ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პეპე : “სულსა და გულს გავიღებ იუვენტუსისთვის”

ტურინის “იუვენტუსში” გატარებული ხუთი წლის შემდეგ სიმონე პეპე ბიანკონერებს ტოვებს.31 წლის ფეხბურთელი ბოლო ორი წლის განმავლობაში მუდმივად ტრავმირებული იყო და მწყობრში დაბრუნება მხოლოდ რამდენიმე თვის წინ მოახერხა, 30 ივნისს იგი თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს : “როცა ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე ბოლოჯერ ვისარგებლე ჩემი კარადით, გული დამწყდა.ტრავმებს თუ არ ჩავთვლით, იუვეში შესანიშნავი წლები გავატარე.მზად ვიყავი შავ-თეთრი მაისურისთვის გული, სული და ორივე ფეხი გამეღო.გულშემატკივრებისგან ყოველთვის დიდ სიყვარულს ვგრძნობდი, ისინი გვერდში მედგნენ და მათ, როგორც ერთგულ ქომაგებს, არასოდეს დავივიწყებ.მომავალი ? – იტალიაში დავრჩები და აქაურ ვარიანტებს განვიხილავ, ფეხბურთმა სამი სახლში მაჩუქა – ტერამო, უდინეზე და იუვენტუსი.ჩემპიონთა ლიგის ფინალი არასოდეს დამავიწყდება, ბიჭებს მატჩის შემდეგ ვუთხარი, რომ დროის გასვლასთან ერთად ტკივილი უფრო იმატებდა, ასეც ხდება.მთელი ღამე ვერ დავიძინე და თითოეული მოთამაშე ასე იყო, დილის შვიდი საათისთვის Whatsapp – ის ჩატში ყველა ფეხბურთელმა მოიყარა თავი, ძილი ვერავინ შეძლო.ლიგის თასი ასე ახლოს იყო, ჩვენ კი გამარჯვება ვერ შევძელით.კლუბში საოცარი ატმოსფერო იყო და იმედი მაქვს, ახალი ფეხბურთელების მოსვლის შემდეგ ეს გრძნობა არ განელდება, იუვეს მთავარი პლიუსი ესაა : მწვრთნელები და ფეხბურთელები იცვლებიან, მაგრამ უცვლელია გუნდის მენტალიტეტი : გამარჯვება და სიდიადე.”

“იუვენტუსმა” კარლოს ტევესი გაუშვა, სამაგიეროდ მარიო მანჯუკიჩი და პაულო დიბალა დაიმატა : “სიმართლე გითხრათ, ვიცოდი რომ კარლიტო მოისურვებდა სამშობლოში დაბრუნებას, გამიხარდა რომ იუვენტუსი პატივისცემით მოეკიდა მის გადაწყვეტილებას.ტევესი ყოველთვის მემახსოვრება როგორც შესანიშნავი მოთამაშე და საოცარი ადამიანი, ბოკაში მასთან ერთად სიამოვნებით წავიდოდი.დიბალა ? – ვფიქრობ, სწორედ ის აიღებს ჩემს შვიდიანს, პაულო შესანიშნავი ახალგაზრდაა, რაღაცით ვინჩენცო მონტელას მაგონებს.მართალია, იუვენტუსი სულ სხვა დონეა, ვიდრე პალერმო, თუმცა არგენტინელს შეუძლია დიდი მიზნებისთვის იბრძოლოს.ტევესი მანჯუკიჩისგან განსხვავდება, მათ შორის საერთოა ბრძოლისუნარიანობა, დაუღალავად, ბოლო წამამდე.გადახედეთ ისტორიას, რამდენი ორთაბრძოლა ჰქონდა მარიოს ჯორჯო კიელინისთან, ხორვატი იმ უიშვიათეს ფეხბურთელთა რიგში შედის, რომელთაც შეუძლიათ ორ წუთში დაბრუნდნენ მოედანზე თავის გატეხვის შემდეგ.მორატა ? – ალვარო ფენომენია.მისი ტექნიკა, ფიზიკური სიძლიერე და პასის ტექნიკა აღმაფრთოვანებს.მას შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო 5-6 ფეხბურთელში მოხვდეს.როცა იგი იუვეში მოვიდა, პირველივე ვარჯიშზე ვასწავლა იტალიურად დაფიცება, რათა თამაშის დროს გამოეყენებინა.იგივე გაკვეთილები პოლ პოგბასაც ჩავუტარე, თუმცა ფრანგმა უკვე იცოდა, მას ფედერიკო მაკედასგან უსწავლია, იუნაიტედში ასპარეზობისას.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

