ოფიციალურად : ტევესი “ბოკას” ფეხბურთელია
“ბოკა ხუნიორსის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა კარლოს ტევესის დაბრუნება დაადასტურა.11 წლიანი განშორების შემდეგ არგენტინელი ფორვარდი იქ დაბრუნდა, სადაც საფეხბურთო კარიერის პირველი წლები გაატარა.სამხრეთ ამერიკული კლუბის წარმომადგენლებმა ბიანკონერებთან რამდენიმე დღიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიაღწიეს შეთანხმებას და საბოლოოდ, ტრანსფერი წარმატებით მიიყვანეს ბოლომდე.საპირისპირო მიმართულებით, ბებერ ქალბატონს ახალგაზრდა ფლეიმეიკერი, გუიდო ვადალა შეუერთდება, ეს უკანასკნელი ტურინს უახლოეს დღეებში ეწვევა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.გარდა ამისა, “იუვენტუსმა” მოიპოვა სატრანსფერო უპირატესობა “ბოკას” რამდენიმე ახალგაზრდა ტალანტზე, თუმცა კონკრეტული სახელები მითითებული არაა.
წყარო : “ბოკას” ოფიციალური ვებ-გვერდი
აბა ეხა ბოკასაც ჩავუბრატდეთ ბოკაში იმდენი ლეგენდაა დაბადებული რო რავიცი
ნუ მაინდამაინც იმ ცხენკუდა პალასიოებსისს მსგავსებს ნუ მოგვცემენ

გეთანხმები ძმა.. ბოკა დიდი ფეხბურთელების სამჭედლოა, რაც კი არგენტინაში ფეხბურტელები მოდიან უმეტეს წილად ბოკა ტრამპლინია მათთვის.. აი როგორც ჩვენთან დინამოა, ყველა ნიჭიერი იქ რო ხვდება
მასეა ბოკა და რივერ პლეიტი ნუ ინდეპედიენტე იყო თავის დროზე და ესტუდიანტესი საოცარი გუნდები ტიტულები და ფეხბუირთელები მარა ბოკასგან განსხვავებით ისეთი წარმატებულები ვერ იყვნენ სულ უბრალოდ იქაურ ლიგას ბრდღვნიდნენ და საუკეთესო თაობა მაინც უფრო ბოკა რივერიდდან მოდის ბოკასთან ტევესმა და რივერთან ტრეზეგემ ჩაგვაბრატოს ხო ყომარობდა მანდ
