ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირლო “ნიუ იორკ სიტისთან” ერთ კვირაში გააფორმებს

1420395-30404650-1600-900ანდრეა პირლოს კარიერა “იუვენტუსში” დასასრულს მიუახლოვდა. ESPN – ის მტკიცებით, ლეგენდარული იტალიელი ნახევარმცველი ერთ კვირაში “ნიუ იორკ სიტისთან” ოფიციალურად გააფორმებს წელიწადნახევრიან კონტრაქტს, ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. მოგეხსენებათ, მისი ამერიკაში გადაბარგების შესახებ ჭორები დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა და, როგორც ჩანს, ამ ყველაფრის რეალობაში განხორციელებას პრაქტიკულად აღარაფერი უკლია. პირლო ვარჯიშს 21 ივლისს შეუდგება და როგორც იგეგმება, მისი დებიუტი 26 ივლისს “ორლანდო სიტის” წინააღმდეგ უნდა შედგეს.

წყარო: Football-Italia

4 thoughts on “პირლო “ნიუ იორკ სიტისთან” ერთ კვირაში გააფორმებს

  1. წარმატებები მაესტრო, მადლობა ყველაფრისთვის, დიდწილად შენი დამსახურებაა რო ეხლა ამ ეტაპზე ვართ ))

    კონტეს იტალიის მთავარი ღერძი ისევ ეს უნდა იყოს და დავიჯერო ამერიკიდან გამოიძახებს ნაკრებში ? საინტერესოა..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.