99 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ესპანური პრესა ბარსელონამ არდა და პოგბა შეიძინა არდა დაუყონებლივ შეუერთდება კლუბს ხოლო პოგბა მომდევნო წლიდან აუუუ არ გაყიდონ ამათმა პოგბა თო თან ბარსელონაში ლიგაზე მარტო ბარსა ხო არ იფრენს ყოველ 3 წელში აუ ჩემი კაი უკვე ისეთი ტენდეცია პოგბაც თუ თრიეს მართლა 3 წელში 1 ხელ მაინც მოიგებენ ხოლმე ლიგას ეგ კი არა ბუცკესმა რო თქვა ტყუილი კი არაა ლიგა რო მოიგეს თქვა ბარსა ისეთ ფეხბურთელებს იყიდის რო უახლოეს წლებში ლიგის ზედიზედ მოგებაა ჩვენი მიზანიო და მოდი და გააჩერე ყველადაყველაფერი ბარსას თუ მიყიდეს :blin:

vakho sanikiani
9 years ago

გამოიწერეთ ქართული იუვეს ინსტაგრამ ფან გვერდი

:juvee: :juvee:

ალეკო კოკაია

https://www.youtube.com/watch?v=jKjq-6LZYIg
აი როგორი იყო პეპე ტრავმამდე :forza: :forza: :forza: :forza:

vakho sanikiani
9 years ago

გამოიწერეთ ქართული იუვეს ინსტაგრამ ფან გვერდი

:juvee: :juvee:

vakho sanikiani
9 years ago
ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

მოკლედ ინტერი მაგრად უბერავს ტრანსფერებს მაგათ მგონი სკუდეტოსთვის ბრძოლა თუ არა გარანტირებული მეორე ადგილი უნდატ მილანიც რაღაცას ფაფხურობს მარა ინტერი გაცილებით კარგ სატრანსფერო პოლიტიკას ატარებს ცენტრი საოცრად კარგი ეყოლება ინტერს კონდოგბია კოვაჩიჩი იმბულა კაი ცენტრია უდაოდ და შეიძლება კი არა ულაპარაკოდ ლიგის ზონაში მოხვდებიან წინ იკარდი რომელმაც წინა წელსაც შეაგდო 20 თუ 22 გოლი და იოვეტიჩის ყიდვასაც ფიქრობენ ეხლა ან პატოს დაბრუნებას დაცვაშიც მურილო და მირანდა უყიდიათ ვახ ჩემი ტოჰირა რამ გააგიჟა და გადარია ასე :lool: :lool: :blin:

Di Francesco # 1
9 years ago

lexo_delpi საქმეც მაგაშია რო მე პეპე არც არავისზე კარგი და არც არავისზე ცუდი არ მგონია,მე ვომაგობ კაცს გარკვეული ასპექტების გამო და არა იმის გამო რო ვინმეს ჯობია, ანუ შენ ამბობ რო პეპეს აზარი ჯობია? ანუ აზარი რადგან ჯობია ესეიგი შენ ყოველ კვირას აზარის გოლებს ელი სულმოუთქმელად ხო? თუ იმაზე ფიქრობ სენ ვინც ვის ჯობია და ობიექტურად აფასებ სიტოაციას მაშინ ვინც უკეთესად მიგაჩნია მემგონიიმას უნდა უქომაგო, მე კიდე საერთოდ არ მაინტერესებს არც აზარი და არც მესი, მე ვარ პეპეს გულშემატკივარი და წელიწადში 2 გოლიც რო გაიტანოს ის ორი გოლი ბევრად მეტად გამიხარდება ვიდრე აზარის და მესის გატანილი 70 გოლი. იუვენტუსზე და… Read more »

