ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები და სიახლეები ( 29 ივნისი )

მთელი დღის განმავლობაში ტურინის “იუვენტუსის” სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ არაერთმა გამოცემამ დაწერა, გთავაზობთ 29 ივნისის ჭორებისა და სიახლეების ერთგვარ რეზიუმეს.ანდრეა პირლოთი დავიწყოთ, რომელმაც ფაქტობრივად უკვე შეიგრძნო ამერიკული ატმოსფერო.ლეგენდარული ნახევარმცველი გუშინ “ნიუ-იორკ სიტისა” და “რედ ბულსს” შორის გამართულ დერბის დაესწრო, რომელიც მისმა მომავალმა კლუბმა 1-3 წააგო.მაესტრო საკმაოდ თბილად შეხვდა დავიდ ვილიასა და ფრანკ ლამპარდს, რომლებიც უახლოეს დღეებში ოფიციალურად გახდებიან მისი თანაგუნდელები.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებს შორის ყველანაირი დეტალი შეთანხმებულია და 36 წლის ნახევარმცველმა კონტრაქტს ხელი 8 ივლისს უნდა მოაწეროს.შეგახსენებთ, რომ ხვალიდან პირლოს ბებერ ქალბატონთან კონტრაქტი უმთავრდება და თავისუფალი აგენტი ხდება.

საუბარი არ წყდება სტევან იოვეტიჩის იტალიაში დაბრუნებაზე.მანჩესტერ “სიტი” მონტენეგროელის გუნდიდან გასაშვებად მზადაა და სასურველ წინადადებას ელის.25 წლის შემტევის მიმართ ინტერესს ტურინის “იუვენტუსი”, მილანის “ინტერი” და “რომა” იჩენენ, საინტერესოა, რომელი კლუბის წინადადება მოხიბლავს ყველაზე მეტად ჯერ ქალაქელების ხელმძღვანელობას, შემდეგ კი თავად ფეხბურთელს.

ანჯელო ოგბონა ნისლიან ალბიონზე საკმაოდ მოთხოვნადი ფიგურაა.ბოლო დღეებში პრესა აქტიურად უკავშირებდა იტალიელ მცველს ჯერ “ვესტ ჰემს”, შემდეგ “ევერტონს”, ახლა კი როგორც სჩანს, საქმეში “საუთჰემპტონიც” ჩაერთო.წმინდანებს უკანახაზის გაძლიერება სურთ და მათთვის 27 წლის ფეხბურთელი იდეალური ვარიანტია, გავრცელებული ცნობებით, ბრიტანელები მზად არიან ოგბონას სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადონ.მოთამაშის გაყიდვის წინააღმდეგი არც ტურინის “იუვენტუსი” უნდა იყოს, მით უმეტეს, დანიელე რუგანის დაბრუნება 99 პროცენტით გადაწყვეტილია, რაც ანჯელოს სათამაშო დროს კიდევ უფრო შეამცირებს.

გადავიდეთ იმ თემებზე, რომელიც ბებერი ქალბატონის გულშემატკივრებს ყველაზე მეტად აინტერესებთ : პოლ პოგბასა და არტურო ვიდალის საკითხები.ჯანლუკა დი მარციოს ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, განსაკუთრებით დიდი შეტევა პოლ პოგბაზე მიმდინარეობს, მანჩესტერ “სიტი” და “ბარსელონა” მზად არიან, საოცარი თანხები გაიღონ ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ.ბლაუგრანას პრეზიდენტობის კანდიდატების მთავარი დაპირება გულშემატკივრებისადმი სწორედ პოგბას ტრანსფერია და ნებისმიერ შემთხვევაში, კატალონიელები 22 წლის მოთამაშის ხელში ჩასაგდებად ყველაფერს გააკეთებენ.თუმცა საქმე არც ისე მარტივადაა, როგორც ესპანელებს ჰგონიათ.ბიანკონერების მთავარი მიზანი ლიდერების შენარჩუნებაა და პოგბა ამჟამად სატრანსფერო ბაზარზე დაყენებული არაა, შესაბამისად, ჯუზეპე მაროტა ფრანგის თაობაზე მიღებული არცერთი წინადადების განხილვას არ აპირებს და იმედს იტოვებს, რომ ტურინში დარჩენას თავად მანჩესტერ “იუნაიტედის” ყოფილი მოთამაშეც მოისურვებს.

