ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სტორარის ნეტო ჩაანაცვლებს

ტურინის “იუვენტუსის” მეორე მეკარე ნორბერტო მურარა ნეტო გახდება.25 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის თითოეული დეტალი შეთანხმებულია და სულ მალე იგი ტურინს სამედიცინო შემოწმების გასავლელად ეწვევა.მარკო სტორარის “კალიარიში” გადაბარგება გადაწყვეტილია, ბიანკონერებს კი ვიცე-ბუფონის პოზიციაზე მაღალი დონის კიპერი სჭირდებოდათ, ჯუზეპე მაროტამ თავისუფალი აგენტის მქონე ექს-ფიორენტინელთან საქმე უკვე მოაგვარა.ბებერ ქალბატონთან ნეტო 4 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, მისი ანაზღაურება კი 2,2 მილიონი ევრო იქნება.იების ყოფილი პირველი ნომერი ტურინში მეორეს მეკარეობას დასჯერდება და მონაწილეობას ძირითადად იტალიის თასის გათამაშების მატჩებში მიიღებს.აქვე გეტყვით, რომ მურარამ ბრაზილიის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკაზე მიიღო მონაწილეობა და ამჟამად შვებულებაშია.

წყარო : Tuttojuve

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Kva Shi
9 years ago

პოლმაც არანაკლები გაქაცა წელს ლიგაზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს ყოველ წელს მაგრად გაქაჩავს ესე თუ ის ფეხბურთელი, პოლი ზრდის პროცესშიუა და ამიტომ უნდა გახდეს გუნდის პირველი ლიდერი და მერე შავი სამუსაოები სხვას დაეკისრება, აი ლიდერობა კი სხვა რაღაცაა

Kva Shi
9 years ago

ვისზე ნაკლები გააკეთა პოლმა წელს? ბოლოს ტრამვა მიიღო და არ ცანდა და რომ გამოჩნდა იტამაშა 50 დღის უტამაშებელმა კაცმა როგორც ჩვეულებრივად, აი მარკეზეც რომ ეთამაშა პოლის ნახევარი 100 მილიონს შესთავაზებდნენ მაგრამ ვინც თამაშობს კარგად მისი ფასიც დიდი ბაზარზე ეს უბრალო ლოგიკაა

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  Kva Shi

რთული სათქმელია ვისზე ნაკლები მარა ბონუჩი მარკიზიო და მორატა რო წელს ერთერთი საუკეთესოები იყვნენ ლაპარაკიც არ უნდა, ლიგაზე ამ ხალხმა მაგრად გაქაჩეს იუვე.

Kva Shi
9 years ago

ბოდიში მარკეზესთან და ბონუჩისთან მაგრამ პოლი არის ჩვენიუ გუნდის პირველი დამრტყმელი ძალა, და მაგას უნდა ქონდეს 6 მილიონი, პოლი რომ არ გვყავდეს ვინ გაამწვავებს სეტევებს დავინახავდი და იმედია ის იქნება ჩვენი პირველი დამრტყმელი ძალა

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  Kva Shi

წელს პოგბამ მარკიზიოზე ან ბონუჩიზე მეტი გააკეთა? მომავალ წელს მითუმეტეს მარკიზიოს გარეშე იუვე ვერ ითამაშებს

Kva Shi
9 years ago

ამას 2.2 მილიონი და ჩვენს ოქროის ბიჭუნას 3.4? ეს როგორ შეიძლება აი ამას ვიძახი რომ გუნდის ლიდერს 6 მილიონი უნდა ქონდეს ძმებოო

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  Kva Shi

მარკიზიოზე და ბონუჩიზე მეტი ლიდერი ვინ იცი იუვეში? ერთს 3.5 აქ მეორეს 3, ანუ არაა აუცილებელი ლიდერს 6 მილიონი ქონდეს. 2.2 საშუალო ხელფასია

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x