ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პეპე : “სულსა და გულს გავიღებ იუვენტუსისთვის”

ტურინის “იუვენტუსში” გატარებული ხუთი წლის შემდეგ სიმონე პეპე ბიანკონერებს ტოვებს.31 წლის ფეხბურთელი ბოლო ორი წლის განმავლობაში მუდმივად ტრავმირებული იყო და მწყობრში დაბრუნება მხოლოდ რამდენიმე თვის წინ მოახერხა, 30 ივნისს იგი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს : “როცა ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე ბოლოჯერ ვისარგებლე ჩემი კარადით, გული დამწყდა.ტრავმებს თუ არ ჩავთვლით, იუვეში შესანიშნავი წლები გავატარე.მზად ვიყავი შავ-თეთრი მაისურისთვის გული, სული და ორივე ფეხი გამეღო.გულშემატკივრებისგან ყოველთვის დიდ სიყვარულს ვგრძნობდი, ისინი გვერდში მედგნენ და მათ, როგორც ერთგულ ქომაგებს, არასოდეს დავივიწყებ.მომავალი ? – იტალიაში დავრჩები და აქაურ ვარიანტებს განვიხილავ, ფეხბურთმა სამი სახლში მაჩუქა – ტერამო, უდინეზე და იუვენტუსი.ჩემპიონთა ლიგის ფინალი არასოდეს დამავიწყდება, ბიჭებს მატჩის შემდეგ ვუთხარი, რომ დროის გასვლასთან ერთად ტკივილი უფრო იმატებდა, ასეც ხდება.მთელი ღამე ვერ დავიძინე და თითოეული მოთამაშე ასე იყო, დილის შვიდი საათისთვის Whatsapp – ის ჩატში ყველა ფეხბურთელმა მოიყარა თავი, ძილი ვერავინ შეძლო.ლიგის თასი ასე ახლოს იყო, ჩვენ კი გამარჯვება ვერ შევძელით.კლუბში საოცარი ატმოსფერო იყო და იმედი მაქვს, ახალი ფეხბურთელების მოსვლის შემდეგ ეს გრძნობა არ განელდება, იუვეს მთავარი პლიუსი ესაა : მწვრთნელები და ფეხბურთელები იცვლებიან, მაგრამ უცვლელია გუნდის მენტალიტეტი : გამარჯვება და სიდიადე.”

“იუვენტუსმა” კარლოს ტევესი გაუშვა, სამაგიეროდ მარიო მანჯუკიჩი და პაულო დიბალა დაიმატა : “სიმართლე გითხრათ, ვიცოდი რომ კარლიტო მოისურვებდა სამშობლოში დაბრუნებას, გამიხარდა რომ იუვენტუსი პატივისცემით მოეკიდა მის გადაწყვეტილებას.ტევესი ყოველთვის მემახსოვრება როგორც შესანიშნავი მოთამაშე და საოცარი ადამიანი, ბოკაში მასთან ერთად სიამოვნებით წავიდოდი.დიბალა ? – ვფიქრობ, სწორედ ის აიღებს ჩემს შვიდიანს, პაულო შესანიშნავი ახალგაზრდაა, რაღაცით ვინჩენცო მონტელას მაგონებს.მართალია, იუვენტუსი სულ სხვა დონეა, ვიდრე პალერმო, თუმცა არგენტინელს შეუძლია დიდი მიზნებისთვის იბრძოლოს.ტევესი მანჯუკიჩისგან განსხვავდება, მათ შორის საერთოა ბრძოლისუნარიანობა, დაუღალავად, ბოლო წამამდე.გადახედეთ ისტორიას, რამდენი ორთაბრძოლა ჰქონდა მარიოს ჯორჯო კიელინისთან, ხორვატი იმ უიშვიათეს ფეხბურთელთა რიგში შედის, რომელთაც შეუძლიათ ორ წუთში დაბრუნდნენ მოედანზე თავის გატეხვის შემდეგ.მორატა ? – ალვარო ფენომენია.მისი ტექნიკა, ფიზიკური სიძლიერე და პასის ტექნიკა აღმაფრთოვანებს.მას შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო 5-6 ფეხბურთელში მოხვდეს.როცა იგი იუვეში მოვიდა, პირველივე ვარჯიშზე ვასწავლა იტალიურად დაფიცება, რათა თამაშის დროს გამოეყენებინა.იგივე გაკვეთილები პოლ პოგბასაც ჩავუტარე, თუმცა ფრანგმა უკვე იცოდა, მას ფედერიკო მაკედასგან უსწავლია, იუნაიტედში ასპარეზობისას.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

