ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირლო “ნიუ-იორკ სიტის” მატჩს დაესწრო

ჯერ კიდევ ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალური ნახევარმცველი, ანდრეა პირლო ამერიკის შეერთებულ შტატებში არდადეგებისას ნიუ-იურკულ დერბის დაესწრო, “ნიუ-იორკ სიტისა” და “რედ ბულს” შორის გამართულ შეხვედრას.36 წლის ფეხბურთელს პრესა სწორედ “სიტის” უკავშირებს და დიდი ალბათობით, ოფიციალურად ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში მოეწერება ხელი.მაესტროს ბიანკონერებთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და იგი თავისუფალი აგენტის სტატუსს იღებს, რის შემდეგად უსასყიდლოდ შეუერთდება MLS – ის ბინადარ გუნდს.აღსანიშნავია, რომ ანდრეა გახურებისას მოედანთან ძალიან ახლოს იმყოფებოდა, ფეხბურთელებსაც შეხვდა, განსაკუთრებულად თბილი მისი და დავიდ ვილიას შეხვედრა გამოდგა, სავარაუდოდ მომავალმა თანაგუნდელები ერთმანეთს გადაეხვივნენ.დაპირისპირებას ესწრებოდა ფრენკ ლამპარდიც, ინგლისელის დებიუტი “ნიუ-იორკ სიტიში” 12 ივლისს უნდა შედგეს, სებასტიან ჯიოვინკოს “ტორონტოს” წინააღმდეგ.

წყარო : Football Italia

3 thoughts on “პირლო “ნიუ-იორკ სიტის” მატჩს დაესწრო

    1. ისე რო რამე თუ მაღალი დონის ფლეიმეიქერი ვერ იყიდეს ჟერსონების და ვიღაც ვიღაცეების დევნას ჯობია კინგსლი გამოვიყენოთ მაგ ადგილზე ჩემი აზრით მოაბავს თავს :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.