ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი : “80 პროცენტით სალაჰი ფლორენციაში დარჩება”

ბოლო დღეებში ტურინის “იუვენტუსის” ინტერესის შესახებ მოჰამედ სალაჰისადმი ბევრი დაიწერა.ეგვიპტელი ფეხბურთელი “ფიორენტინას” კონტრაქტის დეტალებზე ვერ უთანხმდებოდა და შესაბამისად, რჩებოდა შანსი მისი ფლორენციიდან წასვლისა.დღეს კი ფორვარდის პირადმა აგენტმა, ლეტერიო პინომ ტუტომერკატოვებთან საუბარში აღნიშნა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და 23 წლის სალაჰი მომავალ სეზონში კვლავ ფლორენციელთა ფორმას მოირგებს : “ამ კვირაში ყველაფერი უნდა გადაწყდეს, იმედი მაქვს, მოჰამედის შენარჩუნებას ფიორენტინაც ისურვებს და ყველაფერი ფეხბურთელის სასიკეთოდ დასრულდება.შემიძლია ვთქვა, რომ 80 პროცენტით სალაჰი იების შემადგენლობაში დარჩება.სხვა კლუბები ? – მათი ინტერესი სერიოზული არაა”. შეგახსენებთ, რომ ეგვიპტელი წინახაზელი ფლორენციულ გუნდში არენდის წესით გადმობარგდა, იგი ლონდონის “ჩელსიმ” ხუან კუადრადოს ტრანსფერში ჩართო.1 ივლისამდე კი იებს აქვთ უფლება, სალაჰი 18 მილიონ ევროდ გამოისყიდონ, თუმცა თავად ფეხბურთელს შეუძლია, ფიორენტინას ამ უფლებას ვეტო დაადოს.

წყარო : Football Italia

7 thoughts on “აგენტი : “80 პროცენტით სალაჰი ფლორენციაში დარჩება”

  1. ხედირას ყიდვის მერეო უფრო რეალური გახდა ვიდალის ტრანსფერიო, 21 მილიონს ფუნტს იხდიან, ოგბონაში კიდე 17 მილიონ ევროს, მემგონი ნორმალური ფასია და უნდა გაყიდონ ოგბონა ნაკრებს გამოადგება, ბარძალის რუგანიმდე მაგი შეცვლის

  2. ბონუჩის თავიდანვე ეტყობოდა რაც იყო, თითმის ყველა კომენტარში კონტეს აქებს და უფასებს რაც გააკეთა კონტემ კონკრეტულად მისთვის, იუვესთვის და იტალიის ნაკრებისთვის, ტუტოსპორტზეა მისი კომენტარი და თუ დადებთ კაი იქნება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.