99 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ეგეთი მაღალი დონის იგროკები რო ლიდერობდნენ იმიტო იყო ჯგუფურ ეტაპს რო ვერ ცდებოდნენ ან 23 თამაში იქიდანაც უმრავლესობა თუ არა ბევრი სკამიდან დაწყებული რა ლიდერობაზე მალაპრაკები ნუ გამოგყავს ეხლა აქ პეპე ვარსკვლავად :lool: პეპე არი ჯოვინკოზე ოდნავ მაღალი დონის იგროკი საშუალოს მრე მოდის ვარსკვლავი კაი ფეხბურთელი არი ცუდი საშუალო და ვარსკვლავი ხოდა ჯოვინკოს დონე არი ცუდი ნუ შემედავები ამ ასაკში ამერიკაში ამრტო ცუდი იგროკები უბერავენ პეპეს დონე არი საშუალო მარკიზიო უკვე კარგი დონეა რაც გადის ვარსკვლავის გზას :chuvak:

Di Francesco # 1
9 years ago

მანდამაინც იმას იმახსოვრებთ რაც გინდათ? ვუჩინიჩი ზოგმა საერთოდ არ იცოდით ვინ იყო მე რო ვბალეჩიკობდი მარაგას, კვალიზე არანაკლებ დამწყდა გული მირკოს გაშვებაზე. თუმცა იუვეში რო ვუჩინიჩმა თავის მაქსიმუმი ვერ აჩვენა ფაქტი იყო, იმ პერიოდში კვალიარელაზე ძლიერი ფორვარდი იუვეს არ ყოლია, არც მირკო არც მატრი და არც მიტუმეტეს ბენტნერი. მირკო მე მომწონდა ფლანგზე და არა ცენტრფორვარდად, მარჯვნივ ვუჩინიჩი – მარცხნივ პეპე შუაში კვალი ეს შეტევა იმ დროს საუკეთესო იქნებოდა მარა კონტე სხვანაირად ფიქრობდა და რას ერჩი გაამართლა კიდევარც მისმა ნაფიქრმა

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ბაიერნის საიტიც ავრცელებს ინფორმაციას რო ბენატია შეიზლება იუვემ 22 ლიმონად იყიდოსო რად უნდათ კიდევ 1 ცენტრალური მცველი თან ამ დონის ბენატია არ ვიცი ეგ ხო სკამის სახეხად არ მოვა გარანტირებული სკამი არ იქნება ბენატია და რავიცი რავიცი რა ხდება ….

Di Francesco # 1
9 years ago

ALLENATORE
მაგ პერიოდში ნაკრებში პეპეზე და კვალიარელაზე უკეთესად არავის არ უთამაშია, ზუსტად ნაკრებში ნაჩვენები მაღალი დონის თამასის გამო ვიყიდეთ ერთიც და მეორეც და ორივმ გაამართლა ჩემი აზრით, ვერც ერთი გახდა ნედვედი და ვერც მეორე დელ პიერო მარა ვინც ელოდა რო გახდებოდნენ იმას ფეხბურთი არ ცოდნია, მე პეპეს და კვალის ვაფასებ იმის გამო რო მაგ ორმა ზუსტად ის გააკეთეს და იმაზე მეტიც რასაც მე მაგ ორისგან ველოდი

ALLENATORE
9 years ago

))))))))) უკემენტაროდ ))) :D:D: პეპე და ნაკრები ))

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

მაგას ვამბობ მეც ისე შენ ის არ ხარ ვუჩინიჩს რო ლანძღავდი არადა მირკო იყო იმ გუნდის უფრო დიდი ლიდერი ვიდრე პეპე :lool: :lool:

Di Francesco # 1
9 years ago

ვინ თქვა ვარსკვლავი იყოო? პეპე იყო კარგი ფეხბურთელი და უფრო მეტიც სეიძლება, საშუალო დონის ფეხბურთელი რო არ იყო მაგაში 100% დარწმუნებული ვარ, საშუალო დონის ფეხბურთელები, რენში, ნიუკასლში, ალკორკონში და ბრედაში თამაშობენ, პეპემ კიდე 5 წელი იუვეში ითამაშა, მოიგო 4 სკუდეტო და აქედან ორში ერთერთი ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა. თქვენ თუ იუვეს მასშთაბით განიხილავთ მაშინ შეიძლება ჩავთვალოთ საშუალო დონის ფეხბუტლად, მარა ზოგადად ფეხბურთში პეპე საშუალოზე ბევრად მაღალ დონის ფეხბურთელად ითვლება, იუვეში კი იმ კონტიგენტიდან გამომდინარე რაც იუვეს ყოლია პეპე შეიძლება ჩაითვალოს საშუალო დონის ფეხბურთელად იუვესთვის

