ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”პირლოსთან არასოდეს მქონია პრობლემა, მაგრამ ზეედორფთან..”

მილანში მუშაობისას პრესის ფურცლებზე არაერთხელ გამოქვეყნებულა ინფორმაცია თითქოს ალეგრის გარკვეული სახის პრობლემები ჰქონდა ანდრეა პირლოსთან. მწვრთნელმა გადაწყვიტა ბოლო მოეღო ამ ჭორისთვის და საკმაოდ საინტერესო თემაზე ისაუბრა პრესის წარმომადგენლებთან:“არასოდეს არ მქონია ანდრეასთან რაიმე სახის გაურკვევლობა. იმ პერიოდში გუნდიდან იბრაჰიმოვიჩი, სილვა, ნეტას და ჯენარო გატუზო წავიდნენ რამაც ბუნებრივია იმოქმედა მის ფსიქოლოგიაზეც. იუვეში ტრანსფერმა კი ანდრეას შესძინა ჩვეული თავდაჯერებულობა და მოტივაცია. გარკვეული პრობლემები მქონდა ზეედორფთან..”

“მას რატომღაც თითოეული ჩემი გადაწყვეტილების გარჩევა სურდა. ეს უკვე აუტანელი ხდებოდა და ჰოლანდიელს შემდეგი რამ ვუთხარი:”ყველა შენი თანაგუნდელი, რომ ანალოგიურად იქცეოდეს ალბათ კვირაში 700 საათი დამჭირდებოდა სამუშაოსთვის”.

“ფაქტია, რომ გასახდელში დიალოგი ვერ მყარდებოდა. იქ შესვლისას ვუყურებდი თუ როგორ ისხდნენ ყურსასმენებით ფეხბურთელები. არანაირი კონტაქტი ერთმანეთში..არადა აქ საჭიროა მოთმინება და პატივისცემა. ჩემს სტილში კი ყოველდღიურად იმის მტკიცება თუ როგორი პროფესიონალი ვარ არ ზის. როდესაც ფეხბურთელებს რაიმეს ვეუბნები მარტო იმიტომ კი არ უნდა აკეთებდნენ, რომ საუკეთესო ვარ არამედ იმიტომ რომ უფროსი ვარ”.

არიან ფეხბურთელები, რომლებიც მოგვაგონებენ ტალღებს. მაგალითად, როგორებიც არიან მორატა და კომანი. ისინი ხან დინებას მიუყვებიან, ხან პირიქით მოძრაობენ. ამიტომაც არის საჭირო ზუსტი ეპიზოდის შერჩევა. არიან მოთამაშეები, რომელთაც ხელი უნდა მოკიდო და ისე მიიყვანო ჭეშმარიტებასთან. მიუხედავად ამისა, მოთამაშეებთან ახლო მეგობრობის მომხრე არ ვარ.

მომწონს თუ არა ყურადღების ცენტრში ყოფნა? ნამდვილად არა. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული არც წინასამატჩო და არც მატჩისშემდგომი პრესსკონფერენციები აღარ იქნებოდა. თუმცა..”

წყარო: tuttosport

55 thoughts on “ალეგრი:”პირლოსთან არასოდეს მქონია პრობლემა, მაგრამ ზეედორფთან..”

  1. წელს მაროტას რო აუგდო პასი ძან გიჟი იყოო რაც ითამაშა და კაი დრო მიიღო ყველა კარგად ითამაშა და ტეხნიკურად რო რაღაც საოცრებაა ეგ ბიჭი მაგაში ეჭვი არ მეპარება რო ჯერ იმის ნახევარსაც ვერ აჩვენებს რაც რეალურად შეულია პრაქტიკა უნდა და იმედია მომდევნო წელს თასებზე მაინც სასტარტოში დაიწყებს და როგორც მორატას აპარებდა სასტავს თავის დროზე ეგრე იზავს თორე ოსკარი მეც მომწონს მარა კომანი თუ განვითარდა მივიღებტ ვარსკვლავს კი არა სუპერ ვარსკვლავს მაგას მცველის გაბრუებაც მარტივად გამოსდის პასიც და სირბილიც :love: :forza:

  2. კი მეც მაგრად მომწონს ეგ ბიჭი და ალეგრიც აქებს და იმედია არ გაასხვისებენ, თუ არ გაასხვისეს ესეიგი ალეგრიუ ენდობა და ზალიანაც კარგი იქნებაა

  3. კი 11 კომანს აქ მე მინდა ვაფშე რო თუ მაღალი დონის იგროკი ვერ იყიდეს ფაფხურა ჟერსონებს ჯობია კომანს მიცენ შანსი გადამბულად ერთი 5 თამაში რო ითამაშოს კიდე უფრო გაიხსნება კომანი და მაგას როგორც ფლანგზე ისე გამთამაშებლადაც შეულია თამაში მოედნის ხედვა დრიბლინგი სისწრაფე ტეხნიკა პასი დარტყმა ყველაფერი აქ :forza: :yeah:

  4. მე მგონია, რომ მანძუკიჩი რეალურად არის ლორენტეს ბევრად უკეთესი ალტერნატივა, რომელიც გამოვა მოედანზე მეორე ტაიმში და კორპუსით ბურთის დაჭერაში გამოგვადგება. ძალიან მინდა დიბალამ გაამართლოს და მორატა-დიბალა იყოს სასტარტო :forza:

  5. მანძუკია სკამის კაცი არა ბიჭებო, გამოცდილება აქვს დიდი და ვნახოთ რას იზამს, აი გომესტან მაგას ვერ შევადარებ, შეიძლება გომესი მეტ გოლს იტანდეს მაგრამ სად მაგის თამაში და სად მანძუკიას ტოო, ტიპი ყველაფრით ბრძოლობს რითაც შეუძლია, აი ნომრებს რაც შეეხება 7 დიბალა, 10 ისკო, ისე 11 კომანს აქვს ხოომ?

  6. მარიო გომესმა ტრავმა მიიღო ფლორენციაში რო გადმოდიოდა თორე აქაც შეაგდებდა ვ ერ შევიდა ტრავმის მერე ფიორმაში სერიოზული ტრავმა მიიღო დიდი დრო გაუცდა ეხა ბორუსიას უნდა შეძენა და იმობილეში გააგვიცვალეთო და ფლორენციიდან ცივი უარი მიიღეს ფულიო იმობილე კარგად შეფუთეთო :lool: :lool: :chuvak:

  7. ჩემი აზრით, მანძუკიჩი იუვესთვის იდეალური სათადარიგო სკამის მოთამაშე იქნება. ძირითადში დიბალა-ძაძამ უნდა იბრძოლოს. საინტერესოა, ეტა რატო გამოუშვა ატლეტიკომ ასეთ, არც თუ ისე მაღალ ფასში?

    1. ესპანურ ფეხბურთს არ უხდება ტიპიური ცენტრფორვარდი და მაგიტო გაყიდეს მარტინეზი იყიდეს კონტრაქტი არ ვიცი სანამდე ჰქონდა თან თვითონაც ქონდა სურვილი რო გადმოსულიყო ჯერ კიდე ბავარიიდან რო გადმოდიოდა მაშინაც იუვე ერჩია მარა ვერ გავწვდით მაშინ :chuvak:

    1. eრთი წელი იყვნენ ერთად და თანაბრად ითამაშეს, ერთმა 14 გოლი შეაგდო მეორემ 11, გამაზვა რა შუაშია ფაქტია გომესს მეტი გააქვს, კაცმა 3 გოლი შეგადოს ყოველ თამაშში და თუ უნდა ათი გამზოს, იმას არ ჯობია ვისაც 3 მომენტი ექმნება და 2 გააქვს? მარიო გომესი მეგოლე კაცი იყო ბავარიაშიც და გერმანიასიც, მანჯიკიჩზე ბევრად მაღალი დონის სემსრულებელია ჩემი აზრით