Di Francesco # 1
9 years ago

lexo_delpi
რო აგიხსნა ვერ მიხვდები, ფეხბურთი სხვა რამეა, ყველასთვის ის რო იყოს კარგი და სამაგალითო ფეხბურთელი ვისაც მეტი გოლი გააქვს და ვინც მეტ საგოლე პასს აკეთებს მაშინ ყველას ერთიდაიგივე მოეწონებოდა და ინტერესსაც დაკარგავდა ფეხბურთი. მე ვარ პეპეს გულშემატკივარი და ვიცი რო პეპე სეზონსი 75 გოლს ვერ გაიტანს ისევე როგორც მესი, ანუ მე გათვითცნობიერებულად ვამბობ ზეზონში 75 ჯერ საფეხბურთო სიხარულზე უარს და ველოდები სეზონში 7-8 გოლს და სიხარულს პეპეს მხრიდან.

Vega
9 years ago

არავინ არ იცის რამდენ გოლს გაიტანდა პეპე ტრამვები რო არ ჰქონოდა. მაგრამ ტრამვებმა არ მისცეს თამაშის უფლება და გახსნა როგორც როსის. ამდენი ტრამვები რო მიეღო თქვენს აზარს ერთი ვნახავდი რამდენ გოლს გაიტანდა.

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane
Reply to 

უდინეზეში 110 თამაშში 12/14 გოლი აქ კაი ფეხბურთელი საშუალო კლუბშიც ჩანს აზარმა ლილში სუ ბავშვმა გაცილებით უკეთესი შედეგი დადო გოლებშიც ასისტებშიც და ბურთის ფლობაშიც რო გადათვალო სტატისტიკურად ამავდროულად ოფიციალურად ყველამ ვიცით რო წამყვანი ლიგებიდან ყველაზე ცოტა გოლი საფრანგეთში გადის პირადად მე იუვეს 100 წელი აღარ ვუსურვებ სასტარტოში პეპე მატრები ყავდეს უბრალოდ მაგ დროს სერია A იყო სრული სანაგვე მაგიტო გადაგვასწრო გერმანიამაც მილანიდან ყველა ვარკსვლავი გაიქცა ინტერი შუაწელში გაჩხერილი და ძან დაბალ დონეზე დავიდა სერია A სულ ეგ იყო

Vega
9 years ago

პეპესთვის ტრამვებს რო არ შეეშალა ხელი ეს უფრო მეტ შედეგს დადებდა იუვეს ისტორიაში. პეპე არაა ნამდვილად ხიხო ფეხბურთელი უბრალოდ ტრამვებმა დარიეს ხელი.

mishka berianidze
9 years ago

მე ეს იუვე მინდა მომავალ წელს თან ასე დავნომრავდი
1. ბუფონი
2. რომანიოლი
3. კიელინი
4. კასერესი
5. ბონუჩი
6. ვერატი
7. კავანი
8. მარკიზიო
9. მორატა
10. ისკო
11. ოსკარი
12. ლეალი
13. რუგანი
14. დრაგოვიჩი
15. ბარძალი
16. სტურარო
17. ფლორენცი
18. კომანი
19. მაძუკიჩი
20. ძაძა
21. დე ბრუენი
22. ასამოა
24. ხედირა
25. ძაპაკოსტა
26. ევრა
30. აუდერო

lexo doreuli
9 years ago

კარგი გემოვნება და რეალობის ცუდი შეგრძნება გაქვს :lool:

mishka berianidze
9 years ago
Reply to  lexo doreuli

გემოვნებას არ ვუჩივი რადგან იუვე მომწონს აგერ უკვე 16 წელია.