ALLENATORE
9 years ago

1juve says: შენ ეხლა გოლებს რო იხსენებ ) რა მაგით ? გეუბნები პეპე ყველას უყვარს ) პირველ რიგში იმიტო რო მაგარი პიზტიური პიროვნებაა ) შენ რაზე კამათობ იმაზე რო პეპე საშუალო დონის ფეხბურთელიაა ?? რა მაღალი დონისაა უფრო ?? )) :D უაზრო კამათია ) კაცმა შეაფასა სწორად .არავინ ამბობს რო ვინმეს არ ევასებოდა ) უბრალოდ მაღალი დონის ფეხბურთელს პეპეს ვერანაირად ვერ დაარქმევ ) მაღალი დონის რო ყოპილიყო ნაკრებშიც დატოვებდა რაღაც სახელსს მაინც ) და მარტო მაისურს არ ჩაიცვამდა ) მითუმეტეს მაშინ როცა ნაკრებს პრობლემები ქონდა ყველა პოზიციაზე ) თორე ადრე პეპე ნაკრებში ბურთის მიმატანადაც არ იქნებოდა )) ჩემთვის პეპე საშუალო… Read more »

dato_juventino
9 years ago

ძან მაგრი კაცი მართლა ყვრლა თამაში ბოლომფე იხარჯებოდა,რო არა ის ტრამვა ახლა კანდრევა კი არ უნდა იყვეს ნაკრებში არამდე პეპე. ეგ არ დამავიწყდება ნეპოლში 3-2 რა გოლი შეუგდო დრიბლინგით მთელი ნაპოლი ათრია.ძან მაგარი ხარ პეპე გიბალეშიკებ სადაც არ უნდა წახვიდე. :love: :italy:

Di Francesco # 1
9 years ago

7 შეიძლება ხედირამ აიღოს, დიაბალა მაინც მგონია რო 32 იქნება

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

აუ ხედორ რა უნდა 7 ნომერთან :chuvak: 7 ვინმე მორბენალმა აიღოს შემტევმა ან ფლანგელმა კედელმა კი არა ხედომ სხვა ჩაიცვას რამე :lool:

irakli28
9 years ago

მაშინ გააჩნია ვარსკვლავს ვინ როგორ აღიქვამს, პეპეც ვარსკვლავია და ბეილიც,აზარიც,პირლოც,ბუფონიც?…. ნორმალური იგროკი იყო რა, 1-2 სეზონი ნორმალურად ითამაშა

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane
Reply to  irakli28

მეც მაგას ცვამბობ ნორმალური შალუალო კალიბრის იგროკი იყოთქო :chuvak:

d a v i d
9 years ago

:love: :love: :love:

Di Francesco # 1
9 years ago

ბუფონი და მარკიზიო არა, ბუფონი და კიელინი იყო + დელ პიერო, მარკიზიომ მაღალი დონის მოთამაშედ კონტემ ჩამოაყალიბა. რა აზარი და მესი? ვიღაცა უცხომ რო წაიკითხოს ჩვენი ნაწერები იფიქრებს რო თქვენ უფრო დიდი ფეხბურთელი გგონიათ პეპე ვიდრე მე, აზარს რო ადარებ ეს უკვე დიდი პლიუსია პეპესთვის, პეპე იყო იუვენტუსისთვის უბრალოდ საჭირო კაცი და არა ლეგენდა, ლეგენდებოსთვის არც თვიონ მოსულა და არც მაროტას მოუყვანია, პეპე არის ფეხბურთელი რომელიც ნებისმიერ მომენტსი გამოვა და თამაშს გაამწვავებს, მინიმუმ გუნდს დამუხტავს და უკეთეს განწყობაზე მოიყვანს, პეპემ სწორად თქვა იუვეს მთელი გული და სული მივეციო, ზუსადაც ეს იყო პეპეს პლიუსი რო მოედანზე გულანთებული გამოდიდა, ასეთი მიდგომა ზოგადად… Read more »

