ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პოგბა : “ტურინიდან წასვლას არ ვაპირებ”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი, პოლ პოგბა ბოლო დღეების ყველაზე აქტიური ფიგურაა სატრანსფერო ბაზარზე, რამეთუ მის შეძენას ისეთი გიგანტები ცდილობენ, როგორებიც “ბარსელონა”, მანჩესტერ “სიტი” და ლონდონის “ჩელსი” არიან.22 წლის ფეხბურთელმა გაუთავებელ ჭორებს ბოლო მოუღო და ტუტოსპორტს საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა : “ბოლო დღეებში ბარსელონას ინტერესის შესახებ მოვისმინე, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მე იუვენტუსში ვრჩები, ჩემი მიზანი ამ კლუბთან ერთად ბევრი ტიტულის მოგებაა.გასულ სეზონში ორი თასი მოვიგე, სამწუხაროდ, მესამე და საოცნებო ტიტულს ვეღარ შევწვდით, მაგრამ შანსი კიდევ გვექნება.ჩემპიონთა ლიგის ფინალი ? – ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ, თუმცა მეტოქე ძლიერი აღმოჩნდა, ბლაუგრანამ საოცარი შეხვედრა აჩვენა.ასეთ დონეზე გადამწყვეტი შეხვედრის წაგება ყოველთვის რთულია, თუმცა შეგვიძლია ვიამაყოთ, რადგან ბოლომდე ვიბრძოლეთ.გათანაბრება შევძელით, გარკვეული შანსებიც გვქონდა, თუმცა არ გაგვიმართლა.”

“პირლოს ცრემლები ? – ძალიან ემოციური იყო, ანდრეას საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე ყველაფერი მოგებული აქვს, თუმცა ბერლინში მარცხმა მაინც სერიოზულად იმოქმედა.კარგი იქნებოდა, დარჩენილიყო, თუმცა მისი გადაწყვეტილება სხვაგვარია, წარმატებებს ვუსურვებ ახალ კლუბში.გასული სეზონი ? – უკმაყოფილების საბაბი არ გვაქვს, ორი ტიტული მოვიგეთ და ჩემპიონატში უახლოეს მდევარს 17 ქულით გავასწარით, ჩვენთან მოახლოვებაც კი შეუძლებელი იყო.დამღლელი სეზონის შემდეგ შვებულებაში ვარ, ვისვენებ და შეკრებისთვის ვემზადები, პროგრესი კიდევ მჭირდება და ვცდილობ ისეთი მაღალი დონის მოთამაშეებისგან ბევრი ვისწავლო, როგორიც ანდრეა პირლოა.ჩემი მიზანია მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველი გავხდე, ამისთვის კი მაესტროს უნდა დავემსგავსო, მომწონს იაია ტურეს თამაშიც, სტილით სწორედ მას ვგავარ.სატრანსფერო ბაზარი ? – ჭორები ნაკლებად მაინტერესებს, უკვე რამდენიმეჯერ დამაკავშირეს სხვადასხვა გუნდთან, მაგრამ იუვენტუსს, ჩემს კომენტარებსა და აგენტს არავინ უსმენს, არადა ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ესაა.სიახლეები და ჭორები ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია, მე კი ტურინიდან წასვლას არ ვაპირებ.საფრანგეთის ნაკრები ? – მინდა ეროვნული გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრი ვიყო, ვფიქრობ, ძლიერი ფეხბურთელები მრავლად გვყავს.მომავალი სეზონის მიზნები ? – ტიტულების მოგება, წინა წელს ორი თასი ავიღეთ, თუმცა შიმშილის გრძნობა ჯერ კიდევ არ დამიკმაყოფილებია.”

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
saandr
9 years ago

ბრავო, პოგბა! :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :forza: :juvee:

irakli28
9 years ago

:forza: :forza:

vakhtang karchava
9 years ago

გასაგებია?! )) :forza: :forza: :forza:

rezi Sekhniashvili
9 years ago

:forza:

lasha naxucrishvili
9 years ago

ოდნავადაც არ მჯეროდა რომ დატოვებდა იუვეს :up:
ჭორიკნაობა შემდეგ ზაფხულისთვის გადაუდეს ჟურნალისტებს ამან და მაროტამ !!! :mad: :down:

ალეკო კოკაია

ა კაცი,მიდი პოლ შენ უნდა იყო მაგალითი ყველასთვის როგორც ალექსი ჯიჯი ტრეზეგე და ნედვედი იყვნენ როცა სერია ბეში გადაყვნენ იუვეს და შემოთავაზებულ მილიონებს არ დათანხმდნენ კანავაროსავით და ზლატანისავით,დღემდე ვერ მომინელებია ეგ.

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x