ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“რეალი” ვიდალის შეძენას ცდილობს

ლა ტერსერას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი, არტურო ვიდალი მადრიდის “რეალს” პირადი კონტრაქტის თაობაზე შეუთანხმდა.გასულ კვირაში ჩილელი ნახევარმცველი ლონდონის “არსენალს” დაუკავშირეს, თუმცა ცნობები ფეხბურთელის აგენტმა უარყო, ახლა კი ჰორიზონტზე მადრიდული გრანდი გამოჩნდა.საუბარია ხუთწლიან კონტრაქტზე ძალიან მაღალი ხელფასით და ბონუსებით, 28 წლის შუახაზელის დიდი გულშემატკივარი სამეფო კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესია.შეგახსენებთ, რომ ამჟამად ვიდალი ჩილეს ეროვნულ ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკაზე იმყოფება და დღეს საღამოს არგენტინასთან დაპირისპირებისთვის ემზადება.

წყარო : Football Italia

10 thoughts on ““რეალი” ვიდალის შეძენას ცდილობს

  1. ისე ამას დიდი სიამოვნებით გავუცვლიდი ისკოში ან ამის ფასად ასე დაახლოებით 35-40 ლიმონად დავამატებდი და ვერატის მოვიყვანდი
    მაგრამ მე ამ ეტაპზე ჯერ ისკო მირჩევნია ამის ადგილას კი ან სტურარო ჩაჯდება ან ნაინგოლანი ფლორენციდან ერთერთი მოიყვანონ თუ ვერატის ვერ მოიყვანენ.

  2. )))))))) შლიან გუნდს ესეც თუ გაყიდეს )) მომავალში პოგბაც წავა და მერე პადოინი მართლა ძირითადში იქნება :D:D: ))) არაფერი არ გამოვა ამათგან )) ანილეის იუვე უნდა იმისთვის რო ივაჭროს და ფული გააკეთოს ))

  3. თან ბენიტესი როგორც წესი ორი ნახევარმცველით თამაშობდა და როცა გუნდში კროოსი და მოდრიჩი თამაშობენ იქ რთულია მისვლა )) მით უმეტეს ადაპტაცია ესპანეთში, გუნდში და ბევრი რაღაცა..არ უნდა გაყიდონ ვიდალი, თვითონ რო წასვლა არ უნდა ამაში ეჭვიც არ მეპარება

  4. ბენიტესის რეალში მოაზროვნე ფეხბურთელი არუნდა წავიდეს, ბენიტესს აუხლოს მომავალში გააგდებენ რეალიდან და მის მიყვანილ ხალხსაც ალბათ მიაყოლებენ, ყოველშემთხვევაში გაირთულებს ვიდალი საქმეს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.