ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ოფიციალურად : ნეტო “იუვენტუსის” ფეხბურთელია

ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ნორბერტო მურარა ნეტოს ტრანსფერი დაადასტურა.ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტს 2019 წლის 30 ივნისამდე მოაწერა ხელი.25 წლის მეკარემ გასული 4 სეზონნახევარი “ფიორენტინას” რიგებში გაატარა, იებთან ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ კი ბებერ ქალბატონს შეუერთდა და ვიცე-ბუფონის სტატუსი მიიღო.ნეტო 1989 წლის 19 ივლისს დაიბადა, მისი კარიერა “კრუზეიროს” ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, პროფესიონალური დებიუტი კი მას “ატლეტიკო პარანაენსეს” შემადგენლობაში ჰქონდა.რაც შეეხება “ფიორეს”, პირველი შეხვედრა ნურარამ “ემპოლის” წინააღმდეგ ითამაშა იტალიის თასზე, 2011 წელს.2013/14 სეზონების დასაწყისში ნეტო ფლორენციული კლუბის პირველი ნომერი გახდა და ძირითად შემადგენლობაშიც დაიმკვიდრა ადგილი.გასულ სეზონში იგი რეგულარულად ასპარეზობდა ევროპის ლიგაზე ტურნირის 1/2 ფინალამდე, ასევე დუნგა იძახებდა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში, მონაწილეობა მიიღო კოპა ამერიკაზეც.იებში 101 ოფიციალური შეხვედრის შემდეგ ნეტო მსოფლიოს პირველ ნომერთან, ჯანლუიჯი ბუფონთან ერთად იწყებს ახალ გვერდს მის კარიერაში.

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
osvaldo ardiles
9 years ago

კაი მეკარე კია მარა ასე ნაადრევად რატო დაასრულა კარიერა ნეტა? ბუფონი კიდე 3-4 წელი არ წავა არსად და ამასობაში ნეტოსაც მორჩება საუკეთესო წლები უკან.

lasha naxucrishvili
9 years ago

ვა გილოცავთ კარგი მეკარეა.

ალეკო კოკაია

წარმატებები ნეტოს,ისე სტორარი არ მინდა წავიდეს :forza:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x