Vega
9 years ago

მეგობარო მერე არ აპირებ ვინმემ გვეთამაშოს ჩვენ? :)))))))

mishka berianidze
9 years ago
Reply to 

ისეთი შემადგენლობაც არ გამოდის რომ დაგეგმილი ყველა ტიტული მოვიგოთ მაგრამ ლიგაზე შეგვეძლება რომ მომდევნო წელს მოგებაზე ვიბრძოლოთ
თან თუ დააკვირდები ჩვენს გუნდიდან ისეთი ვარსკვლავები წავიდნენ და გავუშვი პოგბა, პირლო, ლიხშტაინერი, ლორენტე, ვიდალი, ტევესი
მათ მაგივრად კი მათზე არანაკლებ დიდი მოთამაშეები მოვიყვანე უბრალოდ მათზე ბევრად პატარები არიან და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვთ
ვერატი, დე ბრუენი, კავანი, ოსკარი, რომანიოლი, დარმიანი, ფლორენცი + დრაგოვიჩი, ძაპაკოსტა
მემგონი ძალიან დიდი სხვაობა არ უნდა იყოს.

lexo doreuli
9 years ago

ხალხი ოჯახის წევრებს და ახლო ნათესავებს ივიწყებს და, რა ვიცი, პეპეს დავიწყება არ უნდა იყოს მთლად შეუძლებელი :დ

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane
Reply to  lexo doreuli

პეპეზე დიდი ღვაწლი იუვესთვის ზალაეტას აქ გაკეთებული მე თუ მკითხავ უბრალოდ პეპეს იუვე რო უყვარს მაგიტო უყვართ ფანებს თორე მისი დიდი ფეხბურთელობა არ გაიშვას ხელიდან იტალიური მაშტაბითაც საშუალო იგროკი იყო მსოფლიო მაშტაბზე რო არ გავიდეთ გარდა ამისა თავისი პოზიციისთვის ძალია უშედეგიანო იყო მაგ პოზიციის ხალხს 110 მატჩში 30 გოლი უნდა ქონდეთ ნორმალური რო იყოს 14 გოლი კიდე ძან ცოტაა აზარი ბავშვი რო იყო საფრანგეთში უკეთეს სტატს დებდა ვიდრე პეპე როცა უკვე საკმაო გამოცდილება ქონდა და სტატისტიკურად საფრანგეთში ყველაზე ცოტა გოლი გადის მე პეპეში ეგ არ მომწონდა ყოველთვის მისი პოზიციის მოთამაშეს მეტი უნდა გაქონდეს და უფრო შედეგიანი უნდა იყვეს

Di Francesco # 1
9 years ago

პეპეზე რო ვთქვი საშუალო დონის მოთამაშე არააქთვა ავტომატურად ჩათვალეთ რო მესი და რონალდო მგონია? პეპე არ იყო ის მოთამაშე რო მისი გუნდიდან წასვლის დორს ვინმეს მისთვის მიეწერა საშუალო დონე იყავიო

lexo doreuli
9 years ago

სიმართლე გითხრა, ასე ძალიან რომ არ უყვარდეს იუვე, აუცილებლად ვიტყოდი, რომ საშუალო დონის ფეხბურთელიც არ არის საფეხბურთო კარიერის და მახასიათებლების მიხედვით. მიხეილ აშვეთიაზე ცოტათი კარგი და ჯანლუკა პესოტოზე ბევრად ცუდი ფეხბურთელი მგონია.