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ხოდა რა გინდა შენც ამბობ რო საშუალო კალიბრია და მეტი არაფერი მეც მაგას ვამბობ დიდი ფეხბურთელი არასოდეს იყო უბრალოდ უყვარდა იუვე და ყველაფერს აკეთებდა პეპე არ არის ლეგენდა უბრალოდ კარგად მოსაგონი იგროკი არათუ იუვესი საერთოდ იტალიური ფეხბურთის ლეგენდაც არ არი უბრალოდ იყო ის რა დადებითი პიროვნება უყვარდა გუნდი და რაც შეეძლო აკეთებდა თუმცა მე რო მკითხონ პეპეს დონის მოთამაშეს ძირითად სასტავში აღარასდროს ვუსურვებდი იუვეს :chuvak:

Di Francesco # 1
9 years ago

საშუალო დონის ფეხბურთელები იუვენს დონის გუნდის ლიდერობას 1 თამაშის მანძილზეც ვერ ახერხებენ, პეპემ კიდე 2-3 წელი იუვეში სტაბილურად მაღალ დონეზე ითამაშა და ერთერთი საუკეთესო მოთამასე იყო, კონტეს თილისმააო ბევრი ამბობდა. აქ ტევეი რო წავიდა ხალხი წერდა ლაციოსთან გატანილ გოლს ვერ დავუვიწყებო, არადა მართლა არ მახსოვს რომელ გოლზე ამბობდა პეპეს კიდე მართლა დაუვიწყარი გოლები აქ შეგდებული, ლაციოსთან ბოლო წუთზე სერიოზული ჯარიმა, ნაპოლისთან ცენტრიდან წამოღებული ბურთი მეტოქესთან გათამაშებული კედელი და სერიოზულად სესრულებული გოლი და ლაციოსთან კიდე პირლოს სუპერ პასის შემდეგ მაღალ დონეზე შესრულებული მაკრატელა, მინიმუმ ეს 3 გოლი მართლა დაუვიწყარი იყო. კარგი ადამიანიაო კიდე ისე თქვი ვითომ მაგით პეპეს ფეხბურთელობა კნინდებოდეს, კარგი… Read more »

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

მატრი და კვალიერების პონტში კი ბატონო აბა ძველი იუვე ყოფილიყო რას ულიდერებდა ნახავდი მაშინ მთელი სერია A იყო ერთი დიდი სანაგვე მე თუ მკითხავ ტიოაგო სილვა იბრა გაქცეულები და ყველა გუნდში იყო საშუალო კალიბრის მოთამაშე ერთი იუვეში იყო ბუფონი და მარკიზიო დალშე არცერთ გუნდს არ ყოლია ვარსკვლავი და მაგის ფონზე ჩანდა და ვინც პეპეზე იტყვის ვარსკვლავიაო იმის საფეხბურთო გემოვნება ძან დაბალია ჩემი თვალით პეპეც ვარსკვლავია და მესიც? პეპე არი საშუალო დონე არც მეტი და არც ნაკლები 110 თამასში 14 გოლს შაშუალო კალიბრს გააქ იგივე პოზიციისაა აზარი დაახლოებით მარა რაც პეპეს 3 სეზონში გააქ ვარსკვლავ აზარს 1 სეზონში გააქ ეს განსხვავებაა

ALLENATORE
9 years ago

შენ ეხლა გოლებს რო იხსენებ ) რა მაგით ? გეუბნები პეპე ყველას უყვარს ) პირველ რიგში იმიტო რო მაგარი პიზტიური პიროვნებაა ) შენ რაზე კამათობ იმაზე რო პეპე საშუალო დონის ფეხბურთელიაა ?? რა მაღალი დონისაა უფრო ?? )) :D უაზრო კამათია ) კაცმა შეაფასა სწორად .არავინ ამბობს რო ვინმეს არ ევასებოდა ) უბრალოდ მაღალი დონის ფეხბურთელს პეპეს ვერანაირად ვერ დაარქმევ ) მაღალი დონის რო ყოპილიყო ნაკრებშიც დატოვებდა რაღაც სახელსს მაინც ) და მარტო მაისურს არ ჩაიცვამდა ) მითუმეტეს მაშინ როცა ნაკრებს პრობლემები ქონდა ყველა პოზიციაზე ) თორე ადრე პეპე ნაკრებში ბურთის მიმატანადაც არ იქნებოდა )) ჩემთვის პეპე საშუალო დონის ფეხბურთელიაა… Read more »

