სუპერთასი 8 აგვისტოს შანხაიში გათამაშდება
იტალიის სუპერთასი ტურინის “იუვენტუსს” და რომის “ლაციოს” შორის 8 აგვისტოს, შანხაიში გათამაშდება.სუპერკოპასთვის როგორც წესი სკუდეტოსა და იტალიის თასის გამარჯვებულები იბრძვიან, თუმცა რადგან ბებერმა ქალბატონმა ორივე ტიტულის მოგება შეძლო, დაუპირისპირდება ბიანკოჩელესტის, როგორც კოპას მეორე ფინალისტს.შეხვედრა ჩინეთის უდიდეს ქალაქში ადგილობრივი დროით 20:00 სთ – ზე დაიწყება.აქვე გეტყვით, რომ სუპერთასის მოქმედი მფლობელი “ნაპოლია”, რომელმაც ფინალურ მატჩში სწორედ ბიანკონერები დაამარცხა.
შარშან ძაან მაგარი თამაში იყო და ვიმსახურებდით მოგებას პოგბამ და ტევესმა უძლიერესად ითამაშეს
იმედია წელს მოვიგებთ 