არტურო ვიდალისადმი ლონდონის “არსენალის” ინტერესის შესახებ ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით უკვე მოისმენდით.ტუტოიუვეს მტკიცებით, ტურინის “იუვენტუსს” ჩილელის თაობაზე არანაირი ოფიციალური შემოთავაზება არ მიუღია და მეტიც, ბიანკონერები 28 წლის ნახევარმცველთან განშორებას არ აპირებენ.გუნდიდან წასვლა არც თავად “ლევერკუზენის” ყოფილ ფეხბურთელს სურს და დიდი ალბათობით, მეფე არტურომ შემდეგი სეზონიც შავ-თეთრი მაისურით უნდა დაიწყოს.

და ბოლოს, მოჰამედ სალაჰზეც ვთქვათ, რომლისადმი ინტერესს ბებერი ქალბატონიც იჩენდა.ეგვიპტელი ფეხბურთელის აგენტს უახლოეს დღეებში იტალიაში ელიან და საბოლოოდ უნდა გადაწყდეს, დარჩება თუ არა 23 წლის ფორვარდი ფლორენციულ კლუბში.იები “ჩელსის” საკუთრებაში მყოფ მოთამაშეს შესანიშნავ კონტრაქტს სთავაზობს შესანიშნავი ანაზღაურებით, თუმცა საბოლოო სიტყვა მაინც სალაჰზეა, მას აქვს უფლება, ვეტო დაადოს “ფიორენტინას” შეთავაზებას და ლონდონურ კლუბში დაბრუნდეს.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

25 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha lasha
9 years ago

ვსიო წავედი მოვემზადო თამაშისთვის FORZA CHILEEEE :forza: :forza: :forza: ხვალ დილით რო გავიღვიძო და უცებ აქ რო ეწეროს იუვემ ისკო დარმიანი და ლუკას მოურა დაითრიაო და პოგბასაც არ ყიდიანო რა მაგარი იქნება :chuvak: :chuvak: :chuvak:

lasha naxucrishvili
9 years ago
Reply to  lasha lasha

:up: :lool:

lasha lasha
9 years ago

ისე არ გამიკვირდება პარაგვაიმ არგენტინა რო გამოაგდოს მაგარი მებრძოლი გუნდია აი ჩილეს კი ამაზე უკეთესი შანსი არ ექნება კოპა ამერიკის მოგების ვიდალი კია მაგარ დუხზე მარა სანჩესი საერთოდ ვერაფერს ვერ შვება ამ ბოლო ორ თამაშში თუ არ აუბა მხარი არტუროს გაუჭირდება ჩილეს კოპას მოგება

lasha lasha
9 years ago

ხოო ვიდალი მაგარ ვალნაზეა ისე იქეთ პერეირაცაა მაგრად მევასება რაღაცნაირი კაი ფეხბურთელია კატასავით რბილად დარბის და მოქნილია აი ცოტა ტექნიკას რო მოუმატოს ძაან მაგარი იქნებოდა :up:

lasha naxucrishvili
9 years ago
Reply to  lasha lasha

მაგი მეც მაგრად მომწონს ნუ მთლად ვერც გააამტყუნებდა კაცი მას არ ხვდება ძირითადში და მხოლოდ ვარჯიშებზე ფორმაში ჩადგომა ცოტა რთულია.

lasha lasha
9 years ago

გაგვიცვალოს ჩელსიმ პოგბაში აზარი :modee:

lasha naxucrishvili
9 years ago
Reply to  lasha lasha

რა დროს დაგვტოვა ტევესმა კიდე ვერ მივხვდარვარ ყოფილიყო კიდევ 1 წელი რა დაშავდებოდა რო თუ 32 წლის ტევეს დაიწუნებდა ბოკა?
არადა ახალი სეზონიდა ბევრად უფრო მაგარი თავდასხმა გვყავს ვიდრე გასულ სეზონში გვყავდა აი კარლიტოც რომ ყოფილიყო საერთოდ სუპერ შეტევა გამოდიოდა.დიბალასი მჯერა მაგრად არც მანძუკიჩია ლიორენტესნაირი კაკლის ხე.

