ისლას შეძენას გერმანული და ესპანური კლუბები ცდილობენ
ტურინის “იუვენტუსის” მცველის, მაურისიო ისლას შეძენას ესპანური და გერმანული კლუბები ცდილობენ.27 წლის ჩილელის მიმართ დაინტერესებას “რეალ სოსიედადი”, “ვილიარეალი” და “ვოლსბურგი” იჩენენ.ფეხბურთელმა გასული სეზონი “ქუინზ პარკ რეინჯერსის” შემადგენლობაში არენდის წესით გაატარა, თუმცა ბრიტანელებმა მისი გამოსყიდვის უფლებით არ ისარგებლეს და ისლაც ტურინში დაბრუნდა.ახლა ბიანკონერები ეძებენ გუნდს, რომელიც მაურისიოს დაიმატებს.აღსანიშნავია, რომ ბებერ ქალბატონს მარჯვენა მცველის შეძენა სურს, რომელიც შტეფან ლიხტშტაინერს შეცვლის, თუმცა როგორც სჩანს, ისლასთან ურთიერთთანამშრომლობას ტურინელები არცერთ შემთხვევაში არ აპირებენ.
წყარო : Tuttojuve
Gილოცავთ ბონერას ვთრეულობთ მიანიდან ესეც ფლანგის მცველი რაღა მოგვკლავს აწი
ვოლფსბურგში დააწვეს ჯობია. ლიორენტეც უნდა მოვაშოროთ სასწრაფოდ!
islaa she mgelo !!!! volfsburgshi wadi mglebtan sheni adgili iq aris,tan ligas itamasheb meti ra ginda ;-)