ოფიციალურად : “სამპდორიამ” ბრინიოლი ინათხოვრა
გენუის “სამპდორიამ” ტურინის “იუვენტუსის” საკუთრებაში მყოფი მეკარე, ალბერტო ბრინიოლი ინათხოვრა.ბლუსერჩიატის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ დაადასტურა.ბიანკონერებმა 23 წლის ფეხბურთელი წინა ზაფხულს “ტერნანადან” შეიძინეს და გასული სეზონი ამავე გუნდში არენდის წესით დატოვეს, მომავალ სეზონში კი გამოცდილებას იგი უკვე სერია ა-ში მიიღებს.