lasha lasha
9 years ago

ხოო არტურომ რბილად რომ ვთქვათ არ მოიქცა ლამაზად მაინც გამოურია თავისი ჯიუტი ხასიათი რაღას აწერდა 3 წლიან კონტრაკტს ხელს?მართლა მაგარი შეტევა იქნებოდა და ლიგის მთავარი ფავორიტი ეხლა კიდე აპაჩეს გარეშე არ ვიცი.ნუ მაინც მადლობა კარლიტოს რაც იყო ის 2 წელი ერთგულად ემსახურა გუნდს და თავისებურად არ გაუბერა :lool: ბოლომდე რო დარჩენილიყო და მარილიც მოეყარა უკეთესი იქნებოდა :chuvak:

lasha naxucrishvili
9 years ago
Reply to  lasha lasha

ხო ტევსმა მართლაც რომ სული და გული ჩადო იუვეში რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა.ეს დრო ხო აღარ გავიდა რა რო დაიწყოს ჩილე პერუ ვაახ :lool:

lasha naxucrishvili
9 years ago

paolo rosi
მოკლედ შენ ისე გადაჭრით ამბობ გეგონება მას პირადად იცნობდე
მოდი ერთად დავურეკოთ და ვკითხოთ რას იტყვი? ოღონ ტელეფონის ნომერი უნდა გავიგოთ :lool: :lool: :lool: ეხლა ეს არ გამოსულა და არ უთქვამს რომ ვერცხლის მედლის ადგილი ჩემ სახლში არ არისო და მაგაზე ბოდიში :givi: მორატა მართლა მაგარი მასტია.

lasha lasha
9 years ago

გადაჭრით არ ვამბობ უბრალოდ თვითონ არ ამბობს არაფერს გადაჭრით ეტყობა აასხა ტვინში ამდენს რო ბაზრობენ ტოპ კლუბები მასზე.თუ დარჩენა უნდა დარჩეს და სხვებივით ითამაშოს ოფლი და სისხლი აქციოს მინდორზე როგორც კარლიტო აკეთებდა მორატა მარკიზიო და სხვები კიდე :forza: :forza: :forza:

lasha naxucrishvili
9 years ago
Reply to  lasha lasha

ხო ზაფხულს ამის გამო ვერ ვიტან სატრანსფერო ფანჯრის დროს ტვინი რო არ ბურღონ ისე როგორ შეიძლება.ჟურნალისტები ჭორს ხანდახან სიმართლედ რო აქცვენ ხოლმე ეგეც ხდება ხოლმე.ამ ალეგრის კიდე აღირსონ 1 გამთამაშებელი რა.

lasha lasha
9 years ago

არტურო და ისლა იგებენ დღეს და კოპასაც მინდა ჩილემ მოიგოს.ისე აპაჩეს ვბალეშიკობდი მაგრამ დაგვტოვა შუა გზაზე და იყოს ეხლა კოპას არტურო რომ აახევს :lool: :lool: :lool: იმედია ხარა დღეს არავის არაფერს არსად არ გაუკეთებს :chuvak:

lasha naxucrishvili
9 years ago
Reply to  lasha lasha

3 მატჩით დასაჯეს როგორც ვიცი.ხო ჩილეს მეც მაგრად ვბალეშიკობ ყველა მატჩი მაგრად ითამაშეს ვიდალმა ვაფშე დახაზა ტო.

lasha lasha
9 years ago

და რა ფულის გაკეთება უნდა მოუნდეს ხელმძღვანელობას?ვერ ნახე მადრიდსი ანიელი კინარამ თავზე დაახტა პერესს სიხარულისგან მორატამ რო შეაგდო?ანიელი მაგის კაცი არაა პოგბაზე ფული გააკეთოს იუვეს დიდების დაბრუნება აქვს პირველი მიზანი ეს ყველაფრიდან ჩანს პოგბა თუ კატეგორიულ უარს იტყვის წასვლას არავინ არ დააძალებს

lasha naxucrishvili
9 years ago
Reply to  lasha lasha

ოკ ვის როგორ ჯერა სხვა რა გითხრა.

lasha naxucrishvili
9 years ago

paolo rosi
და შენ საიდან დაასკვენი რომ პოგბას იუვე კიდია და ფულზე ფიქრობს
რომც იუვედან წავიდეს ძაან არ გაიგო გინდ შენ გინდ მე და გინდ ნებისმიერმა ჩვენთაგანმა ვის რა აწყობს ხელმძღვანელობას ფულის გაკეთება მოუნდა თუ პოგბა ხელფასზე ფიქრობდა.არასდროს უთქვამს მას რომ ხელფასით უკმაყოფილოა ან ლიგას რო ვერ ვიგებთ გუნდის შეცვლა უნდა და საერთოდ მოვლენებს რატომ ვუსწრებთ ვერ ვხვდები.აი თუ განაცხადებს რო იუვედან წასვლა უნდა და ესენი ძალით დააკავებენ რა თქმა უნდა იმ მუღამით ვეღარ ითამაშებს.