Di Francesco # 1
9 years ago

გიო დარჯანია
საერთოდ არ წამიკითხია შენი კომენტარი როცა მაგას ვწერდი :lool: პირიქით რაც დაწერე დიდწილად გეთანხმები

Di Francesco # 1
9 years ago

იუვენტუსის დონის კლუბში ადამიანური პატივისცემის მოპოვება და ამის გამო თუნდაც 2 წელი გუნდში შენახვა ესეც დიდი საქემა. ამის დამსახურებას ერთეულები ახერხებენ და პეპე რაღაც კუთხით იყო იმ ერთეულებში და გამორჩეულ ფიგურათ დარჩება ჩემთვის ყოველთვის, შეიძლება დღევანდელი ბევრი აღიარებული ვარსკვლავი დამავიწყდეს წლების მერე მარა პეპე ა მგონია დამავიწყდეს როდესმე, იმიტორო მე რისგამოც მომწონს ფეხბურთი იმ კომპონენტებით პეპე ჩემთან ერთერთი ყველაზე ახოს მდგომი მოთამაშეა

lexo doreuli
9 years ago

კი მაგრამ, ჩვენც აგვიხსენი, რა სჭირს ასეთი დაუვიწყებელი და უსაშველო? :lool:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

პეპეს ვაფასებთ მაგრამ ისიც გვესმის რო პეპე დიდი ვერაფერი ფეხბურთელი იყო ისევე როგორც მე ძალაეტას ყოველთვის ვაფასებდი და რო შემოდიოდა იმედი მქონდა გოლს გაიტანდა და ხშირად აკეთებდა კიდეც რეალის კარში განსაკუთრებული იყო მარა ზალაეტა ზე არასოდეს მითქვია რო შაშუალოზე დიდი კალიბრის იგროკიათქო მე ჯერ ფეხბურთი მიყვარს მერე იუვე და ყველა ფეხბურთის ფანი მასეა ამიტო ფეხბურთელს პირველ რიგში მისი კლასით ვაფასებ და არა იმით ვის მაისურს ატარებდა ან რა ეროვნებისაა :lool: :chuvak:

Di Francesco # 1
9 years ago

კონტეს ბევრი გადამწყვეტი თამაში მოუგია და კიდე ბევრს მოიგებს, ერთადერთი გადამწყვეტი თამაში რომელიც ვერ მოიგო იყო სტამბულში, ნახევარ მეტრიან თოვლში

Di Francesco # 1
9 years ago

კაი თუ ასე გიხარიათ იყოს სასუალო დონის, თუ უფრო გაგიხარდებათ უფრო ნაკლები დონის იყოს :lool: კაცი 5 წლი იუვეში იყო გულით და სულით იუვენტინო იყო და თავს დებდა მოედანზე და ასეთი კაცი წავიდა გუნდიდან და თქვენ უძახით საშუალო დონის იყავიო :lool: რა მნიშვნელობა აქ რა დნონის იყო, ვინმემ გთხოვატ შეაფასეთო საეთოდ? ამ დროს ფეხბურთელი კა~იარუნდა შეაფასო უნდა დააფასო, არაუშავს 2 ასობგერა გამოგივიდათ შეცდომით :lool:

lexo doreuli
9 years ago

მე ვაფასებ პეპეს სიყვარულს იუვეს მიმართ, თორემ მის განსაკუთრებულ ღვაწლს გუნდის საფეხბურთო განვითარებაში, თუ ბოლო 2 წელს არ ჩავთვლით, როცა ის გუნდს თავისი მოედანზე არყოფნით დაეხმარა, ნამდვილად ვერ ვხედავ :lool:

lexo doreuli
9 years ago
Reply to  lexo doreuli

ისე, ობიექტურად, ჩემი აზრით, კრასიჩმა მეტი სარგებელი მოუტანა გუნდს მოედანზე, ვიდრე პეპემ. და მოედნის მიღმა რომ შესანიშნავი, მეგობრული ადამიანი და კარგი იუმორის პატრონია ეს გავიგეთ.

lexo doreuli
9 years ago
Reply to  Gio Darja

გეთანხმები, მხოლოდ პატივისცემის (ადამიანურის თუ საფეხბურთოს) გამო არ გაყიდა გუნდმა, თორემ იმას ნამდვილად არავინ ელოდა, რომ პეპეს მეორე (იქნებ პირველიც) სუნთქვა გაეხსნებოდა და იუვეს ლიდერი გახდებოდა. ამ პატივისცემის გამო უხდიდა გუნდი ამდენ ხანს არაფერში ხელფასს. პირველი ორი სეზონის შემდეგ ტრამვა რომც არ მიეღო, მე მგონია, მაინც გაუჭირდებოდა ძირითადში მოხვედრა. ისე, გული დამწყდა, წითელი ბარათით რომ დაამთავრა ტურინული კარიერა.

