ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დღეს “ბარსელონასა” და “იუვენტუსის” წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდებიან

“ბარსელონას” წარმომადგენლები დღეს იტალიაში ჩამოვლენ და ტურინის “იუვენტუსს” პოლ პოგბას თაობაზე ოფიციალურ შემოთავაზებას გაუკეთებენ.გაზეტა დელო სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯუზეპე მაროტა ბლაუგრანას სპორტულ დირექტორს, არიედო ბრაიდას შეხვდება, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები ბიანკონერებს 80 მილიონ ევროს შესთავაზებენ.რაც შეეხება თავად მოთამაშის ანაზღაურებას, საუბარია წლიურ 12 მილიონ ევროზე, ამ ხელფასით პოგბა კატალონიურ კლუბში ლიონელ მესის შემდეგ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფიგურა იქნება.აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 22 წლის ნახევარმცველის გაფორმების შემთხვევაში ესპანელები მას ახლავე ვერ დაიმატებენ, რადგან ტრანსფერების გაკეთება 2016/17 წლების სეზონის დასაწყისამდე აკრძალული აქვთ, შესაბამისად, კიდევ ერთ სეზონს პოგბა შავ-თეთრი მაისურით გაატარებს და მხოლოდ ამის შემდეგ შეუერთდება ლურჯ-ბროწეულისფრებს.

წყარო : Football Italia

49 thoughts on “დღეს “ბარსელონასა” და “იუვენტუსის” წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდებიან

  1. Pოგბა კი არა მარონები რო გვყავს გუნდში ისინი გაყარეთ არაფრის მაქნისთა ჯოგის 2 ლიდერი მარონე და დე ჩელია ლორენტეც ზედ მიაყოლეთ კი ფაფხურობდა მარა მაინც წასასვლელა

  2. კაროჩე ჩემი აზრით პოგბას თუ გაყიდიან ჯობია რო ისე გაყიდონ რო ვინმე ჩაითრიონ ამ ტრანსფერში,მაგალითად ვერატი და ცოტა ფული,ან ისკო და ცოტა ფული,აგუერო და ცოტა ფული…
    თორე თუ გაყიდეს ვთქვათ 100-ად თუ 80-ად თუ რამდენადაც იქნება ჩაიდებენ იმ ფულს ჯიბეში ბოლო კაპიკამდე და დავრჩებით ისე

  3. პოგბა ნაღდად არაა ბარსას სტილის და სქემის ფეხბურთელი. ან იუვეში უნდა დარჩეს ან პრემიერლიგაში, პრემიერლიგის სტილს კარგად მოერგებოდა. ბარსელონას სათამაშო სქემა ვერ იტანს ბევრ არაზუსტ პასებს და ბურთის დაკარგვებს. ნუ დღეს ფაქტობრივად უკვე აღარავინ თამაშობს რასაც ქვია წმინდა “ბეი-ბიგის” (დაარტყი გაიქეცი/გადააგდე გაიქეცი) – როგორც ეს პრემიერლიგის გუნდებს ახასიათებდათ 90-იან წლებში და ნამდვილი ბულკები იყვნენ იტალიური და გერმანული კლუბებისა. უბრალოდ ბარსას თამაშში კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება პოგბას ხარვეზები ვიდრე პრემიერლიგის გუნდში ან იუვეში

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.