  8. mgel piero
    ფანტაზისტას ატასი უაზრობები მოსდის თავში და შეიძლება ერთ დღეს იუვე დატოვოს, როგორც თქვენმა ლიდერმა დატოვა, იუვენტუსი იუვენტინოების გუნდია, ზიდანზე დიდი ფეხბურთელი თიტებზე ჩამოსათვლელია მარა არ იყო იუვენტინო და არც იუვენტუსს სჭირდება მასეთი დიდი ფეხბურთელები

  9. რატო არ იყო? ბავარიაში მე რაც მახსოვს კაი ხანი იყო სასტავში და ნაკრებშიც

    ნაკრებში ორივეს აქვთ 60-60 თამაში ნათამაშები, გომესს 25 გოლი აქ შეგდებული, მანჯუკიჩს 19

    კლუბში 292 თამაში მანჯუკიჩს და 135 გოლი, გომესს კიდე 278 თამაში და 165 გოლი

    ყველანაირი სტატისტიკით გომესი ჯობია, თან ტოლები არიან, მოკლედ მე იმას არ ვამბობ რო მანჯუკიჩი ცუდი მოთამაშეა და მაგის ნდობა არ შეიძლება, პირიქით მგონია რო ალეგრი სეზონს მანჯკიჩი – მორატას წყვილით დაიწყებს მარა არ გამიკვირდება ძაძამ ისევე რო ამოაგდოს მანკუკიჩი სასტავიდან როგორც ბაბაკარმა ამოაგდო გომესი

  10. მაგარი ჭკვიანი მწვრთვნელია და ბარსასთან არ უნდა გაერისკა ასე 1:1 ის მერე, დაცვაში უნდა ჩამჯდარიყო და შანსს დალოდებოდა :juvee:

  11. მომენტ არა )) არ იყო ძირითადის კაცი ))
    პლიუს ბაიერნიდან ფიორეში გადასვლა პროგრესირება ნამდვილად არ არის )

    1. გომესი ფეორეში იმიტო წავიდა რო მანჯუკიჩმა დაალპო სწორედ სკამზეე ):D:D:D: სკამის ფორმა ქონდა მიღებული )) ხორვატი ყველაფერში ჯობდა და ჯობია ) მაგიტო იყო ჰაინკესი სასტავში მანჯუკიჩს აყენებდა ) გომესი კიდე სკამზე ყავდა სულ ) მანჯუკიჩი ძაან მაგარი ცენტრ ფორვარდია ))

  12. მორატას ისედაც კარგი ნომერი აქ და თან მისი პოზიციის შესაფერისია, ან არავინ არ აირსბს წელს ათიანს, ან მარკიზიო აიღებს ანდა კიდე ძაძა, ძაძას მეტი სხვა დღევანდელ იუვეში ვერ იტყვის ათიანი მომეცდითო, ძაძა თავს იუვენტინოდ თვის 2 წელია უკვე ჩვენი კაცია, თან ნაკრების კაცია მთელ იტალიას მაგის იმედი აქ

  13. ზმა ხარ მაქ.ამ კაცს კიდე ბევრის მიხწევა შეუზლიაა მთავარია პოგბა და ვიდალი აგარ წავიდეს სერიოზულად დაგვასუსტა პირლოს და ტევესის წასვლამ

  14. დიბალამ რა ნომერი აიღო თუ ჯერ არ აუღია ამდენიხანია ნაყიდია ბიჭი საეჭვოდ არ აძლევენ ნომერს ისეთი სიტყვაციაა თითქოს ელოდებიან ვინმე 10 იანს იყიდიან თუ 10 ცააცვან დიბალას ან მორატამ ჩაიცვას 10 ყველაზე მაგრად ეგ დაგლიჯავს :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.