ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რუგანი : “იუვესთვის მზად ვარ”

იტალიის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა მცველი, დანიელე რუგანი ტურინის “იუვენტუსში” ბრუნდება.”ემპოლის” შემადგენლობაში შესანიშნავი სეზონის შემდეგ მასიმილიანო ალეგრი 20 წლის ფეხბურთელს სრულ ნდობას უცხადებს და სერიოზულ შანსს აძლევს : “ბედნიერი ვარ, რადგან ხალხი გაეტანო შირეას მადარებს, არა მხოლოდ როგორც მოთამაშეს, არამედ როგორც ადამიანს.სერია ა-ს 40 შეხვედრაში მხოლოდ სამი ყვითელი ბარათი მივიღე, რეალურად მხოლოდ ერთს ვიმსახურებდი.უხეში ფეხბურთელი არ ვარ, ვცდილობ ყოველთვის კორექტულად ვითამაშო, არც არასდროს ვეკამათები მსაჯს.თუ მსაჯი დასტვენს, ე.ი მისი გადაწყვეტილება არ შეიცვლება, პროტესტს აზრი არ აქვს.სხვა გუნდების ინტერესი ? – იუვენტუსისთვის მზად ვარ, ისინი გადაწყვეტენ, სად ვიქნები მომავალ სეზონში.ბებერ ქალბატონში გაცილებით სხვა ატმოსფეროა, ვიდრე ემპოლიში, მაგრამ მე მონდომებული ვარ და ტიტულების მოგება მსურს.”

“ნებისმიერ დეტალს დეტალს დიდი ყურადღებით ვეკიდები, დიეტას მკაცრად ვიცავ და ვცდილობ, სასურველ კონდიციებში ვიყო.ხშირად მივირთმევ თეთრ ხორცსა და თევზს, პასტას საღამოობით, მიყვარს ბრინჯიანი სუპებიც.დიდი რაოდენობით ვიღებ ბოსტნეულსაც, მათში ბევრი ვიტამინია, თავად ვიმზადებ წვენებს და თავს მეტად ჯანმრთელად ვგრძნობ.ჩემთვის ვარჯიში მხოლოდ გუნდთან ერთად ტრეინინგით არ შემოიფარგლება, ვარჯიშამდეც და მას შემდეგაც დამატებით დავალებებს ვასრულებ.მინდა სუსტი მარცხენა ფეხი ძლიერი გავხადო, ბურთის მოგერიება და დარტყმა ცაციათიც რომ გამიადვილდეს.ემპოლიში ბევრ შეკითხვებს ვუსვამდი მწვრთნელს, ექიმსა და სამედიცინო შტაბს, მათგან ძალიან ბევრ სასარგებლო ინფორმაციას ვიღებდი.”

წყარო : Football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mamuka iosava
9 years ago

მე მგონი მარგალიტი დავითრიეთ…მაგარი ბიჭი ჩანს ყვეკლანაირად

svani
9 years ago

ეს კაცი სწორად აზროვნებს რაც მის კარიერაზე სწორად იმოქმედებს. თუ დატოვეს წელს (დიდი ალბატობით დარჩება) ნამდვილად დიდ პროგრესს განიცდის. სად იუვე სად ემპოლი თუ ძმა ხარ :)

irakli28
9 years ago

ძაან მონდომებული ბიჭი ჩანს

ალეკო კოკაია

ვულოცავ ჩილეს მოგებას.წარმატებები.

giorgi nefaridz
9 years ago

Nrstas meree amisavit mcveli ar momwonebia am asakshi :forza:

ალეკო კოკაია

აი რომანიოლიც რო გვათრევინა საერთოდ დაგლიჯავს :forza: :forza: :forza:

ალეკო კოკაია

მაგარი კაცია :juvee:

A.DP
9 years ago

წარმატებები დანიელე. აბა შენ იცი :juvee:

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x