Di Francesco # 1
9 years ago

ახლა უფრო მაღალი დონეა ვიდრე მაშინ იყო, თუ მოინდომებს და გუნდიც ხელს შეუწყობს 15 გოლი არ იქნება პრობლემა

ALLENATORE
9 years ago

საშუალო დონისაა აბაა რა არისს ? დელპიეროა ? :D:D )) სწორად დაწერა, შენ ეხლა ხალხს ნუ დააუწყებ ნამდვილი იუვენტინოა თუ რაც არისს )) მე იტალიაში ვარ და ვხედავ რატომაც გაქაჩა ამდენი ხანი იუვეში ) მაგის ადგილზე ნებისმიერ სხვა გაააგდებდნენ გუნდიდან და 2 წელი არავი დაელოდებოდა ტრავმას როდის მოიშუშებდა, ისევე როგორც თავის დროზე ანდრადეს უქნეს ) უბრალოდ მაგარი ტიპია რასაც ქვია მაგარი ადამიანია ) ხუმარა და ასე შემდეგ ) იდეალური ურთიერთობა ქონდა ყველასთან გუნდში როგოც ხელმძღვანელობასთან ასევე ფეხბურთელებთან ) შენ ნუ დაიწყებ ეხლა იუვენტინოებაზე საუბარსს )) სწორედაც საშუალო დონის ფეხბურთელი იყო იუვეს ძაან ბევრი ყავდა ეგეთი ) უბრალოდ ეს სულ სხვა… Read more »

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane
Reply to  ALLENATORE

აი ზუსტი ხარ ყველაფერში იუვეში საშუალო კალიბრის ფეხბურთელები ყოველთვის მრავლად იყო მე ააერთოდ შორს ვარ იმ აზრისგან რო იუვე თავის დროზე მერდებს სერია B ში არ გაეგდოთ საერთოდ ეჭვი მეპარება ოდესმე პეპე იუვეში მოხვედრილიყო

Di Francesco # 1
9 years ago

ძაძას და ბერარდის გამო ვუყურებდი სასუოლოს თამაშებს, კვალის გამო ტორინოსას და ახლა ეს და უდინეზეც დამემატა :chuvak: განაცხადში მაინც შევიყვან ამას ნაკრების, 15 გოლი 10 ასისტი საკმარისი იქნება მაგისთვის

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

პეპემ უდინეში 110 თამაშამდე რო ითამაშა მაშინ ვერ გაიტანა 15 გოლი და შენ გინდა რო ახლა 1 სეზონში შეაგდოს 15 გოლი? :chuvak: პეპესი რაც არასოდეს მომწონდა ისაა რო შემტევი ნახევარმცველისთვის კატასტროფულად ცოტა გოლი გაჰქონდა ყველა გუნდში

Di Francesco # 1
9 years ago

ნაკლებად მაინტერესებს საფეხბურთო სამყაროსთვის ვინ ვინაა, იუვენტუსი არის გუნდი რომელშიც პეპესნაირები სათანადოდ ფასდება. პეპე არის ფეხბურთელი რომელიც ნებისმიერ სხვა გუნდში მაქსიმუმს გააკეთებს კონკრეტულად იმ კლუბისთვის მარა ყოველთვის იუვენტინოდ დარჩება.

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

დაფასება და ვარსკვლავი განსხვავდება პეეპე არასოდეს ყოფილა ვარსკვლავითქო თორე არ დააფასებენ არ მითქვია თორე იუვე სისოკოსაც ულოცავს ხოლმე დაბადების დღეებს აპიებსაც და ზალაიეტებსაც :chuvak:

Di Francesco # 1
9 years ago

არავის არ უთქვია ვარსკვლავი იყოო და არც არავის არ უთქვია საშუალო დონი იყოო შენს გარდა, მემგონი პეპეს დონის განხილვა ახლა უადგილო იყო

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

პოგბას 90 მილიონი კი არა მანჩესტერმა ბავარიას მიულერისთვის 160 ლიმონი შესთავაზა :chuvak: უარი უთხრეს ბავარიის ბოსებმა ვან გაალს ოცნებად აქო შვაინას და მიულერის ტრანსფერი და თუ მიულერი იყიდა მანიუმ ყველანაირ რეკორდს დაამხობენ და 100 წელი ვერ მოხსნის მაგას ვერავინ :lool: რა შუაში იყო იუვესთან მარა