lasha lasha
9 years ago

იქედან დავასკვენი რო ხმას არ იღებს თქვას მაშინ ოფიციალურად როგორც მორატამ თქვა ბედნიერი ვარ იუევეში და მინიმუმ 3 წელი არსად არ ვაპირებ წასვლასო არ ამბობს აშკარად მასე კი ვერ ითამაშებს კარგად სულ სხვა რამეზე ექნება ფიქრი

lasha naxucrishvili
9 years ago
Reply to  lasha lasha

აი მე კი მახსოვს რომ აქვს არაერთხელ ნათქვამი რომ თავს მშვენივრად გრძნობს იუვეში.ერთი რაიოლა გამოვარდებოდა ხოლმე და პოგბას მაგივრად ეგ რომ წყვეტდა ყველაფერს და ეგ რო ლაპარაკობდა კიდე კაროჩე რა :lool: ბევრიც სისულელეები დაწერილა გაზეთებში და ბევრიც მართალი სულ ასე იყო და იქნება კიდეც.იმაზე არაფერს ვიტყვი ჟუნალისტები რო ევაჭრებიან ხელმძღვანელობას (ჭორებს ვგულისხმობ თითქოს ისინი წყვეტავენ ვინ და სად წავა).

lasha lasha
9 years ago

კი ამბობს ოღონდ მორატასავით გადაჭრით არასოდეს არ უთქვამს მორატამ პირდაპირ დაახეთქა არსად წასვლა არ მინდა იუვესთან ერთად ტიტულების მოგება მინდაო.პოგბა კიდე ისე ზერელედ ამბობს ბედნიერი ვარო რატო არ იტყვის რა მანჩესტერში სკამს ხეხავდა და აგერ იუვემ ტოპ ფეხბურთელად აქცია 1 სეზონში :lool:

lasha lasha
9 years ago

და კიდე არაფერი მაგას არ დაუმტკიცებია ჯერ და არც ღირს მაგხელა ფული რა იქნება 2-3 წლის მერე არავინ არ იცის 100 მილიონი ძაან გაბერილი თანხაა შეიძლება გაამართლოს შეიძლება არა მე მომხრე ვარ რომ გაუშვან ჩვენ გათამამებული ღლაპები კი არა მებრძოლი ფეხბურთელები გვჭირდება რომლებიც მარტო შავ-თეთრ მაისურზე იფიქრებენ როგორც მორატაა :forza: :forza: :forza: ყველა ხედავთ რამხელა პროგრესი ქონდა მორატას იუვეში და ეგ იმიტომ რომ სულს და გულს დებდა თითოეულ თამაშში და ფულზე არ ფიქრობდა

lasha naxucrishvili
9 years ago

დღეს არტურო დახაზავს პერუსთან ძალიან საინტერესო თამაშს ველი.

lasha naxucrishvili
9 years ago

პოგბამ არ უნდა დატოვოს იუვე.მას იუვესთვის მადლობის მეტი არაფერი ეთქვის სწორედ ამ გუნდმა მისცა შანსი მას და გახადა კიდეც ერთ ერთი საუკეთესო ფეხბურთელი.რავი პოლსაც არასდროს გამოუთქვამს სურვილი წავიდეს სხვა კლუბში და რავიცი.ისევ ესენი თუ გაყიდიან ფულის გამო თორე არ ვფიქრობ რომ რაიმე სურვილი ქონდეს შეიცვალოს გუნდი.

lasha lasha
9 years ago

გეგონოს რომ არ აქვს.იმხელა ხელფასს სთავაზობენ არა მგონია რომ არ აცდუნონ ეგეც ჯიჯი არ მყავდეს იდეის გამო დარჩეს გუნდში.თუ მასე წავიდეს ჯობია და მაგ ფულით ისეთი ფეხბურთელი მოვიყვანოთ რომელიც გამარჯვებებზე იფიქრებს და არა სხვაგან წასვლაზე როგორც მორატა მაგალითად.აი ისკო რატომღაც მგონია რო გაამართლებს პოგბა გულით და სულით ვეღარ ითამაშებს სულ მაღალ ხელფასზე ექნება ფიქრი და ჯობია გაუშვან

Giampiero Boniperti
9 years ago

პოგბას ბარსაში წასვლა მეეჭვება ფინალის წაგება ჯერ არ ექნება მონელებული+ ახალი ენის სწავლა, კლუბთან ადაპტაცია მაროტას გადარწმუნების უნარიც ჩაერთვება საქმეში თუმცა ცდუნება დიდია ხელფასის და პრესტიჟის სახით, მალე გამოჩნდება ჩვენთანაა ბოლომდე თუ პრასტოი მგზავრია ჭოპორტის გადასახვევამდე

| Newsphere by AF themes.
25
0
Would love your thoughts, please comment.x