაც არ უნდა დაუჯდეთ ვერატი და ისკო უნდა მოიყვანონ რო ამათი წასვლა არ დაეტყოს გუნდს

Di Francesco # 1
9 years ago

Portugaliam 5-0 mougo germanias da finalshi gavida, arada mag portugalias tamashis xarisxit ashkarad ajoba Italiam, shvedetic igebs da albat magenic gavlen finalshi, italiam tvitonve sheaferxa misi tavi tuara potenciurad italiaze zlieri gundi am chempionatze ar iyo, shemadgenlobac yvelaze zlieri gvyavda, bardi – rugani – zapakosta – berardi – beloti – benasi ukve chamoyalibebuli motamasheebi Arian

Kva Shi
9 years ago

1juve says: გეტანხმები ბრატ, კონტემ მაგარი ზემოქმედება იქონია მთლიანად გუნდზე. ტაქტიკის რა გითხრა მაგრამ სულს და გულს რომ დებდა ეს უეჭველია, თვითონ მგონი თამაშის დროს იმდენი მანძილი ქონდა გავლილი ზოგიერთ მცველზე მეტი. კონტემ მართლა შეუძლებელი შეძლო, მაგ სასტავით ყველას გაუჭირდებოდა, და კიდევ დავამატებ. ლიგაზე იხსენიებენ ცუდად კონტეს, ისტორიაში პირველად ჩემპიონი ჩატოვა ჯგუფში შემდეგ კი უძლიერესმა ბაიერნმა გამოგვაგდო, აი დარწმუნებული ვარ მაშინ ბარსა რომ შეგხვედროდა გავაგდებდით, ბარსას მაშინ კრიზისი ქონდა. მაგრამ ბაიერნი მაშინ მართლა ძალიან ძლიერი იყო და კიდევ კარგად ვეთამაშეთ. აი შემდეგი წელი კი ჯგუფში ჩარჩენა და ამას გადააყოლეს კონტე, არადა ლიპიმ ისეთ ნაკრებთან ჩატოვა იტალია ჯგუფში რომ მეტი არ… Read more »

Di Francesco # 1
9 years ago

ფეხბურთის ჩანაწერში ყურება არ მიყვარს დაჟე მოემნტებსაც იშვიათად ვუყურებ მარა 2011 წლის იუვენტუსის ყველა თამაშს ვუყურებდი ტელევიზორში რო გაუშვას ვინმემ :lool: კონტე კარერა ალესიო და თითოელი ფეხბურთელი და მათი დამოკიდებულება იუვენტუსის მიმართ იყო სამაგალითო არამარტო იუვეს ფანებისთვის ზოგადად საფეხბურთო სამყაროსთვის. ამ ხალხმა შეძლეს და არაფრისგან შექმენს ყველაფერი. ძან დიდი პერიოდები ქონია იუვეს არსებობის ისტორიაში მარა ერთერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდი იყო 2011 წელი, მაგ დროს დაიწყო იუვეს ახალი ეპოქა და ვნახოთ სადამდე მივალთ, მე მგონია რო ისეტ რამეს გავაკეთებთ რო საუკუნეებს გაუძლებს იუვეს მიღწეული შედეგები და ამის საწყის წერტილად კონტეს იუვენტუსში მოსვლა ჩაითვლება

vakho sanikiani
9 years ago
| Newsphere by AF themes.
99
0
Would love your thoughts, please comment.x