Di Francesco # 1
9 years ago

კაცმა რაები ილაპარაკა და შენ დაუწერე საშუალო დონის ფეხბურთელი იყავიო, მესი რო არაა ვიტონაც იცის უბრალოდ ნამდვილი იუვეს ფანების მხრიდან დიდ პატივისცემას იმსახურებს და აქვს კიდევაც

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

პატივს რახან ვცემ 100 წელი არ ვიტყვი რო პეპე ზიდანზე დიდი ლეგენდაა იუვესი ან მასზე უკეთესი იგროკითქო მიყვარდა არასოდეს მითქვამს მასზე ცუდი მარა ჩემთვის და საფეხბურთო სამყაროსთვის პეპე არასოდეს ყოფილა ზვეზდა

lasha lasha
9 years ago

კაი რა რა საშუალო ფეხბურთელი ტრავმებმა გააწამეს თორემ მართლა ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ფლანგი იქნებოდა მაგარი ტექნიკა და სისწრაფე ქონდა ძაან მეიმედებოდა მაგრამ….. მოკლედ არ გაუმართლა :no წარმატებები პეპე იუვენტუსსაც ეყვარები ყოველთვის და გულშემატკივრაბსაც იმედია წელს თავს გამოიჩენ და კონტე ნაკრებშიც დაგიძახებს :forza: :italy:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane
Reply to  lasha lasha

გააწამეს მარა ვერ გახდა ზვეზდა მეც მაგას ვიძახი და რაც ითამაშა საშუალო კალიბრის ფეხბურთი ითამაშა შემტევი ნახევარმცველისთვის 80 თამაშამდე 12 გოლი ძან ცოტაა ამავე დროსს

lasha lasha
9 years ago

ჰო ვერ ითამაშა რომ არა ტრავმები უეჭველი ითამაშებდა :up: ასეთი უიღბლო ფეხბურთელი ბევრი არაა მსოფლიოში :no

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane
Reply to  lasha lasha

ნუ ეგ უკვე სხვა თემაა მაგ საკითხში არ შეგედავები რადგან კაცმა არ იცის რას ითამაშებდა :chuvak:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

როგორ არ არი უნიჭიერესი ბავარიელი შემდევი დაისლერი მაგაზე ტრაგიკული მოთამაშე არ მახსენდება რა მოუვიდა ტიპს რა მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და ძალიან ახალგაზრდას ისეთი რა მ მოუვიდა რო

Di Francesco # 1
9 years ago

საშუალო დონის ფეხბურთელები იუვეში 5 წელი ვერ ძლებენ, რო არა ტრავმა კაცმა არ იცის კიდე რამდენ ხანნს დარჩებოდა, საშუალო დონე იყო კრასიჩები და სისოკოებო, პეპე არის მაღალი დონის მოთამაშე რომელმაც 5 წლი იუვეში ითამაშა და ნაკრებშიც იყო თავის დორზე, ერთი კაი სეზონი თუ ჩაატარა წელს კონტე ევროპაზეც წაიყვანს, კანდრევაზე არაფრით ნაკლები არაა თუ შევიდა ფორმაში

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ბოლო 2 წელი თუ ითამაშა კი გამოვა 5 მარა პეპე ზვეზდა არასოდეს ყ ოფილა საფეხბურთო სამყაროსი ზვეზდები არიან დელ პიერო ინიესტა პირლო მესი სუარესი ნეიმარი პოგბა ზიდანი ბუფონი და მაგათ დონემდე პეპეს 1 ცა და მეორე მიწა აშორებდა იყო საშუალო დონის მუშა იგროკი არაფრით მეტი არ ყოფილა ვიდრე იუვეში ადრე აპია

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

იუვეში ზალაიეტაც იყო მარა ზალაიეტას თუ შენ საშუალო დონის მაგარ იგროკად თვლი ან მატრის რავიცი პეპე ყოველთვის საშუალო კალიბრის იგროკი იყო

jjj jjj
9 years ago

თუ მარკიზიო არა, გამიხარდება, თუ 10 ნომერს მორატა ჩაიცმევს! ბერარდიზე მინდოდა მაგრამ… :loool:

jjj jjj
9 years ago

პეპე :love: კაი კაცი ხარ!

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

კარგი კაცი ხარ კარგია რო ასე გიყვარს და მაგიტო გაფასებ თორე როგორც ფეხბურთელი ყოველთვის საშუალო დონის იგროკი იყავი :forza:

| Newsphere by AF themes.
99
0
Would love your thoughts, please comment.x