Di Francesco # 1
9 years ago

yamanaka PlaTiN 10
ერთი თამათით რო კაცს შეაფასებ რისთვისაა დაბადებული და რისთვის არა აქ უკვე ჩანს ყველაფერი…
მაგ კოპენჰაგენის თამაშამდე სხვა ერთი თამაშიც იყო ჩელსისთან, იმ ჩელის თამაშით რა იფიქრე კონტეზე? ისევ ის რო ლიგისთვის არ იყო დაბადებული? თუ მაშინ საერთოდ არაფერი არ გიფიქრია და ერთი წელი იმას ელოდებოდი კოპენჰაგენთან რაფერ ვერ მოიგებდა?

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ვახ შენ რაც გინდა ის გესმის მე გეუბნები რო გადამწყვეტი თამაშებისთვის არ არი კონტე დაბადებული კონტე რო იუვეში ყოფილიყო ეხლა ეხლაც მაგ შედეგს დადებდა ლიგაზე ძან მშიშარა მწვრთნელია არცერთი თავმოყვარე ნაკრები უმოდრიჩო ხორვატიას 5 მცველს არ დაუყენებს 40 წლის ივიცა ოლიჩს 5 კაცი უნდა რო გააჩერო ეგ არი შმონტე

lexo doreuli
9 years ago

ვახ, ერთი უნდა ვუყურო პეპეს ვიდეოებს, რამე ხომ არ გამომრჩა, თორემ კომენტარებიდან ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ დელ პიეროზე, ან, როგორც მინიმუმ, კამორანეზიზეა საუბარი :forza:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane
Reply to  lexo doreuli

:lool: არა პეპე არი დაახლოებით აპიას დონე აპიაც მნიშვნელოვანი ფიგურა იყო როცა შემოდიოდა არაფერს აფუწებდა მასეა პეპეც საშუალო კალიბრის იგროკი იყო არის და იქნება

lexo doreuli
9 years ago

მე მგონია, რომ იუვეს დონის გუნდში და საერთოდ გრანდებში პეპეს დონის და შესაძლებლობების ფეხბურთელი უნდა იყოს სათადარიგოთა სკამზე. ჩემი აზრია, ნუ მიწყენთ, უკეთესი მემეტება იუვესთვის, ვიდრე პეპე, ვუჩინიჩი და მატრია, მიუხედავად მათი ტიტანური ამაგისა :დ

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane
Reply to  lexo doreuli

ნუ მაშინ სერია A სანაგვე იყო ეხა დგება ფეხზე თორე მაშშინ არცერთ გუნდს არ ყოლია ვარსკვლავი ეგ ის პერიოდია მილანიც რო დაიშალა და ინტერიც სულს რო ღაბავდა

Di Francesco # 1
9 years ago

ვუჩინიჩი – მატრი – პეპე ამ ხალხმა მოახერხა იუვეში გარდატეხა და გუნდი მეშვიდედან პირველზე გაიყვანა თანაც ისე რო თამაში არ წააგებს სერია ა_ში, ასეთებისგან დაგვიფაროს ღმერთმა კიარა მინიმუმ ასეთები ყოველთვის ყოლოდეს იუვეს და გვექნება გარანტია რო იუვე ყოველთვის ღირსეულად მებრძოლი გუნდი იქნება.

lexo doreuli
9 years ago

იმედია, რომ აღარასოდეს ეყოფა იუვენტუსს ვუჩინიჩის და მატრის დონის ფეხბურთელები წარმატების მისაღწევად, ისე აიწევს სერია ა-ს დონეს :forza: თორემ ვუჩინიჩიც და მატრიც ევროპული საზომებით ერთი ხელმოცარული ფეხბურთელები არიან.

