ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” ნასტასიჩს აკვირდება

ტუტოსპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსი” “შალკეს” მცველს, მატია ნასტასიჩს აკვირდება.ბიანკონერები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ანჯელო ოგბონას გაყიდვას გეგმავენ და მის შეცვლას როგორც სჩანს, მხოლოდ დანიელე რუგანით არ აპირებენ.22 წლის უკანახაზელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი არენდის წესით გელზენკირხენულ კლუბში გაატარა, მანამდე კი მანჩესტერ “სიტის” ღირსებას იცავდა.რამდენიმე თვის წინ გერმანელებმა სერბი სრულად გამოისყიდეს ქალაქელებისგან და 4 წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.ნასტასიჩს იტალიაში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს, ნისლიან ალბიონზე გადაბარგებამდე იგი “ფიორენტინაში” თამაშობდა.ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯუზეპე მაროტას გარდა მატიათი “მილანიც” ინტერესდება.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x