ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები და სიახლეები

სკაი სპორტმა დღის ბოლოს ტურინის “იუვენტუსის” სატრანსფერო სვლები შეაჯამა.დღის მთავარი თემა პოლ პოგბას თაობაზე “ბარსელონას” წარმომადგენლებთან შეხვედრა იყო, თუმცა ბებერი ქალბატონის პოზიცია გასაგებია, ჯუზეპე მაროტა არანაირი შემოთავაზების შემთხვევაში არ აპირებს ფრანგის გასხვისებას.კარლოს ტევესის გუნდიდან წასვლის შემდეგ ტურინელებს მეხუთე ფორვარდი სჭირდებათ, ფერნანდო ლიორენტეს გაყიდვის შემთხვევაში კი წინახაზელის საჭიროება კიდევ უფრო მეტად დადგება.იტალიელების სამიზნეთა სიაში პირველი ადგილი სტევან იოვეტიჩს უჭირავს, რომლის აგენტიც უკვე აპენინებზეა და უახლოეს დღეებში შეხვდება შავ-თეთრების წარმომადგენლებს.რაც შეეხება მოჰამედ სალაჰს, “ფიორენტინა” სერიოზულ კონტრაქტს სთავაზობს ეგვიპტელს და როგორც სჩანს, არც თავად ფეხბურთელია იებში დარჩენის წინააღმდეგი.მარკო სტორარი კი “კალიარის” უახლოვდება, სარდინიელებმა ოფიციალური წინადადებით მიმართეს მოთამაშეს და სავარაუდოდ, გამოცდილი მეკარე მომავალ სეზონს სწორედ წითლებში დაიწყებს.”ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი, მაურისიო სარი დანიელე რუგანის დამატებას ცდილობს, თუმცა “იუვე” არანაირი შემოთავაზებას არ განიხილავს და სულ მალე, მცველი ბებერი ქალბატონის წევრი ოფიციალურად უნდა გახდეს.სერია ა – ში ახლად გადმოსული “კარპი” კი ლუკა მარონეს შეძენას ცდილობს.

წყარო : Tuttojuve

3 thoughts on “სატრანსფერო ჭორები და სიახლეები

  1. იუვენტუსის ეს წარმატება მთლიანად მაროტას და მწვრთვნელების დამსახურებაა. ერთი ძვირიანი ტრანსფერი გააკეთონ ერთი გამთამაშებელი იყიდონ და ეგარი აღარავინ უნდათ თუ ვინცობაა ვინმე ახალგაზრდა ფლანგის მცველი იყიდონ იაფად

  2. კარპი მე შენ მიყვარხარ :chuvak: დე ჩელიეც გააყოლეთ ბონუსაად ტყუილა ხელფას იღებენ :lool: :blin: ეხა მთავარია ლორენტე და ოგბონა 25 მილიონის ფარგლებში მაინც გაიყიდოს 2 ივე დაცვაში სკამზე ოგბონა უკვე ზედმეტია ბარძალი რუგანი იქნება და რუგანის მიეცეს ჯობია შანსი ვიდრე ოგბონას :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.