Di Francesco # 1
9 years ago

ALLENATORE
3 წელი იყო პეპე ნაკრებში და 23 თამაში ითამაშა, მე როგორც ერთმა რიგითმა გულშემატკივარმა პეპე მაგ პერიოდიდან დავაფასე და განსაკუთრებულად დავიწყე მისი ქომაგობა, თუ ჩემნაირი დამოკიდებულება გაუჩნდა კიდე რამოდენიმეს პეპეს მიმარ იმ თამაშებიდან გამომდინარე რაც ნაკრებში ჩაატარა ესეიგი მისი საქმე გაუკეთებია ამ კაცს, ფეხბურთი სხვა რამეა, ფეხბურთი არი სიხარულის მინიჭება გულშემატკივრებისათვის, მე კიდე ამ კაცის თამაშის ყურება მიხაროდა და კიდე დიდხანს გამიხარდება იმიდა მიუხედავად სად ითამაშებს, ეს კაცი გულს დებდა მოედანზე და ჩემთვის მესის და რონალდოს ფინტებზე ბევრად კარგი საყურებელი პეპესნაირი გულიანი მოთამაშეების ბრძოლის და თავდადების ყურება ურფო მისაღებია მოედანზე.

lasha naxucrishvili
9 years ago

ტრავმები სანამ ექნებოდა ძაან მაგარი იყო როგორ შეიძლება ამის დავიწყება

lexo doreuli
9 years ago

კარგია ასე რომ ჰყვარებია იუვენტუსი, მაგრამ პეპეს ფეხბურთელობა და იტალიის ნარების ლიდერობა არ გაიშვა :lool: ვუჩინიჩი-მატრი-პეპე ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი თავდასხმისგან და კარგია, რომ დაგვიფარა :დ

Di Francesco # 1
9 years ago

ვინ ვერ გაცდა ჯგუფურ ეტაპს? მირკომ და სებამ გაგვიყვანა ჯგუფიდან და მერე კვალიმ და მატრიმ ვერ აჯობა ჩემპიონ ბავარიას, დიდი ამბავი…
მოკლედ სტამბულის თოვლმა სულზე მოგისწროთ :lool: კაცმა 2 სეზონი ითამაშა ლიგაზე და როცა კონტე და ლიგას ახსენებენ ყველას ახსოვს სტამბულის თამაში და ჯგუფში ჩარჩენა, სინამდვილეში წინა წელს ჩელსის განადგურება და მეოთხედფინალში გასვლა უფრო კარგი სამახსოვროა მარა რაც გაწყობთ იმას იმახსოვრებთ. მეც მასე ვარ, მე მაწყობს რო კონტეს ეპოქიდან ის მახსოვდეს რო ლიგის ცემპიონი ჯგუფში ჩატოვა, თქვენ გაწყობთ რო ის გახსოვდეთ რო გალათასარაიმ იუვენტუსი ჩატოვა ჯგუფში, მოკლედ ვინც როგორი ფანია ისეთი რამეები ამახსოვრდებათ

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

კონტეს მთავარი შმონტე კოპენჰაგენთან გამოჩნდა მანდ მიქარა კონტემ და მანდ მანახა რო ეგ ლიგისთვის და ასეთი ტურნირებისთვის დაბადებული კაცი არაა

d a v i d
9 years ago

მე იუვეში ესეთ ფეხბურთელებს უფრო ვცემ პატივს, ნამდვილი იუვენტინო :love:

Di Francesco # 1
9 years ago

yamanaka PlaTiN
ნორმალური ნომერი ხო უნდა ხედირას? პოგბა თუ გაყიდეს კი აიღებს 6ს მარა ისე გაუჭირდება კაი ნომრის ნახვა

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

6 უნდა მაგ ოხერს და პოგბა არ გაყიდონ ისე 66 ჩაიცვას :lool: :chuvak:

| Newsphere by AF themes.
99
0
Would love your thoughts, please comment.x